ვაკო გვილიას პოლონეთში კარგი პრესა აქვს: ქართველმა ზაბჟეს „გურნიკის“ შუა ხაზი აშკარად გააძლიერა, 8 ნომრის პოზიციაზე მშვენივრად თამაშობს და გუნდმაც მოუმატა. გვილიამ პოლონეთის ჩემპიონატში გოლი გაიტანა, საგოლე პასიც გაახერხა. როგორც იცით, ის შვეიცარიის „ლუცერნიდან“ გახლავთ განათხოვრებული სეზონის ბოლომდე… გვილიას ინტერვიუ გამოქვეყნდა პოლონურ პრესაში. Przeglad sportowy წერს, რომ ქართველი მოკრივეს ჰგავს. ეს ცხვირის მოყვანილობის გამო… აი,…
დიდი უცნაური ვინმეა ეს ფლორენტინო პერესი. თუ რამე ამოიჭრა გულში, არც თვითონ მოისვენებს და არც სხვას მისცემს გასაქანს. ახლა ისევ მოურინიოს შეუჩნდა, დაბრუნდიო და თანაც ახალი მწვრთნელი “ვალიადოლიდთან” 10 მარტის თამაშისთვის უნდა… როგორც ყოვლისმცოდნე AS იუწყება, მოურინიუ დიდად წინააღმდეგი არაა, მაგრამ ზოგიერთ ფეხბურთელთან ცუდი ურთიერთობა აფიქრებს. ასეთი კი სეუ ჟოზეს ეპოქიდან კიდევ 7 შემორჩა. შვიდის…
ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ერთა ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება საქართველოს მიანიჭა. ამრიგად, წლეულს, 2019 წლის 8-16 ივნისს, 12 გუნდიან შეჯიბრებას თბილისი უმასპინძლებს. ხსფ-ს ერთა ჩემპიონატი მასში მონაწილე 6 ევროპული გუნდისთვის ევრო 2022-ის შესარჩევი შეჯიბრებაც იქნება. ეს გუნდებია: აზერბაიჯანი, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, მალტა და საქართველო. გამარჯვებული მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის, ფლეი-ოფის საგზურს მიიღებს. ევროპული გუნდების გარდა თბილისში ჩამოვლენ ჩინეთი, ინდოეთი, ნიგერია, კოლუმბია და კიდევ…
„რეალი“-„აიაქსის“ შემდეგ თუ ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპზე კიდევ რამე გაგვაოცებდა, ძალიან ძნელი წარმოსადგენი იყო. ეს უკვე სენსაციის ჩარჩოებსაც სცდება და პუნქტობრივად გეტყვით, რატომ… 1. ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში სულ 34-ჯერ მოხდა, რომ პირველ შეხვედრაში მასპინძელი ორი ან მეტი ბურთით დამარცხდა. აქამდე ამ დეფიციტის აღმოფხვრა და შემდეგ ეტაპზე გასვლა არავის მოუხერხებია. სულშერმა შეძლო. 2. სულშერმა პარიზში მოისაკლისა:…
პარიზში, „პარი სენ ჟერმენისა” და „მანჩესტერ იუნაიტედის” თამაშის ბოლოს, 90+4 წუთზე მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა — დალოტის დარტყმული საჯარიმოში ამხტარ კიმპემბეს იდაყვში მოხვდა. ამ მომენტისთვის ანგარიში იყო 2:1 სტუმრების სასარგებლოდ ანუ ორი შეხვედრის ჯამით ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში პარიზელები გადიოდნენ — პირველი შეხვედრა 2:0 ჰქონდათ მოგებული. პენალტმა, ყველაფერი შეცვალა. მარკუს რეშფორდმა გოლი შეაგდო და მეოთხედფინალში მანჩესტერელები გავიდნენ….
საბურთალოს ზედიზედ მეორე „საბურთალომ“ ჩემპიონურად დაიწყო წლევანდელი ელიგა. ორ ტურში ორივე თამაში მოიგო. მით უმეტეს, გამოსარჩევია მეორე, „ლოკომოტივთან“ მატჩი. თუ პირველ ტაიმში რკინიგზელები კიდევ უწევდნენ წინააღმდეგობას თანაქალაქელებს, შესვენების შემდეგ მინდორზე ერთი გუნდი დარჩა. სამი გოლის გარდა, დიასამიძეს მეკარემ პენალტი აუღო და გიმ ძელს გაარტყა ბურთი. ძალიან აჯობა სტუმარმა მასპინძელს. სხვათა შორის, შარშანდელი საჩემპიონო სეზონი გია…
სერ ალექს ფერგიუსონი და ერიკ კანტონა „მანჩესტერ იუნაიტედის” მოზეიმე გასახდელში ჩავიდნენ. ისინი შეუერთდნენ სიხარულისგან ჭკუაზე გადასულ ფეხბურთელებს და ოლე გუნარ სულშერს, რომელთაც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „პარი სენ ჟერმენთან” სენსაციური გამარჯვება მოიპოვეს და საკუთარი თავის რწმენა ერთი ასად აიმაღლეს. ინგლისური პრესა წერს, რომ ეს საფეხბურთო საღამო სამუდამოდ შევა მრავლისმნახველი კლუბის ისტორიაში. და ამის მიუხედავად სულშერი მაინც…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes