ბულგარეთს, საბერძნეთს, სერბეთს და რუმინეთს 2030 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის ერთობლივად მასპინძლობა სურთ.
ეს 4 ქვეყანა 2028 წელს ევროპის ჩემპიონატის ერთობლივად მასპინძლობის შესაძლებლობასაც განიხილავს.
თუკი ბალკანური ოთხეული ოფიციალურად დაადასტურებს მასპინძლობის სურვილს, მაშინ მისი კონკურენტები სამხრეთამერიკული და აფრიკული სამეულები იქნებიან. ლათინური ამერიკიდან მუნდიალის ერთობლივად მასპინძლობა ურუგვაის, არგენტინას და პარაგვაის სურთ, ჩრდილოეთ აფრიკიდან კი ალჟირს, მაროკოსა და ტუნისს. მათ გარდა 2030 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობაზე ბრიტანელებიც ფიქრობენ.
სად ჩატარდება მსოფლიოს ჩემპიონატი 2030 წელს, ფიფა 4 წლის შედეგ გადაწყვეტს.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები23/07/2026 | 15:06რევანშისთვის
მთავარი ამბავი17/07/2026 | 22:07ეგ ბეჭედი ვისია?..
სიახლეები10/07/2026 | 21:56სინერს ზვერევი დახვდა
სიახლეები08/07/2026 | 02:10ნოლე სინერზე გავიდა
