ძიუდო ქართველი ქომაგისთვის ცოტა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სპორტის სახეობა. იქნებ იმიტომ, რომ ქართულ ჭიდაობასთან ყველაზე ახლოსაა და გვეჩვენებურება?! თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს – გვიყვარს და მორჩა. თბილისის გრან-პრიც არ არის რიგითი ღონისძიება ჩვენთვის. ზოგს მეტად გვესმის, ზოგს ნაკლებად, მაგრამ ყველა ჩვენს აზარტს და ეშხს ვეძებთ და კიდევ – ქართველების ბევრ მოგებას. აჰა, გასრულდა მორიგი…
პირველი ჰეთ თრიქი კვირა საღამოს ტურის მთავარი მატჩი გაიმართა. „დინამომ“ ლიდერ „საბურთალოს“ უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა. მოხდენიათ დინამოელებს სანაკრებო პაუზა, აი, საბურთალოელებს კი აღებული ტემპი გაუცუდდათ, მათ ხომ აქამდე ასპროცენტიანი შედეგი ჰქონდათ მიმდინარე ჩემპიონატში. შეხვედრა კი ერთობ საინტერესო გამოდგა. სტუმარი საბურთალოელები ორჯერ იგებდნენ, მაგრამ დინამოელებმა მაინც გამონახეს ძალები და მოიგეს. სამი გოლი გაიტანა ზაფხულში „ტორპედოდან“…
ტაიფუნივით შეიჭრა მოიზეს კინი იტალიურ ფეხბურთში. 2000 წლის 28 თებერვალს კოტ დივუარული ფესვების მქონე ოჯახში დაბადებული მოიზესი 7 წლიდან „ტორინოს“ აკადემიაში ბურთაობდა, მაგრამ უკვე 10 წლისა „იუვეს“ სკაუტებმა შენიშნეს და ხელიდან აღარ გაუშვიათ. ჯოვანისსიმო და ალიევე – ასე ჰქვია ორ იუნიორულ დონეს იტალიაში, სადაც მოიზესმა 30 შეხვედრაში 25 გოლი გაიტანა. მეტი რაღა კომპლიმენტი ვთქვათ, როცა…
პორტუგალიელი ნიჩბოსანი კატარინა სეკვეირა ასთმის შეტევით ჰოსპიტალში 26 დეკემბერს შეიყვანეს. რამდენიმესაათიანი უნაყოფო მცდელობის შემდეგ ექიმებმა ტვინის, ანუ ბიოლოგიური სიკვდილი დააფიქსირეს. იმ მომენტისთვის კატარინა 19 კვირის ფეხმძიმედ იყო და ტვინის სიკვდილის მიუხედავად, ორგანიზმი შესაბამის აპარატთან მიერთებული დატოვეს, სანამ ბავშვი არ დაიბადებოდა. ამ მდგომარეობაში პაციენტს და მის ნაყოფს სამი თვის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ახალდაბადებულს სალვადორი დაარქვეს და, ექიმების…
მას მერე, რაც ლეო მესი პირველად გამოჩნდა „ბარსელონას” შემადგენლობაში, ყველაფერი შეიცვალა, — წერს მადრიდული გაზეთი „მარკა”, — მისი გავლენა კლუბში, მოედანსა თუ გასახდელში უზარმაზარია. მესიმ „ბარსელონაში” მენტალიტეტი შეცვალა და თავისი გუნდი „რეალზე” მაღლა დააყენა. არგენტინელმა „ბარსას” შემადგენლობაში პირველად 2004 წელს ითამაშა და შაბათს, „ესპანიოლთან” შეხვედრაში ესპანეთის რეკორდი დაამყარა — ლა ლიგაში 334-ე გამარჯვება იზეიმა. აქამდე…
პოლ გასკოინს მთელი სტადიონი ფეხზე წამოუდგა და ოვაცია მოუწყო — მან 28 წლის შემდეგ პირველად ჩაიცვა „ტოტენჰემ ჰოთსპურის” მაისურა და მოედანზე გავიდა. „იტალია 90″-ისა და „ევრო 96″-ის ინგლისელ გმირს ძველი გაზასი მხოლოდ ერთი რამ ჰქონდა შერჩენილი — ხალხის სიყვარული; და ეს გულშემატკივარმა „სფურზის” ახალ, 850 მილიონ გირვანქად აშენებულ სტადიონზე გამოხატა. „ტოტენჰემისა” და „ინტერის” ვეტერანების შეხვედრაში…
