ჭდე: ირლანდია

Home ირლანდია
თანაგუნდელი თამაშის დროს გალახა (video)
ჩანაწერი

თანაგუნდელი თამაშის დროს გალახა (video)

სიგიჟე მოხდა ჩრდილოეთ ირლანდიის უმაღლეს ლიგაში, რომელსაც ინგლისისა არ იყოს პრემიერშიფი ჰქვია. „გლენტორანის“ მეკარემ აარონ მაკკერიმ მოედანზე თანაგუნდელი სცემა, რის გამოც გააძევეს. „გლენტორანი“ „კოლერეინს“ ხვდებოდა (2:2), როდესაც მაკკერიმ გაშვებული გოლის გამო ბრაზი ბობი ბარნსზე გადმოანთხია — ჯერ დაარტყა და წააქცია, შემდეგ კი წაქცეულს მაისურში ჩაავლო ხელი. მსაჯმა მეკარე ცხადია გააძევა და მას „ოვალზე“ შეკრებილი მაყურებლის...

საუდეთი იტალიას მონდიალს მოუციცქნის
ჩანაწერი

საუდეთი იტალიას მონდიალს მოუციცქნის

მსოფლიოს ერთერთ ყველაზე მდიდარ ქვეყანას მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობა სურს და ამის გაკეთებას კიდევ ერთ თანამასპინძელთან ერთად აპირებს. ამერიკული კონსალტინგ კომპანია BCG მჭიდროდ თანამშრომლობს საუდეთის მთავრობასთან. ამ ჯერზეც რამდენიმე პარტნიორი ურჩია, ოპტიმალურად კი ეგვიპტესთან და მაროკოსთან საზიარო განაცხადი მიიჩნია. თუმც საუდები ასე არ ფიქრობენ ფინანსური რისკების, ქვეყნების ეკონომიკებზე შესაძლო გავლენის და უსაფრთხოების საკითხების გამო....

ჩანაწერი

კვესელაძე – „გლოსტერში“!

საქართველოს ნაკრების 23 წლის შუამარბი გიორგი კვესელაძე მარნეულის „არმაზიდან“ ინგლისის პრემიერშიფის „გლოსტერში“ გადავიდა! „შემოდგომის ერთა თასზე“ კვესელაძემ ნაკრებში, როგორც იქნა, შუამარბის პოზიციაზე ითამაშა, რისი საშუალებაც აქამდე იმის გამო არ მისცემია, რომ დიდი ხანი ბორჯღალოსანთა 13-ნომრიანი კვართით დავით კაჭარავა თამაშობდა – ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით აბსოლუტური რეკორდსმენი. მაგრამ კაჭარავამ სპორტული კარიერა დაასრულა, პარლამენტის წევრი გახდა,...

23:10 – ირლანდიამ მოიგო, საქართველომ ისარგებლა
ჩანაწერი

23:10 – ირლანდიამ მოიგო, საქართველომ ისარგებლა

შემოდგომის ერთა თასის დაწყებამდე ლევან მაისაშვილი პირობას დებდა, ყოველ მომდევნო მატჩში უკეთ და უკეთ ვითამაშებთო და ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა სიტყვა უკვე შეასრულა. რომ შევადაროთ საქართველოს ნაკრები ოქტომბრის ბოლოს შოტლანდიელებთან მატჩში და  ის გუნდი, რომელმაც 29 ნოემბერს დუბლინის „ავივა სთედიუმზე“ ირლანდიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ითამაშა, ცხადია, რომ ბორჯღალოსნებმა უდიდესი პროგრესი განიცადეს. 23:10 – ასეთია ირლანდიელთა და...

მეხუთე …
ჩანაწერი

მეხუთე …

კვირას, ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „შემოდგომის ერთა თასის“ ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს გამართავს. იმ ადგილას, სადაც ოდესღაც მსოფლიო რაგბის ერთ-ერთი მექა „ლენსდაუნ როუდი“ იდგა, რომელზეც ბორჯღალოსნებს ორჯერ უთამაშიათ, დღეს მშვენიერი „ავივა სთედიუმია“ აღმართული, რომელიც თავისი წინამორბედის დიდებას მხოლოდ უახლოვდება და სადაც საქართველოს ნაკრებს ასევე უთამაშია, ოღონდ – ერთხელ. უთამაშიათ ქართველ ფეხბურთელებსაც… საინტერესო პარალელი...

