ინგლისელმა ფანებმა სევილიაში მთელი ღამე ილოთეს და ისე მოიქცნენ, რომ ესპანეთის სპეცრაზმთან მოუხდათ შეტაკება. ესპანელები ინგლისელებს დღეს საღამოს, 22 საათსა და 45 წუთზე მასპინძლობენ ერთა ლიგის A ლიგის მეოთხე ჯგუფის შეხვედრაში. ამ ჯგუფში კიდევ ხორვატიაა. „ლა როხა” ჯგუფს 6 ქულით ლიდერობს. ინგლისელებსა და ხორვატებს თითო ქულა აქვთ.
ქუჩის კამერებმა მრავალგზის დააფიქსირეს, როგორ ამტვრევენ ჭკუიდან გადასული ინგლისელები მაღაზიების ვიტრინებს, ქუჩაში გაჩერებულ მანქანებს და ბევრ მოძრავ ავტომობილსაც კი არტყამენ ალყას, რაც ცხადია, მძღოლებისთვის სახიფათო იყო.
და ეს ყველაფერი მოხდა მას მერე, რაც ინგლისის პოლიციამ თავის მოგზაურ-გულშემატკივრებს სთხოვა აღარ გაიმეორონ ის, რაც ესპანეთში მათი ბოლო ვიზიტისას მოხდა.
სპეცრაზმს ჰაერში სროლაც კი დასჭირდა. ვითარება მეტისმეტად დაძაბული იყო და შესაძლოა უმართავიც გამხდარიყო. ცნობილია, რომ ინგლისიდან ესპანეთში დაახლოებით 3 ათასი გულშემატკივარი ჩავიდა. ჯერჯერობით, ცნობები დაშავებულებისა და დაჭერილების შესახებ არ გავრცელებულა.
გადაღებულია ფაქტები, როგორ ესვრიან მავანი ინგლისელები მიმავალ მანქანებს ბოთლებს. ერთმა შორტებსა და მაისურში გამოწყობილმა სტუმარმა კი ბარის სკამი სავალ ნაწილზე გაიტანა, იქ დაჯდა და მოძრაობა გადაკეტა.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური21/09/2026 | 23:04ქალების მედლის შანსი
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 19:07საინტერესო ქართული ამბავი სამარყანდში
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:04ოლიმპიადაზე ერთნაირად
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 15:10მიზანი: ჯგუფის მოგება და A ლიგა