ვერ აღმოჩნდა თბილისური გრან-პრის მეორე დღე ჩვენი ძიუდოისტებისთვის თუნდაც ისეთივე წარმატებული, როგორც პირველი. მასპინძლის უფლებიდან გამომდინარე, თითოეულ წონაში 4 ფალავანის გაყვანის უფლება გვაქვს და სხვაგან სად უნდა დაამტკიცონ საკუთარი ოსტატობა ჩვენმა ბიჭებმა, თუ არა მშობლიურ კედლებში და გამაყრუებელი ქომაგობის აკომპანიმენტით. ვერ გამოვიდა. 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი გვაქვს. ვალერი იაშვილმა ჯერ ბელორუსი მინკოვი გაიარა…
მაკედონიაში ხელბურთის მწვრთნელებმა, ჟურნალისტებმა და გულშემატკივრებმა სეზონის საუკეთესო მოთამაშეების გამოკითხვა ჩაატარეს და მარჯვენა ინსაიდის პოზიციაზე უკეთესთა შორის უკეთესად საქართველოს ნაკრების 22 წლის მოთამაშე გიორგი დიხამინჯია დაასახელეს. დიხამინჯია „სტრუგაში” თამაშობს. ნომინანტთა შორის იყო „სტრუგას” კიდევ ორი ქართველი ლეგიონერი ლექსო წითელიშვილი და რევაზ ჭანტურია. გამოკითხვას მაკედონიური სახელბურთო ვებ-გვერდი 24rakomet ედგა სათავეში. ლექსო წითელიშვილმა მარცხენა ინსაიდის პოზიციაზე მეხუთე ადგილი დაიკავა,…
ოლე გუნარ სულშერი ამბობს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის” მომავლისთვის მარკუს რეშფორდისა და პოლ პოგბას შენარჩუნება საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სულშერი მანჩესტერელთა დროებითი მწვრთნელი აღარ არის, „ნაღდ” მწვრთნელად დანიშნეს და გუნდის ძველ მწვერვალებზე დაბრუნება აქვს მიზნად დასახული. რეშფორდი „იუნაიტედთან” ახალ კონტრაქტს ამზადებს და ხელმოწერასთან ახლოსაა, თუმცა როგორც ის, ასევე პოგბა „რეალის” ინტერესის საგანს წარმოადგენენ. სულშერმა თქვა: „ამ ორ ფეხბურთელს…
არამარტო მილანელების, ზოგადად ფეხბურთის ქომაგების დიდი ნაწილი დარწმუნებული იყო, რომ მაშინ ერთი ძალიან ლამაზი და სერიოზული, ამბიციური და ექსტრავაგანტური ეპოქა დასრულდა: 2017 წელს სილვიო ბერლუსკონიმ „მილანი“ ჩინურ კონსორციუმს 740 მილიონ ევროდ მიჰყიდა და კლუბი აღმასრულებელ დირექტორ ადრიანო გალიანისთან ერთად დატოვა. არადა, მათი მილანური ეპოპეა სამ ათეულ წელს ითვლიდა. პენსიაში გასვლის შემდეგ ეს ორი პატივცემული პერსონა…
ორი წონითი კატეგორია და რვა შესაძლებლიდან ოთხი მედალი. თბილისის “გრან პრის” უფრო “ქართული” დღეებიც ახსოვს, მაგრამ ესეც საკმაოდ ღირსეული შედეგია. 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში უმაღლეს საფეხურზე ლუხუმ ჩხვიმიანი ავიდა. ლუხუმი ტურნირის შარშანდელი გამარჯვებულიცაა, სულ კი ეს მისი მესამე ოქროა შინაურ “გრან პრიზე”. კვარცხლბეკზე იდგა ჯაბა პაპინაშვილიც, ვინც ბრინჯაოსთვის ბრძოლაში არტიომ ლისიუკს სძლია. ოქროს მედლის შანსი…
„რეალი” „მანჩესტერ იუნაიტედის” ვარსკვლავის პოლ პოგბას შესაძენად დიდძალი თანხის გაღებას აპირებს. ერთი კვირის წინ თავად 26 წლის ფრანგსაც წამოცდა, „რეალი” ყველასთვის ოცნების გუნდიაო. თუმცა, წამოცდა თუ განზრახ თქვა მოდი და გაიგე. პრეს-კონფერენცია, რომელზეც პოგბამ ეს სიტყვები თქვა და ზედაც დასძინა, ადრე თუ გვიან ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობით მუშაობაზე ვოცნებობო, საფრანგეთის ნაკრების მოწყობილი გახლდათ. ანუ, ამ ფრიად…
„ბარსელონას” ვარსკვლავმა, მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო ცენტრალურმა მცველმა ჟერარდ პიკემ ესპანეთის ტელევიზიაში სტუმრობისას მოულოდნელი რამ თქვა: ლეო მესის ცინიკური იუმორი აქვს, ის ნამდვილი ტროლიაო. გადაცემაში, რომელსაც ჰქვია La Resistencia (ტელეკომპანია Movistar+) წამყვან დავიდ ბრონკანოს შიგადაშიგ ფეხბურთელებიც ჰყავს სტუმრად. ამჯერად მას სტუდიაში პიკე ეწვია და ამ ერთი ფრაზით ყველა გააოცა. მესი, მოგეხსენებათ, მორიდებულ ადამიანად არის ცნობილი. აქამდე მისი ცინიზმის…
