ამბობენ, რომ ანდრეს ინიესტა მაინც შეიტყუეს ჩინეთში. ესპანურ პრესაში აქა-იქ გაჩნდა ცნობები, თითქოს „ბარსელონას” ვეტერანს „ტიანჯინ ქუანჯიანის” პატრონებმა უზარმაზარი ხელფასის გარდა მაცდური ბიზნეს წინადადებაც შესთავაზეს.
აქამდე ცნობილი იყო, რომ ჩინური კლუბი 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონს წელიწადში 35 მილიონ ევროს ჰპირდებოდა, მაგრამ ფეხბურთელი მაინც ყოყმანობდა. ახალი წინადადება კი ასეთია: კლუბი ვეტერანს 35 მილიონ ევროსა და მისი ნაწარმოები ღვინის 2 მილიონი ბოთლის ყიდვას სთავაზობს. მოგეხსენებათ, ინიესტა ლა მანჩელია და მეღვინეობას მისდევს. მის ბრენდს Bodega Iniesta ჰქვია.
ნუთუ ასეთი წინადადების უარყოფა შეიძლება? ალბათ, არა. საცდური ერთადერთია: ანდრეს ინიესტას ყოფილ მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას მისი „მანჩესტერ სიტიში” გადაყვანა უნდა.
როგორც ჩანს, ასე მოხდება თუ ისე, სეზონის დამთავრების შემდეგ კაპიტანი „ბარსელონას” დატოვებს.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
მთავარი ამბავი05/06/2026 | 22:20საქართველომ ვარჯიში მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 16:09ფსიქიატრი გვარდიოლაზე…
მთავარი ამბავი28/05/2026 | 22:04დიდი სენსაცია პარიზში
