დღე: ივნისი 27, 2018

Home 2018 ივნისი 27 (ოთხშაბათი)
დალიე, გადადი ალავერდი…
ჩანაწერი

დალიე, გადადი ალავერდი…

უეფამ შესწორება შეიტანა საკუთარ დებულებაში: ამიერიდან ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის თამაშებზე ალკოჰოლურ სასმელებზე ხსნილია. „მატჩის ორგანიზატორს უფლება აქვს, სტადიონზე მისთვის მიკუთვნებულ მიმდებარე ტერიტორიაზე გაყიდოს ალკოჰოლური სასმელები მხოლოდ ადგილობრივი კანონმდებლობის ფარგლებში“, – ამგვარია ახალი ფორმულირება, რომელიც მატჩების ორგანიზატორებსაც და უეფასაც ბევრმილიონიან მოგებას უქადის, თუმცა უცნობია, ტრიბუნაზე რა მხრით შემოტრიალდება ეს ალკოჰოლური დეკრიმინალიზაცია. საქართველოს კანონმდებლობით კი...

სწრაფზე სწრაფი იაპონელი
ჩანაწერი

სწრაფზე სწრაფი იაპონელი

გახურდა დიდი საჭადრაკო ტურნე (Grand Chess Tour) – საჭადრაკო სუპერტურირთა სუპერსერია, თავის შემადგენლობით მსოფლიო ჩემპიონატსაც რომ ფორას მისცემს. წელს ტურნე ხუთეტაპიანია: “თქვენი სვლაა” (Your next move) ბელგიურ ლოივენში, 12-16 ივნისს, ფილიპინო-ამერიკელმა უესლი სომ მოიგო, ხოლო პარიზში ტურნეს მეორე ეტაპზე (Paris GTC), ასევე ამერიკელმა, ოღონდ იაპონელმა ჰიკარუ ნაკამურამ იხეირა. შეჯიბრში პლანეტის 10 ბობოლა დიდოსტატი მონაწილეობდა, რომელთაც...

საფეხბურთო კალკულატორი
ჩანაწერი

საფეხბურთო კალკულატორი

სწორედ ამგვარი რამ დადო საკუთარ საიტზე ესპანურმა „მარკამ“. შეგყავთ ნებისმიერი ჯგუფის დარჩენილი ორი შეხვედრის ნებისმიერი სავარაუდო შედეგი და კალკულატორი გთაზობთ ცხრილს, რომელიც ამ შედეგების პირობებში მიიღება. თუმცა, არის ნიუანსები, რომელსაც ვერც ერთი კალკულატორი ვერ გათვლის – ფიფას ფეარ ფლეის საჯარიმო ქულები, რომელიც საქმეში ჩაერთვება, თუკი ორ ან მეტ გუნდს ყველა სხვა მონაცემი თანაბარი აღმოაჩნდებათ. კიდევ...

ვისი ვალი აქვს ტონი კროოსს?
ჩანაწერი

ვისი ვალი აქვს ტონი კროოსს?

შვედეთთან გატანილი გოლის გამო ტონი კროოსს მავანი ინგლისელის,  ლი რობინსონის  5250  გირვანქა ვალი დაედო. რობინსონს 5 გირვანქაში 1050 კუშიანი ბილეთი დაუწერია: მექსიკა – სამხრეთ კორეა 2:1, ბელგია – ტუნისი: ლუკაკუს დუბლი და გერმანია – შვედეთი: კროოსი გაიტანს საჯარიმოს გარედან. იმ წუთისთვის, როცა შვედების კარში ჯარიმა დაინიშნა, ლუკაკუს უკვე დუბლი ჰქონდა, მექსიკამ მოიგო 2:1 და საჯარიმოს...

მესის მესამეობა შეეყარა
ჩანაწერი

მესის მესამეობა შეეყარა

ისლანდიასთან მატჩის შემდეგ ვწერდით, რომ ლეო მესი მესამე არგენტინელი შეიქნა, ვინაც მსოფლიო ჩემპიონატზე პენალტი გააცუდაო. წუხელ ლეომ ნიგერიას გაუტანა და ასევე მესამე არგენტინელი შეიქნა მარადონასა და ბატისტუტას შემდეგ, ვისაც სამ მსოფლიო ჩემპიონატზე გაუტანია. მესი პირველია, ვისაც საკუთარი ასაკის სამ სხვადასხვა ათწლეულში მსოფლიო ჩემპიონატზე გაუტანია: 2006 წელს  – 19 წლის იყო, 2014 წელს – 28 წლის,...

ბელგიას უნდა მოვუგოთ
ჩანაწერი

ბელგიას უნდა მოვუგოთ

ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა თქვა, რომ მის გუნდს ამჯერად მხოლოდ ერთი მიზანი აქვს — ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში ბელგიას მოუგოს. ეს საკითხი იმიტომ წამოიჭრა, რომ G ჯგუფის ორივე ლიდერს 6 ქულა აქვს და გაჩნდა მოსაზრება, რომ ბოლო შეხვედრაში განზრახ წაგება, მეორე ადგილზე გასვლა და მსოფლიოს ჩემპიონატის ბადის შედარებით სუსტ მხარეს მოხვედრა უფრო ჭკვიანური საქციელი...

დიეგო საავადმყოფოში წაიყვანეს
ჩანაწერი

დიეგო საავადმყოფოში წაიყვანეს

რუსეთში ეტყობა იღება… ან, შეიძლება არგენტინიდან ჩაიტანა. ასე იყო თუ ისე, გუშინ ტელეეკრანიდან მთელმა მსოფლიომ ნახა რა დღეში იყო საგანგებო ლოჟაში მჯდომი დიეგო მარადონა: ხან ღმერთს ელაპარაკებოდა, ხან ეძინა და ბოლოს არგენტინელთა გამარჯვების გოლს გიჟივით ზეიმობდა, შემდეგ კი ცუდად გამხდარა. გარშემო მყოფთ შეშინებიათ გულის შეტევა არ იყოსო და პეტერბურგის სტადიონზე მობილიზებული სასწრაფო უხმიათ. სასწრაფოს დაუდგენია,...