ნულია, მაგრამ პროგრესი
ჩანაწერი

ნულია, მაგრამ პროგრესი

დარწმუნებული ვარ, ჩვენებს უელსთან 3:30 რომ წაეგოთ, ბორჯღალოსნებს ნაკლები კრიტიკა შეხვდებოდათ, მაგრამ ჩვენმა ნაკრებმა სათამაშო მინდორი კვლავ უქულოდ დატოვა… ზედიზედ მეორე მატჩია, საქართველოს ნაკრები „შემოდგომის ერთა თასზე“ მშრალად მარცხდება – ინგლისთან 0:40-ის შემდეგ 0:18 აშკარად უკეთ გამოიყურება, თუმც მარტო ანგარიში ხომ არაა? კი ბატონო, ისტორიას მხოლოდ ტაბლოზე დაფიქსირებული ციფრები შემორჩება, მაგრამ ისეთი უიმედობაც  აღარაა, რომელიც...

ოცნებასთან ერთ ნაბიჯში…
ჩანაწერი

ოცნებასთან ერთ ნაბიჯში…

იაპონიის რაგბის კავშირის თავკაცებმა ევროპაში „მამაცი საკურების“ გაგზავნაზე უარი საბოლოოდ თქვეს. ეს მოსალოდნელიც იყო: ჯერ ერთი, ქვეყანაში შესვლაზე დაწესებული შეზღუდვების გამო იაპონიაში ჩასვლას ეროვნული გუნდის დამრიგებელი ჯეიმი ჯოზეფი ვერ ახერხებს; მეორე მიზეზი კი ისაა, რომ იაპონიაშივე გამართული მსოფლიო თასის მეოთხედფინალში წაგების მერე ამომავალი მზის ქვეყნის ნაკრებს არათუ აღარ უთამაშია, აღარ შეკრებილა და ახლო მომავალში ამის...

იგივე, ოღონდ ნულებით…
ჩანაწერი

იგივე, ოღონდ ნულებით…

ირლანდიას ისევ ვერ მოვუგეთ. როგორც იტყვიან, ნავსი ვერ გავტეხეთ. მაგრამ არც დავმარცხდით. ეს ირლადიის ნაკრებთან „ჯვაროსნების“ მე-11 შეხვედრა გახლდათ, აქედან 9 წავაგეთ, ეს კი მეორე ფრე იყო. პრესტიჟის მატჩი გახლდათ. ჩვენებს ცუდად არ უთამაშიათ. განსაკუთრებით მეორე ტაიმში მოუმატეს. მოინდომეს, იბრძოლეს, ბურთის ფლობაშიც აჯობეს მეტოქეს, მაგრამ რეალური საგოლე მომენტები არ შეუქმნიათ. ქართველებმა კარისკენ 14-ჯერ დაარტყეს, მაგრამ...

ცხრა ლახვრის შემდეგ…
ჩანაწერი

ცხრა ლახვრის შემდეგ…

ბავშვობაში, როცა თბილისის „დინამო“ საბჭოეთის სახელით თამაშობდა, უფროს გულშემატკივრებს უხაროდათ ბრიტანული გუნდი თუ შეგვხვდებოდა. გამეფებული იყო აზრი, რომ ჩრდილოელებთან თამაში კარგად გამოგვდიოდა. მართლაც, არა მხოლოდ აზრი, ეს იყო ფაქტიც: გამონაკლისი მხოლოდ „ტოტენჰემი“, თორემ სხვა ვინ დაუდგა გვერდში? „კარდიფ სიტიზე“ და „უოტერფორდზე“ ლაპარაკიც ზედმეტია, „ვესტ ჰემი“ და მრისხანე „ლივერპულიც“ კი გაანადგურეს ოქროს ბიჭებმა. მართალია, ირლანდია ბრიტანეთი...

მოკრივე ვაკო
ჩანაწერი

მოკრივე ვაკო

ვაკო გვილიას პოლონეთში კარგი პრესა აქვს: ქართველმა ზაბჟეს „გურნიკის“ შუა ხაზი აშკარად გააძლიერა, 8 ნომრის პოზიციაზე მშვენივრად თამაშობს და გუნდმაც მოუმატა. გვილიამ პოლონეთის ჩემპიონატში გოლი გაიტანა, საგოლე პასიც გაახერხა. როგორც იცით, ის შვეიცარიის „ლუცერნიდან“ გახლავთ განათხოვრებული სეზონის ბოლომდე… გვილიას ინტერვიუ გამოქვეყნდა პოლონურ პრესაში. Przeglad sportowy წერს, რომ ქართველი მოკრივეს ჰგავს. ეს ცხვირის მოყვანილობის გამო… აი,...