ეს ყველაფერი, რაც შვეიცარიასთან მეორე ტაიმში და ირლანდიასთან ორივე ტაიმში მოხდა, გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა. სამწუხაროდ, ამ სამივე ტაიმის დასაწყისი ისეთი იყო, რომ სარკეში ჩაახედა ქომაგი – ეს სხვა ლიგაა, სხვა აზროვნება, სხვა სიჩქარეები. გაჩნდა ნიშნის მოგებით საუბრები და კომენტარები: „აბა, რა გეგონათ, რატომ გქონდათ იმედი?..“ თავიდანვე შევეშვათ უკიდურესობებს. არ მეგულება ადამიანი, რომელიც ამ…
როგორც იქნა, საშველი დაადგა „ტოტენჰემის“ ახალი სტადიონის გახსნას. ოფიციალურად გამოცხადდა: 1 მილიარდიან, 62 ათასადგილიან სარბიელზე პირველი მატჩი 3 აპრილს გაიმართება. პრემიერლიგის მორიგ ტურში ტოტენჰემი“ თანაქალაქელ „კრისტალ პალასს“ უმასპინძლებს. ამ მეგაპროექტის შესახებ ჯერ კიდევ თერთმეტი წლის წინათ საუბრობდნენ. თუმცა მისი განხორციელება მხოლოდ 2017 წელს დაიწყო. მერე სამუშაო პროცესი გაიწელა, ხან უსაფრთხოების, ხანაც ტექნიკური პრობლემების გამო. საბოლოოდ,…
„მანჩესტერის“ ხელმძღვანელობამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა ოლე გუნარ სულშერთან სრულფასოვანი სამწლიანი კონტრაქტის გაფორმების შესახებ. მოგეხაენებათ, ნორვეგიელმა მწვრთნელის პოსტი დეკემბერში მას შემდეგ დაიკავა, რაც კლუბი ჟოზე მოურინიოს დაემშვიდობა. მას შემდეგ მანკუნიანელებმა პრემიერლიგის 13 შეხვედრიდან 10 მოიგეს, ორი კი ფრედ დაასრულეს. ამას გარდა, „მანჩესტერმა“ პსჟ დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა.
„სანმა” პეპ გვარდიოლას წიგნის „ჩემი ხალხი, ჩემი ფეხბურთის” იშვიათი ეკზემპლარი იხელთა. ამ წიგნში „მანჩესტერ სიტის” კატალონიელი მწვრთნელი თავის წარსულს აღწერს, ამბობს, რომ თუ რამ იცის ბობი რობსონისა და ლუი ვან გაალის დამსახურებაა, თუმცა, რასაკვირველია, მისი პირველი მენტორი დიდი იოჰან კრუიფი გახლდათ. კრუიფისა და გვარდიოლას თანამშრომლობა 1989 წელს დაიწყო, როდესაც ჯერაც დამწყებმა ფეხბურთელმა ამხანაგურ შეხვედრაში პირველად…
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „მილანმა“ და „ინტერმა“ ახალი ერთობლივი სტადიონის აშენება გადაწყვიტეს. ამ იდეას მათი ძველი სარბიელი „სან სირო“ უნდა შეეწიროს, რაც მილანელების პროტესტს იწვევს. სილვიო ბერლუსკონის პარტია „ფორცა იტალიას“ წარმომადგენელი პიეტრო ტატარელა სტადიონის დასაცავად 15 ათასი ხელმოწერის შეგროვებას აპირებს: „ეს მხოლოდ სტადიონი არ არის. „სან სირო“ ქალაქის ერთ-ერთი ცნობადი სიმბოლოა და მისი…
ორი წლის წინ „ბაიერნის“ შეფი ული ჰიონესი სასტიკად აკრიტიკებდა თანამედროვე სატრანსფერო პოლიტიკას – ფეარ ფლეის არ მწამს და ყველამ ისწავლა თამაშის წესებისთვის გვერდის ავლაო. როგორც ჩანს, ჰიონესსაც მობეზრდა ქარის წისქვილებთან ბრძოლა და გერმანულმა გრანდმა ზამთარშივე დააანონსა, მომავალ სატრანფერო კამპანიას 200 მილიონი ევროთი ვხვდებითო… და აჰა, პირველი ტრანსფერიც გაცხადდა: „ბაიერნმა“ 80 მილიონ ევროდ მადრიდის „ატლეტიკოდან“ 23…
