რაღაც წვიმები მოგვეძალა. გასაკვირიც არაა – შემოდგომა მოვიდა. თანაც, წვიმა ჩვენს სტადიონზე კარგად დაცდილი რამ არის, ხომ გახსოვთ, „ლივერპულიც“ წვიმაში გავაცურეთ. ეს ამბავი ზუსტად ჩვიდმეტი წლის წინათ იყო. აჰ, ნეტავ იმ დროებას – ყიფიანმა მარჯვნიდან ჩამოაწოდა, გუცაევი კი ბურთიანად შევარდა კარში. მერე ჭილაიამ გადაიარა მოედანი და კიდევ ათასი რამ. დიახ, ძალიან წვიმდა, მაგრამ საამაყო დროება...
ჩანაწერი
30/10/2018 | 11:0219/05/2026 | 05:44კატეგორიის გარეშე
ორი ნაბიჯი ფედერერამდე
ნიკოლოზ ბასილაშვილმა პარიზის მასტერსი გამარჯვებით დაიწყო. პირველ წრეში მისი მეტოქე ავსტრალიელი ჯონ მილმანი გახლდათ, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 35-ე ადგილს იკავებს. პირველ სეტში ნიკამ ერთი მოწოდება აართვა მეტოქეს და მშვიდად მივიდა 6:4-მდე. მეორე სეტი არ შედგა – მილმანმა ტრავმა მოიმიზეზა და კორტზე აღარ გავიდა. მეორე წრეში ბასილაშვილის მეტოქე სამხრეთაფრიკელი კევინ ანდერსონი იქნება. 32 წლის ვეტერანი რეიტინგის...

