„ბარსელონამ” „ოლდ ტრეფორდზე” კომფორტულად მოიგო. მართალია, მისი შესრულებით უკეთესი თამაშებიც გვინახავს, მაგრამ ფაქტია, გუნდმა ნახევარფინალში გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადადგა და რაც ყველაზე საინტერესოა, ძალიან დამახასიათებელი გოლი გაიტანა — ამ გოლში „ბლაუგრანას” მთელი ფილოსოფია ჩანს.
კერძოდ, გოლში, რომელიც ბედის ირონიით მანჩესტერელთა მეკარის დავიდ დე ხეას კარში მისმა თანაგუნდელმა ლუკ შოუმ შეაგდო, „ბარსას” თერთმეტივე ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა. შესრულდა 47 პასი!
საგოლე კომბინაცია მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა დაიწყო. შეტევა 194 წამს გაგრძელდა და ამ ხნის განმავლობაში ბურთს ერთადერთი მანჩესტერელი, კრის სმოლინგი შეეხო.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური25/08/2026 | 17:12ტორესი ზლატანის ნაკვალევზე
აქეთურ-იქითური25/08/2026 | 08:55ლუის ენრიკე: შესვენებისას ოქროს ბურთზე უნდა გველაპარაკა?
მთავარი ამბავი25/08/2026 | 07:37ჩეფერინი თავის კანდიდატურას არ წამოაყენებს
სიახლეები24/08/2026 | 10:55მიქაუტაძე ატლეტიკოსთანაც საუკეთესო იყო