იყო დრო, ლეო მესი ამბობდა, მე მხოლოდ ფეხბურთის თამაშით ვერთობი, ჩემს შემოსავალს კი აგენტი და მენეჯერი ითვლიანო. გამოხდა ხანი, ლეო დაღვინდა და აღმოაჩინა, რომ ვარსკვლავურ სტატუსს შესაბამისი მანერები სჭირდება. ამას წინათ ლეომ ერთი ჩვეულებრივი iPhone XSMax შეიძინა სულ რაღაც 1300 დოლარად და ყიდვისთანავე 24-კარატიანი ოქროთი მისი კორპუსის დაფარვა დაუკვეთა. ამან ტელეფონის ღირებულება 7 000 ევროთი…
„ლივერპულის” ჰოლანდიელი სტოპერი ვირჯილ ვან დიიკი შესანიშნავ სეზონს ატარებს. ბევრმა მას მსოფლიოში საუკეთესო მცველიც კი უწოდა. იმაში, რომ მერსისაიდელები მნიშვნელოვნად გაძლიერდნენ და პრემიერლიგაში ყველაზე ნაკლები გოლი აქვთ გაშვებული, ვან დიიკის დამსახურება დიდია, მაგრამ „ბარსელონას” ყოფილმა კაპიტანმა კარლეს პუიოლმა ჰოლანდიელის საუკეთესოობა გააპროტესტა. როდესაც ესპანურმა „მარკამ” პუიოლს ჰკითხა, ვინ არის მისი აზრით დღეს მსოფლიოში საუკეთესო მცველი, ყოფილმა…
ჩეხ ჩოგბურთელ პეტრა კვიტოვაზე თავდამსხმელს 8-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ინციდენტი ჯერ კიდევ 2016 წლის დეკემბერში მოხდა, როდესაც 33 წლის რადიმ ჟონდრა კვიტოვას ბინაში კომუნალური მუშაკის სახელით შევიდა და სპორტსმენს ყელზე დანა მიადო. თავდაცვისას კვიტოვამ მუშა მარცხენა ხელი დაიზიანა, რის გამოც ოპერაცია დასჭირდა და კორტზე მხოლოდ 6 თვის შემდეგ გავიდა. სასამართლოზე თავდამსხმელი სხეულის მძიმე დაზიანებაში ცნეს დამნაშავედ….
„36 წლის ვარ, მაგრამ სრულებით ვერ ვგრძნობ, რომ ფეხბურთისთვის დავბერდი. თამაში ძველებურად უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს“,- ეს იტალიის ნაკრების რეკორდსმენი რომ შეიქნა, იმ კაცის სიტყვებია. „სამპდორიას“ თავდამსხმელი ფაბიო კუალიარელა მიმდინარე სეზონში სასწაულებს ახდენს და სერია ა-ს ბომბარდირთა დავაში 19-19 გოლის გამტან რონალდუსა და პიონტეკს ორით უსწრებს. ამას 7 საგოლე პასიც დაუმატეთ და ცხადი გახდება, რატომ უხმეს…
ბელგიელი ტიბო კურტუა „ჩელსიდან” „რეალში” გადასვლის შემდეგ თავს კომფორტულად ვერ გრძნობს. ბოლო დროს მოხშირდა ლაპარაკი იმის შესახებ, რომ მას „სანტიაგო ბერნაბეუდან” წასვლა უნდა. სავარაუდოდ, არც მადრიდელები დაახევენ კალთებს 26 წლის მეკარეს გინდა თუ არა დარჩიო, თუმცა 2018 წლის მუნდიალის „ოქროს ხელთათმანის” მფლობელის გაყიდვას მაქსიმალურად ძვირად შეეცდებიან. რამდენადაც ცნობილია, აქამდე ერთადერთი კლუბი, რომელიც ბელგიელის ყიდვის სურვილს…
შემადგენლობის მიხედვით მაიამის მასტერსი დიდად არ ჩამოუვარდება დიდი სლემის ტურნირებს. ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელიც მე-17 ნომრად იყო განთესილი, სტატუსი დაიცვა და საუკეთესო 16-ს შორის მოხვდა, თუმცა მეტის იმედი გვქონდა. ისე აეწყო საქმე, მეოთხედფინალამდე ნიკას განთესილი მეტოქე არ ელოდა, მაგრამ 75-ე ჩოგანთან კი დამარცხდა. კანადელი ოჟიე-ალიასიმი 18 წლის ბიჭია, მაგრამ იუნიორებში სლემტიტულიც მოუგია. მსოფლიო ასეულში შეჭრილი ტანმაღალი…
ჟოზე მოურინიუმ, რომელიც ბევრის აზრით უჟმური და ავყია კაცია, „რეალის” ძველ-ახალ მწვრთნელზე ზინედინ ზიდანზე პრინციპში დადებითად ილაპარაკა და ამასთან მადრიდელთა მიერ კილიან მბაპეს შესაძლო ყიდვაზე გამოთქვა აზრი. პორტუგალიელი დეკემბრის შემდეგ უმუშევარია — დეკემბერში ის „მანჩესტერ იუნაიტედიდან” გაუშვეს. შემდეგ, როდესაც „რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა მწვრთნელის თანამდებობიდან სანტიაგო სოლარი მოხსნა, დაირხა ხმა, რომ ის უპირველეს ყოვლისა სწორედ მოურინიუს…
