თვე: ნოემბერი 2018

Home 2018 ნოემბერი
საგიჟეთი არგენტინაში
ჩანაწერი

საგიჟეთი არგენტინაში

„კოპა ლიბერტადორესის” საპასუხო ფინალური მატჩის წინ „რივერ პლეიტის” ფანებმა „ბოკა ხუნიორსის” ავტობუსი დაარბიეს, რის გამოც ორი ფეხბურთელი საავადმყოფოში გახდა წასაყვანი. სტადიონზე მისულ „ბოკას” ვარსკვლავებს, მათ შორის ევროპელი გულშემატკივრისთვის კარგად ცნობილ კარლოს ტევესს გასახდელში გული ერეოდათ — ასე იმოქმედა ცრემლსადენმა გაზმა, რომლის ბალონებიც ხულიგნებმა ავტობუსის ჩამტვრეულ ფანჯრებში შეყარეს. არეულობის გამო სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციამ შეხვედრა თავიდან...

ჯობს სალაჰი ლივერპულიდან წავიდეს
ჩანაწერი

ჯობს სალაჰი ლივერპულიდან წავიდეს

გუშინ „ლივერპულმა” „უოტფორდს” სტუმრად 3:0 მოუგო. მერსისაიდელები პრემიერლიგის ცხრილში მეორე ადგილზე არიან და ლიდერ „მანჩესტერ სიტის” მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებიან, მაგრამ ჩემპიონატის დასრულებამდე ჯერ შორია, ეგვიპტის ნაკრების ახალ მწვრთნელს, 59 წლის მექსიკელ ხავიერ აგუირეს კი არ მოსწონს, რომ მისი გუნდის მთავარი ვარსკვლავი, 26 წლის მოჰამედ სალაჰი კვლავ დიდი ტიტულის გარეშე დადის. „თუ ერთ-ორ წელიწადში „ლივერპული” ისევ...

ბაიერნი გასაჭირშია
ჩანაწერი

ბაიერნი გასაჭირშია

„ბაიერნმა” ზედიზედ მესამე თამაში ვერ მოიგო. ამჯერად ბავარიელები ბუნდესლიგაში ახალაღზევებულ დიუსელდორფის „ფორტუნასთან” შინ ორი ბურთით იგებდნენ, მაგრამ ფრეზე უკეთესი ვერაფერი მოახერხეს. თავიდან 2:0 იყო, შემდეგ 3:1, საბოლოოდ კი მატჩი 3:3 დასრულდა. დიუსელდორფელთაგან სამივე გოლი 21 წლის ბელგიელმა დოდი ლუკებაკიო ნგანდოლიმ გაიტანა. შაბათის ფრის შემდეგ ბუნდესლიგის ცხრილში „ბაიერნი” 21 ქულით მე-5 ადგილზეა და ლიდერ „დორტმუნდს” 7...

ჯერ მწარე, კვლავ ტკბილი
ჩანაწერი

ჯერ მწარე, კვლავ ტკბილი

მეორე პოლინეზიურმა ნაკრებმაც ყურჩამოყრილმა დატოვა თბილისი. ნოემბრის საძაგელ ამინდში, გულისგამასიებელი წვრილი წვიმის თანხლებით საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ამჯერად ტონგა დაამარცხა და წესით, მორიგ რეიტინგ-ლისტშიც უნდა გაუსწროს. სამოასთან მიღებული საპირველტაიმო გაკვეთილი მილტონ ჰეიგმა ქართველებს, ეტყობა, წარმატებით აუხსნა და “მიხეილ მესხზე” ფეხმარდ ტონგელებს თანამოძმეებივით თავისუფლად ქრიალის საშუალება არ მიეცათ. სხვა გზა არ იყო და ჯარიმებით ფონს გასვლა...

ტოჩიმ ბეწვის ხიდზე გაიარა
ჩანაწერი

ტოჩიმ ბეწვის ხიდზე გაიარა

ქართველმა ოძეკიმ ტოჩინოშინმა კიუსიუ ბაშოს მეთოთხმეტე საშწჯიბრო დღეს დადებითი ბალანსი დაიბევა და თავიდან აიცილა იანვრის ბაშოზე ტიტულის დაცვის აუცილებლობა. ლევან გორგაძემ უკვე კლასიკად ქცეული მარცხენა ჩავლების ხარჯზე ადვილად გაიტანა დოჰიოდან სეკივაკე მიტაკუემი. ლევანის ბალანსი 8:6 გახდა და ხვალინდელ შერკინებას სიოხოძანთან (პირად შეხვედრებში 13:3) სატურნირო მნიშვნელობა დაეკარგა. ტურნირს აქამდე ერთპიროვნული ლიდერი ჰყავდა, მაგრამ ელიტის ყველაზე ახალგაზრდა...

