ზლატან იბრაჰიმოვიჩს ლამის ყველა დიდ კლუბში უთამაშია: „ბარსელონაში”, „ინტერში”, „მილანში”, „იუვენტუსში”, „აიაქსში”, „პარი სენ ჟერმენში”, „მანჩესტერ იუნაიტედში”… დღეს 37 წლის თავდამსხმელი აშშ-ის „ლოს ანჯელეს გალაქსიში” გამოდის.
ამ დღეებში შვედმა თავის „ინსტაგრამზე” გამოფინა რვეულის ფურცელი, რომელზეც ხელით იყო დაწერილი მსოფლიოს სიმბოლური ნაკრები. ცნობისათვის: ეს ნაკრები იბრაჰიმოვიჩის ყოფილი თანაგუნდელებისგან შედგება, ამიტომ მასზე ვთქვათ კრიშტიანუ რონალდუ არ უნდა ვეძებოთ. და ზლატანმა, რასაკვირველია, არც აქ გამოამჟღავნა ზედმეტი მოკრძალება, რადგან თავდასხმაში თავისი თავი ჩაწერა.
გთავაზობთ იბრაჰიმოვიჩის თერთმეტეულს: ჯანლუიჯი ბუფონი; ლილიან ტურამი, ტიაგო სილვა, ალესანდრო ნესტა, მაქსველი; პატრიკ ვიეირა, ჩავი, პაველ ნედვედი; ლეო მესი, რონალდინიო, ზლატან იბრაჰიმოვიჩი.
სათადარიგოები: ჟულიო სეზარი, ანდრეს ინიესტა, ფაბიო კანავარო, ჯენარო გატუზო, კლარენს ზეედორფი.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:19ბათუმი ევროპის თასზე გადაინაცვლებს
სიახლეები13/09/2026 | 23:45მამაგეიშვილმა ჩემპიონს გაუტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური13/09/2026 | 20:16დიდი კუში
სიახლეები13/09/2026 | 00:05გიორგი გაგუა – დუბლი და MVP [VIDEO]