ჯერ რა დროს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაა და საგიჟეთი უკვე დაიწყო. ევროპის უბობოლესმა კლუბებმა 80-100 მილიონიანი ტრანსფერებით მოთელვასავით გაიარეს და, აჰა: მადრიდის „რეალში“ ზინედინ ზიდანის დაბრუნებისას ერთ-ერთ მთავარ პირობად სუპერტრანსფერები დაითქვა. ფლორენტინო პერესმა ფრანგ მწვრთნელს დასტური კი მისცა, მაგრამ ასეთ დაქუხებას მაინც არავინ ელოდა: სამიზნე – კილიან მბაპე! თანხა – 280 მილიონი ევრო!!! ამ თანხად პარიზიდან…
ლეო მესი ვენესუელასთან ამხანაგურ შეხვედრაში სანაკრებო ფეხბურთს დაუბრუნდა, მაგრამ ეს დღე „ალბისელესტესთვის” წარუმატებელი გამოდგა — არგენტინამ წააგო 1:3. მესის დაბრუნებამ კვლავ გააცოცხლა მისი და კრიშტიანუ რონალდუს შედარების თემა. ამჯერად თანამედროვეობის ორ უდიდეს ვარსკვლავზე 1990-იანი წლების დიდმა ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, იოჰან კრუიფის დროინდელი „ბარსელონას” „ოცნების გუნდის” ერთ-ერთმა ლიდერმა, რომარიომ ილაპარაკა. „მე მიყვარს მესი, ის დიადი ფეხბურთელია, მაგრამ…
მაია ჩიბურდანიძე მქუხარე სახელის და მოკრძალებული ხასიათის ადამიანია. დაფაზე ბობოქარს ცხოვრებაში თავმდაბალ ადამიანად იცნობენ, რომელსაც თავისი დიდებული საჭადრაკო წარსულის შესახებ ბევრი საუბარი არ უყვარს, მით უფრო მასმედიასთან. “სარბიელმა” მოახერხა ქართველი ლეგენდის “გატეხვა” და ინებეთ ვრცელი ინტერვიუ მაიასთან, უამრავ საინტერესო თემაზე, რომელიც ჩვენი ქომაგის გონებას გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან დღემდე აფორიაქებს…
9–ჯერ ვეთამაშეთ, 8–ჯერ წავაგეთ, მეცხრესაც ვაგებდით და 1:1 დავასრულეთ. 5–ჯერ გავიტანეთ, 17–ჯერ გავუშვით, მაგრამ არის ერთი რაღაც, რაც იმედს არ გვიშლის. ერთი გამონაკლისის გარდა, ირლანდიამ საქართველოსთან სულ ბეწვის ხიდზე იარა და ზოგჯერ მსაჯის დახმარებით, ზოგჯერ იღბლით, მოგებული რჩებოდა. თუნდაც ბოლო დუბლინური თამაში ავიღოთ, საქართველომ მეტოქეს აჯობა, მაგრამ მეორე ტაიმში კოულმენის ერთ მაგარ გარღვევას ვერ გაუძლო,…
ფეხბურთის გურმანებმა უდავოდ დიდი სიამოვნება მიიღეს ჰოლანდია-გერმანიის დაპირისპირებისგან. პირველ ტაიმში გნაბრის შედევრით და სანეს ისე რა გოლით სტუმრები 2:0 დაწინაურდნენ. ეს კადრი კი ოპერატორის კამერამ ტაიმის მიწურულს დაიჭირა. ფურცელზე ნათლად ჩანს, რომ ჰოლანდიელები რისკზე წასვლას აპირებენ და მეორე ნახევარში სამი მცველით აპირებენ თამაშის გაგრძელებას. ჰოლანდიელთა შესრულებით ამ ავანტიურამ თითქმის გამოიღო შედეგი, მაგრამ ბოლოს მაინც ისე…
ზინედინ ზიდანის გზა პროფესიული ფეხბურთის მწვერვალებისკენ რთული და შრომატევადი გახლდათ. ფრანგმა ფეხბურთელის კარიერის ბოლო 5 წელიწადი „რეალში” გაატარა, სადაც რონალდოს, რაულის, ლუიშ ფიგუს, რობერტო კარლოსის და სხვა ვარსკვლავების მხარდამხარ ჩემპიონთა ლიგაც მოიგო და ესპანეთის ჩემპიონის ტიტულიც. „ჩემთვის თავიდანვე ნათელი იყო, რომ ფეხბურთელი მინდოდა გამოვსულიყავი, — თქვა მან OTRO-თან ინტერვიუში, — ერთადერთი რაც მაინტერესებდა ბურთის თამაში იყო….
ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამის მაატერსის მერვედფინალშია. ქართველმა 16 საუკეთესოს შორის თამაშის უფლება ჰოლანდიელი რობინ ჰაასის ძლევით მოიპოვა. პირველ სეტში მეტოქეებმა თითო ბრეიკი გაახერხეს, მაგრამ მჯობნის მჯობნი მაინც ტაი-ბრეიკმა გაარკვია. ნიკოლოზმა ერთბაშად 5 სეტბოლი მოიპოვა აქედან მესამეთი პირველ პარტიას წერტილი დაუსვა. მეორე სეტში ბრძოლა მხოლოდ 3:3-მდე იყო, მერე კი ისევ ნიკას ჯერი დადგა. ჯამში 7:6, 6:3 და…
წარსულში ცნობილი ფეხბურთელი გარი მაკალისტერი ცემეს და საავადმყოფოში რამდენიმე საათის გატარება დაჭირდა. „ლიდს იუნაიტედის”, „ლივერპულისა” და შოტლანდიის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი რომელიც ახლა 53 წლისაა, მეუღლესთან, 40 წლის ჰეილისთან ერთად შინ ბრუნდებოდა და ქალაქ ლიდსის ცენტრში ტაქსის ელოდა, როდესაც გამოვარდა მავანი ხულიგანი და მაკალისტერს ცემა დაუწყო. მეუღლემ კივილი ატეხა და ცდილობდა აგრესორი ქმრისგან მოეშორებინა. ამასობაში მოვიდნენ…
სერ ალექს ფერგიუსონმა ინგლისის ეროვნული ჯანმრთელობის სამსახურს 405 000 გირვანქა შეუგროვა და გადასცა. ეროვნული ჯანმრთელობის სამსახური, რომელიც ინგლისის გარდა შოტლანდიაში, უელსში და ჩრდილო ირლანდიაშიც არსებობს, გახლავთ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაარსებული ორგანიზაცია, რომელიც უფასოდ ემსახურება ბრიტანეთის მოქალაქეებს. ის არ აფინანსებს მხოლოდ სტომატოლოგიური და კოსმეტიკური მედიცინის სფეროებს. ეს აქცია გახლდათ 77 წლის ფერგის მადლობა იმ ხალხისადმი,…
გუშინდელი საქართველო-შვეიცარიის ევრო 2020-ის შესარჩევი მატჩის (0:2), 24-ე წუთზე, ერთობ უსიამოვნო ეპიზოდი მოხდა: ჩვენი ჯიმი ტაბიძე საჰაერო ბრძოლაში „ნიუკასლის“ მცველ ფაბიან შერს შეეჯახა. ჩვენიანს გატეხილი თავი შეუხვიეს, შერმა კი რამდენიმე წამით გრძნობა დაკარგა. იქვე მყოფი ჯანო ანანიძე უმალ მიეჭრა და პირში ხელის მტევანი ჩასჩარა, რათა დაზარალებულს ენა არ გადაეყლაპა. საბედნიეროდ, ჯანოს მართლაც სასწრაფო დახმარებამ შედეგი…
ლევან გორგაძე ოძეკი აღარ არის. მოგეხსენებათ, კადობანში ჩაყენებულ ქართველს ტიტულის შესანარჩუნებლად უსათუოდ რვა გამარჯვება სჭირდებოდა. ბოლოსწინა დღეს იანვრის ბაშოს მომგები ტამავასის ძლევის შემდეგ ამის იმედი მოგვეცა, მაგრამ… გადამწყვეტ ბრძოლაში ლევანის მეტოქე სეკივაკე ტაკაკეისიო იყო, ვისთანაც ჩვენებურს ერთადერთხელ მოეგო და ხუთჯერ დამარცხებულიყო. თითქოს ლევანი უფრო მოტივირებული უნდა ყოფილიყო, მაგრამ არც ასეა საქმე. ტაკაკეისიო ბოლოსწინა დღეს სამიდან…
„ენფილდზე“ ლეგენდა გააცოცხლეს. ერთმანეთის პირისპირ „ლივერპულის“ და „მილანის“ ის შემადგენლობები იდგნენ, ვინც ჩემპიონთა ლიგის 2005 წლის დაუვიწყარ ფინალში ითამაშა. ბუნებრივია, ორივე მხარემ კიდევ რამდენიმე ვარსკვლავი დაიმატა, მაგრამ ამან მხოლოდ ეშხი შემატა შეხვედრას. თავად განსაჯეთ, ვისი ხილვის საშუალება ჰქონდა ტრიბუნებზე მისულ ქომაგს: „ლივერპული“: ჯერარდი, კარაგერი, სისე, ფოულერი, კიუიტი, მაკმანამანი, ოუენი, რაში… „მილანი“: აბიატი, დიდა, მალდინი, კოსტაკურტა,…
