თვე: აპრილი 2018

Home 2018 აპრილი
როცა ფული ჯიბეს გიმძიმებს
ჩანაწერი

როცა ფული ჯიბეს გიმძიმებს

ამ ცნობაში ყველაზე საინტერესო ალბათ მაინც ის არის, რომ „მანჩესტერ სიტიში” მცველს, რომელსაც თავის პოზიციაზე მეოთხე კაცად მიიჩნევენ კვირაში 100 ათასი გირვანქა აქვს ხელფასი. საუბარია ჯონ სტოუნზზე, რომელსაც პეპ გვარდიოლა ამ ზაფხულზე გაყიდვას უპირებს. სტოუნზი 28 მაისს 24 წლის ხდება; „სიტიში” 2016 წლიდან თამაშობს. მას მერე, რაც ზამთარში „ქალაქელებმა” ფრანგი ემერიკ ლაპორტი შეიძინეს, დაცვის ცენტრში...

მადლობა ნაპოლის, ფეხბურთი ცოცხალია!
ჩანაწერი

მადლობა ნაპოლის, ფეხბურთი ცოცხალია!

არის მატჩები, რომელთა კომენტირება მხოლოდ გარკვეული დროის გასვლის შემდეგაა უპრიანი. ტურინის „ალიანც სტედიუმზე“ გუშინ ერთი ასეთ მატჩთაგანი შედგა. „იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ დაპირისპირებას შესაფერისი პრელუდიაც ჰქონდა. სტადიონისკენ მიმავალ „ნაპოლის“ ავტობუსს „იუვეს“ ფანები შემოეხვნენ და მიალანძღეს, პასუხად კი სტუმართა დამრიგებლის, მაურიციო სარის ზეაღმართული შუათითი მიიღეს. „ჩვენს ავტობუსს აფურთხებდნენ იმის გამო რომ ნეაპოლელები ვართ. ჩემი პასუხი მოხულიგნო ჯგუფს...

ვენგერი ახალ გუნდში გადავა
ჩანაწერი

ვენგერი ახალ გუნდში გადავა

ინგლისურ პრესაში აქა-იქ იწერებოდა, რომ არსენ ვენგერის „არსენალის” მწვრთნელობიდან გადადგომის ნამდვილი მიზეზი „მეთოფეთა” ბანაკში იყო საძიებელი. და აი, ლონდონელთა ლეგენდამ ცოტათი აჰხადა საიდუმლოს ფარდა — 68 წლის ფრანგმა 22 წლიანი ეპოქის დასასრულის ერთ-ერთ მიზეზად გულშემატკივრები დაასახელა. მათ შორის განხეთქილება იყო, ჩემი მომავლის გამო გაუთავებლად დაობდნენო. ვენგერმა თქვა: „ამ კლუბს მთელს მსოფლიოში გაცილებით მეტ პატივს სცემენ,...

სალაჰი, ინგლისის საუკეთესო!
ჩანაწერი

სალაჰი, ინგლისის საუკეთესო!

მოჰამედ სალაჰის ბრწყინვალე თამაში დაფასდა — ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ ეგვიპტელი წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა. 25 წლის თავდამსხმელი მეშვიდე ლივერპულელია, რომელიც კოლეგებმა საუკეთესოდ ცნეს. სალაჰამდე ეს პატივი 2014 წელს ლუის სუარესს ხვდა, რომელიც ახლა „ბარსელონაში” გამოდის.  გამოკითხვაში სალაჰმა „მანჩესტერ სიტის” ბელგიელი ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი ჩამოიტოვა. წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდო დე ბრუინის თანაგუნდელმა 22...

არაკოლეგიალური თავური
ჩანაწერი

არაკოლეგიალური თავური

ეროვნული ჩემპიონატის მორიგმა ტურმა ლიდერებს ძვრა ვერ უყო. პირველადგილოსანმა “საბურთალომ” ცენტრალურ დაპირისპირებად მიჩნეულ შეხვედრაში ქუთაისის “ტორპედოს” არცთუ მთლად უპრობლემოდ, მაგრამ ისე კი მოუგო, რომ თითო ტაიმში გატანილი თითო გოლით არც შანსი მიუცია. ლიდერთან სხვაობა შეინარჩუნა “დინამომ”, რომელმაც ბოლნისელი მიქაბერიძის ზუსტ გასროლას რუხაიას და ნინუას გოლებით უპასუხა. მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა “ჩიხურამ”, რომელიც “სამტრედიასთან” დერბიში ფავორიტად კი...