ყველაზე დიდი სიხარული: თავისი გუნდის დამარცხება!
ჩანაწერი

ყველაზე დიდი სიხარული: თავისი გუნდის დამარცხება!

იურგენ კლოპს „ლივერპულში” მუშაობის სამი წელიწადი შეუსრულდა და New Balance Football-თან ინტერვიუში განვლილ პერიოდს გადახედა. 51 წლის გერმანელს სთხოვეს გაეხსენებინა მისი მერსისაიდზე მუშაობის საუკეთესო მომენტი. საინტერესოა, რომ მან არც კი ახსენა ჩემპიონთა ლიგის გასული გათამაშება, სადაც „წითლები” ფინალში გავიდნენ და მხოლოდ იქ დამარცხდნენ „რეალთან”. ხსენებული სამი წლის განმავლობაში 2018 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის გარდა კლოპმა 2016...

სერხიო რამოსის ორი დოპინგი
ჩანაწერი

სერხიო რამოსის ორი დოპინგი

გერმანული გამოცემა „შპიგელი” „ფუტბოლ ლიკსზე” დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, რომ „რეალის” კაპიტანმა სერხიო რამოსმა შესაძლოა ორჯერ დაარღვია ანტიდოპინგის წესები. ერთი თამაში, რომელმაც ეჭვი გამოიწვია გახლდათ ჩემპიონთა ლიგის 2017 წლის ფინალი „იუვენტუსთან” (4:1), ხოლო მეორე ესპანეთის ჩემპიონატის მატჩი „მალაგასთან” (2:1). „იუვენტუსთან” შეხვედრის შემდეგ რამოსის შარდში დექსამეტაზონი აღმოუჩენიათ. ამ ნივთიერებას ანთების საწინააღმდეგო თვისება აქვს და ის ჩვეულებრივ წამლებშია,...

ქართველის ვერცხლი რუსეთში წავიდა
ჩანაწერი

ქართველის ვერცხლი რუსეთში წავიდა

ოსაკას „დიდი სლემი“ განსაკუთრებული მოვლენაა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ძიუდოს სამშობლოში ასპარეზობა განსაკუთრებული პატივია და სხვაგვარი ლაზათი ახლავს. იმიტომაც, რომ იაპონელებმა მასპინძლის კვოტა სრულად აითვისეს და თითოეულ წონაში ოთხი ფალავანი გამოიყვანეს. შესაბამისად, ნახევარფინალამდე ისე მისვლა, რომ მასპინძელს არ გადაეყარო, თითქმის გამორიცხულია. მიდი და დაუმტკიცე, რა ბიჭიც ხარ. ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ) დღეს ტატამზე გასული საქართველოს...

ტოჩინოშინი სასწორზე
ჩანაწერი

ტოჩინოშინი სასწორზე

კიუსიუ ბაშომ ნეცამეტე საშეჯიბრო დღე მოილია, ლევან გორგაძეს 7 გამარჯვების წილ 6 მარცხი აქვს და დადებითი ბალანსის დასაბევებლად და ტიტულის უპირობოდ შესანარჩუნებლად დარჩენილი ორი ბრძოლიდან ერთი აუცილებლად უნდა მოიგოს.  დღეს ქართველმა ოძეკიმ მეექვსე მაეგაშირა ტაკანოივა დაამარცხა, თუმცა გაუმართლა კიდეც – მეტოქეს ფეხი დაუცდა. ხვალ ლევანის მეტოქე სეკივაკე მიტაკუემი იქნება, ვისთანაც რვა შეხვედრიდან ხუთი მოუგია. თუმცა,...

სულ სხვადასხვა ამბები დროზე
ჩანაწერი

სულ სხვადასხვა ამბები დროზე

მოდით, ჭრელად ვილაპარაკოთ, მითუმეტეს, რომ გვარიანი ამბები ხდებოდა ამ კვირაში და თითო-ოროლა სიტყვა ყველაფერს გადავუგდოთ. დროზე წასვლა – აი, რა არის მეტად ლამაზი. ხალხით გაძეძგილ მედისონ სკვერ გარდენში, დიდი საჩოგბურთო ტურნირისას, კორტებს გამოეთხოვა არასაჩოგბურთო გარეგნობის ჩოგბურთელი გაბრიელა საბატინი. გაბრიელა 26 წლისაა და ერთ დროს ათეულის მუდმივი წევრი იყო. ტყუილად ჩოგნის ცემას მან წასვლა არჩია და...