თითქოს მოულოდნელი არაფერი ყოფილა. უფრო ძლიერმა შვეიცარიამ შედარებით სუსტ საქართველოს მოუგო. საკუთრივ თამაშის სიუჟეტიც ისეთი იყო, ძალიან, ძალიან ბევრჯერ რომ გვინახავს. ბიჭებს თავი არ დაუზოგავთ, მაგრამ მეტოქემ პირველ ტაიმში მასპინძლები შეაფასა, შესვენების შემდეგ კი ისეთი დასცხო, მტრისას… თითქოსო – ზემოთ ვთქვით და, ეს იმიტომ, რომ ამ შესარჩევის დასაწყისი, არც ერთ წინამორბედს ჰგავდა. შარშანდელმა წაუგებელმა წელწადმა…
ტოჩინოშინმა მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა, ბალანსი 7:7 გაუხდა და პასუხი კითხვაზე, შეინარჩუნებს თუ არა ქართველი ფალავანი ოძეკის ტიტულს, ხვალამდე გადაიდო. ლევან გორგაძის მეტოქე სეკივაკე ტამავასი გახლდათ. ჩვენებურს საქმეს ის უიოლებდა, რომ მეტოქეს უკვე დაბევებული ჰქონდა დადებითი ბალანსი და მისთვის ეს ბრძოლა აღარაფერს წყვეტდა. ლევანმა ძალისმიერი მიწოლით დაჯაბნა ტამავასი. ხვალ გადამწყვეტი ბრძოლაა. ამ ერთ ჯახში გაირკვევა, შეინარჩუნებს…
სალომე ფაჟავა კიევის გრან პრიზე გურზების ვარჯიშში ოქროს მედალს დაუფლა… ეს ტურნირი მხტვრულ ტანვარჯიშში მსოფლიოში ერთერთ ყველაზე პრესტიჟულად ითვლება და შესაბამისად, ჩვენიანი გოგონას წარმატებაც ერთი-ორად სასიამოვნოა. გურზებით სალომემ ურთულესი ილეთები შეასრულა და დამსახურებულად 19.700 ქულა დაიმსახურა და უახლოესი მდევარიც საკმაოდ მოიტოვა. კიევშივე, სალომემ ბაფთით ვარჯისში მოსინჯა ძალა, თუმც ბრინჯაომდე სულ ნაბიჯი დააკლდა. მასპინძელმა ვლადა ნიკოლჩენკომ…
სამშაბათ ღამით ერის ერთ ნაწილს, გამორჩევით ქალაქის რამდენიმე უბანს რომ შუქ-სინათლე მიეცა, სულ ტყუილი გამოვიდა. ის სინათლე სასიხარულოდ არ დაურჩა ხალხს, ვინაიდან შუქი იმ მიზეზით გამოშევათ ჩვენს სახლებში, რომ „აიაქსს“ მოეგო და ჩვენ მთელი ჩვენი უსინათლობა და ევროპასთან ოთხსაათიანი ჩამორჩენა დაგვიწყებოდა. აქაოდა, დიახაც, გვიჭირს, დიახაც ჩამოვრჩებით, მგარამ სიხარული მაინც ჩვენია – ლამაზი „აიაქსი“ მოსკოვის „სპარტაკს“…
გუშინ ინგლისის ნაკრებმა მშობლიურ „უემბლიზე“ ჩეხების ეროვნულ გუნდს ყური აუწია და 5:0 მოუგო. მატჩის გმირი რაჰიმ სტერლინგი გახდა – სანაკრებო ჰეთ-თრიქით და ისიც ჩეხთა დარ მეტოქესთან, ბევრი ვერ დაიკვეხნის. თუმცა, შეხვედრას სტერლინგის გარდა ერთი გმირიც ჰყავდა და სხვა ვინ უნდა ყოფილიყო, თუ არა ჰარი კეინი. პირველი ნახევრის კომპენსირებულ დროში მან პენალტი ზუსტად შეასრულა და ანგარიში…
ინდიან უელსში „თავი ისახელა“ ნიკოლოზ ბასილაშვილმა და უსახელო ინდოელთან დამარცხდა. სანაცვლოდ, მაიამის მასტერსზე ისეთი სტარტი გამოუვიდა, უკეთესს რომ ვერ ინატრებდა. მე-17 ნომრად განთესილი ჩვენებური პირველ წრეში თავისუფალი იყო, მეორეში კი მეტოქედ მსოფლიოს 75-ე ჩოგანი მიხეილ ზვერევი ერგო. ნიჭიერი ბიჭია ზვერევი, მაგრამ ეტყობა, მისი დღე არ იყო: ნიკოლოზ ბასილაშვილს ასე ერთი ამოსუნთქვით კარგა ხანია არ მოუგია….