შამპანურივით ჰოკეი
ჩანაწერი

შამპანურივით ჰოკეი

ბოლოსწინა ტურში სამხრეთ აფრიკელთაგან განცდილი – რამდენადაც მოულოდნელი, იმდენადვე დასანანი – მარცხის შემდეგ მეორე დივიზიონში აღზევებასთან დაკავშირებით წამოჭრილ ყველა კითხვას ქართველმა ჰოკეისტებმა დამაჯერებელი პასუხები ტაივანთან გადამწყვეტი მატჩის პირველსავე მესამედში გასცეს, როცა მეტოქის ერთი შაიბის წილ ერთბაშად ხუთი გოლი გაიტანეს. ქართველთა მთავარმექულე ალექსანდრ ჟუჟუნაშვილმა, რომლის ანგარიშზეც ამ მატჩამდე 6 გოლი და 8 საგოლე პასი იყო, მეტოქის...

პრივატ-დოცენტი
ჩანაწერი

პრივატ-დოცენტი

ეს კაცი ჰგავს სორბონელ ფილოლოგიის პროფესორს, რომელსაც ცოლი გაექცა. ეს კაცი ჰგავს 60-იანი წლების ინტელექტუალს, ოდესღაც პარიზელ სტუდენტებს რომ უჭერდა მხარს. აბა, ეს კაცი მწვრთნელს ჰგავს? მწვრთნელს ჰგვანან: ტრაპატონი, კაპელო, იგლესიასი, პარეირა, ვენეიბლზი, რეჰაგელი და სხვები. ჰგვანან და არიან კიდეც. ნახეთ, რა ჯანიანი და ზორბა კაცები ჩამოთვალე? არსენ ვენგერი კი, ამათ კომპანიაში მართლა არ ჰგავს...

ფანტაზია 64 უჯრაზე…
ჩანაწერი

ფანტაზია 64 უჯრაზე…

ჭადრაკი, როგორც დიდი კომბინატორი იტყოდა, ესაა Quasi Una Fantasia, შენ კი, “სარბიელის” მკითხველო, ბრძენთა თამაშის ექსპერტად გიგულებთ! თუ ასეა, ჩაერთე “სარბიელის” მორიგ ვიქტორინაში… [interaction id=”5adc246d97146ff5c03a2c68″]

ბარსელონამ თასი მოიგო, ინიესტას მადრიდი ფეხზე წამოუდგა
ჩანაწერი

ბარსელონამ თასი მოიგო, ინიესტას მადრიდი ფეხზე წამოუდგა

„ბარსელონამ” ესპანეთის სამეფო თასი მოიგო. „კატალონიის სიამაყემ” ფინალში 5:0 დაამარცხა „სევილია” — გუნდი, რომელიც მის მსგავსად სულ ახლახანს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გამოდიოდა. სევილიელებს „ბარსასთან” შანსი არ ჰქონდათ. „ბლაუგრანას” უპირატესობა მეტისმეტად დიდი იყო. პირველ ტაიმში გოლები გაიტანეს ლუის სუარესმა (13,40 წთ) და ლეო მესიმ (31-ე წთ); შესვენების შემდეგ მეტოქის რბევა დიდებულმა ანდრეს ინიესტამ (52-ე წთ) და...

ვენგერის პირადი ცხოვრების შესახებ
ჩანაწერი

ვენგერის პირადი ცხოვრების შესახებ

არსენ ვენგერი საფეხბურთო სამყაროში ყოველთვის ცნობილი კაცი იყო, მაგრამ დღეს, როდესაც მან საჯაროდ გამოაცხადა, რომ 22 წლიანი ერთგულების შემდეგ „არსენალიდან” მიდის, მსოფლიო მას-მედიას ნამდვილი სიგიჟე მოეძალა — პუბლიკაციების აბსოლუტური უმრავლესობა 68 წლის ფრანგს ეძღვნება. რას აღარ წერენ, გარდა ერთისა — მის პირად ცხოვრებას არავინ ეხება. ვენგერი მთელი ამ 22 წლის განმავლობაში რაღაც მანქანებით ახერებდა თავისი...