კიდევ ერთი შესარჩევი, კიდევ ერთი იმედი… ამჯერად უფრო რიხიანად, რადგან უკან მოვიტოვეთ ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი, სრული ჰეგემონია, ოთხეულში გასვლა და ევრო 2020–ზე მოხვედრის კარგი პერსპექტივა – საქართველო, ბელარუსი, მაკედონია ან კოსოვო. თუმცა ახლა სხვა, უკვე ბევრჯერ ნაცადი შესარჩევი იწყება. ერთა ლიგიდან გასვლის გარანტია საქართველოსთვის არავის მიუცია… ან გავალთ, ან ვერა. აქედანაც მაგრად უნდა სცადონ…
შარშანვე ვწერდით, რომ პოლ პოგბამ მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრებისთვის ბრილიანტის ბეჭდები დაუკვეთა. ზოგადად, ფეხბურთში საჩემპიონო ბეჭდების ჩუქება მიღებული არ არის, მაგრამ პოლ პოგბა და ანტუან გრიზმანი ამერიკული სპორტის ფანები არიან. გრიზმანი მზად იყო, ხარჯის ნახევარი დაეფარა, მაგრამ პოგბამ იუარა – ჩემზე იყოსო. აგერ, სანაკრებო პაუზისას მათი მთავარი გუნდიც შეიკრიბა და როგორც იქნა, ბეჭდები პატრონს ჩაბარდა….
ოსაკას ბაშოს დასრულებამდე ორი დღეღა დარჩა და ნაკლები შანსია ლევან გორგაძემ ოეკის ტიტული შეინარჩუნოს. დღეს ქართველი იოკოუნა კაკურიუს შეხვდა. მარჯვენადგომიან დგომში მიძალებით მონღოლმა იმარჯვა და ჩვენიანს საქმე გაურთულა. ხვალ ტოჩინოშინის პირისპირ სეკივაკე ტამავასი დადგება. მან უკვე გაინაღდა დადებითი ბალანსი, მაგრამ ლევანს ტამავასის გარდა ზეგინდელი მეტოქის ძლევაც უსათუოდ სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ოძეკის ტიტულს დაემშვიდობება.
ცნობილი ფაქტია – სერ ალექს ფერგიუსონი „მანჩესტერში“ მუშაობის 26 წლიან კარიერაში 17-ჯერ არის გაძევებული სათადარიგოთა სკამიდან. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ, სერობამდე, ის ერთხელ მოთამაშე მწვრთნელადაც მოგვევლინა და მოედნინად მიაბრძანეს. ეს ამბავი ასე მოხდა: 1976 წელს 35 წლის შოტლანდიელი მშობლიურ „სენტ მირენს“ თავკაცობდა. იმ ზაფხულს, მოსამზადებელი ეტაპისასს კარიბის აუზში მყოფი გუნდი გაიანას ნაკრებს შეხვდა ამხანაგურად,…
„სანმა” ექსკლუზიურად შეიტყო, რომ „ჩელსიში” მაურიციო სარის შემცვლელის ერთ-ერთ ვარიანტად „ვულვერჰემპტონის” თავკაც ნუნო ესპირიტოს განიხილავენ. არის კიდევ ერთი კანდიდატი — „სტემფორდ ბრიჯის” ყოფილი ვარსკვლავი ფრენკ ლამპარდი. ამ ორი მწვრთნელის აქციებმა მას მერე აიწია, რაც რომან აბრამოვიჩის ყველაზე სასურველი კანდიდატი ზინედინ ზიდანი „რეალს” ჩაუდგა სათავეში. აბრამოვიჩი ვახსენეთ და ცნობილია, რომ რუს ოლიგარქს სარის გაშვება სეზონის ბოლომდე…
პოლ პოგბამ თქვა ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობით „რეალში” თამაში საოცნებო რამ არისო და ამით მანჩესტერში მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მსოფლიოს 26 წლის ჩემპიონის „მანჩესტერ იუნაიტედიდან” წასვლაზე სეზონის პირველ ნახევარში აქტიურად ლაპარაკობდნენ, რადგან ნახევარმცველს მაშინდელ მწვრთნელ ჟოზე მოურინიუსთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა. შემდეგ „ოლდ ტრეფორდზე” ახალი შეფი ოლე გუნარ სულშერი მივიდა და ფრანგიც თითქოს დაწყნარდა. ის ამბობს კარგი იქნება თუკი…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes