„ტოტენჰემ ჰოთსპურს” მერვედფინალში გასვლაში „აუტჩიკი” დაეხმარა. „დეზების” ახალმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ სწრაფად მოაზროვნე ყმაწვილკაცს ხელი ხელს დაუკრა და გადაეხვია. ბიჭმა ჰარი კეინის პირველი (ანუ „ტოტენჰემის” მეორე) გოლის წინ მყისიერად შეაფასა მდგომარეობა და ჩრდილო ლონდონელებს „ოლიმპიაკოსთან” შეტევის ტემპი არ დააკარგინა. მიმტანი ხაზს მიღმა გადავარდნილ ბურთს ელვის სისწრაფით მივარდა, რათა ის სერჟ ორიესთვის მიეწოდებინა. ორიემ „აუტჩიკის” ტემპი...
ჭდე: ჰარი კეინი
ოლე, გამოსძალე კლუბს ფული!
„მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ვარსკვლავმა გარი ნევილმა თქვა, მანკუნიანელთა მწვრთნელი ოლე გუნარ სულშერი იანვარში თავკერძა თუ არ გახდა, კლუბმა მის მაგივრად შეიძლება მაურისიო პოჩეტინო აიყვანოსო. ნევილმა „იუნაიტედის” თავდამსხმელთა ტრიოც აკრიტიკა, სტუმრად „შეფილდ იუნაიტედთან” შეხვედრაში (3:3) უკბილოდ თამაშობდნენო. გადაცემაში Monday Night Football ნევილმა თქვა: „სულშერმა იანვარში კლუბს ფული უნდა გამოართვას, სატრანსფერო ბაზარზე გავიდეს და მაქსიმალურად დახარჯოს. ეს მან თავისთვის,...
მოურინიუს დაპირდნენ!
გაირკვა, რომ ჟოზე მოურინიუს დენიელ ლევისთვის მწვრთნელობაზე თანხმობა მხოლოდ მას მერე უთქვამს, რაც „ტოტენჰემის” თავმჯდომარე დაჰპირებია, რომ ჰარი კეინს სულ მცირე 2021 წლის იანვრამდე არ გაყიდის. ის ამბავი, რომ მოურინიუს მის წინამორბედ მაურისიო პოჩეტინოზე ორჯერ მეტი ხელფასი დაუნიშნეს, გუშინ მოგახსენეთ, ხოლო ის, რომ არგენტინელის სამსახურიდან გაშვება სატრანსფერო ფულთან დაკავშირებით მისმა უკმაყოფილებამ დააჩქარა, იმთავითვე ცნობილი ფაქტია. პოჩეტინოს...
ევროპის ჩემპიონატი მსოფლიოსაზე არანაკლებია
გარეთ საუთგეიტის ხელში ინგლისმა ევრო 2020-ის შესარჩევი შეჯიბრება კოსოვოში 4:0 გამარჯვებით დააგვირგვინა და ფინალური ეტაპის კენჭისყრის წინ, განთესილთა შორის უმაღლესი პოზიცია დაიკავა. ამავე შეხვედრის 79-ე წუთზე ტოტენჰემელი ჰარი კეინი გახდა ინგლისის ნაკრების ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც შესარჩევი შეჯიბრების ყველა შეხვედრაში გოლი შეაგდო. ზოგან ერთი და ზოგან მეტი — სულ 12. კინის გარდა კოსოვოელების კარში გაიტანეს ჰარი...
კვაზი სეხნია
ადრე ათიანი, თავიუფალი მხატვარი, ყველა გუნდს ჰყავდა, თუმცა დრომ მოიტანა და ესთეტიკა რაციონალიზმმა დაჩაგრა – დღეს ეს პოზიცია თანამედროვე ფეხბურთიდან თითქმის გაქრა. ტექნიკურად სრულყოფილმა ფეხბურთელებმა მოედნის ცენტრში დაიკავეს ადგილი. ხავიმ და ინიესტამ მთელ სამყაროს დაუმტკიცეს, რომ მოქნილობას შეუძლია ველური და მხოლოდ ფიზიკურ ძალაზე დამყარებული ფეხბურთი დაამარცხოს. ესპანეთმა და „ბარსელონამ“ ერთ დროს სცადეს მთელი მსოფლიოსთვის ეკარნახათ, რომ...
უცნობები პარკინგიდან
„ისინი ისე თამაშობდნენ, გეგონება თამაშის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე პაბის ავტოსადგომზე გაიცნეს ერთმანეთი, — წერს „სანი” ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებზე, — ისინი ჰგავდნენ უცხო ადამიანებს, გამოუცდელ ხალხს, რომლებსაც ხელი დაავლეს და ევრო 2020-ის შესარჩევში სათამაშოდ შეყარეს”. შესარჩევ შეჯიბრებებში 43 თამაშიანი, ათწლიანი (ასე უფრო ხმამაღლა ჟღერს) დაუმარცხებელი, ამაყი სერია ჩეხეთთან შეხვედრის დამთავრებამდე 5 წუთით ადრე შეცვლაზე შესულმა...
კეინი მყვინთავია?
ჰარი კეინმა, მყვინთავი არ ვარო. მყვინთავს ინგლისში სიმულიანტს ეძახიან, მსაჯის მოსატყუებლად საჯარიმოში რომ წაიქცევა მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგეს წესი არ დაურღვევია. ლაპარაკია „არსენალსა” და „ტოტენჰემ ჰოთსპურს” შორის გამართულ ჩრდილოლონდონურ დერბიზე, რომელიც 2:2 დამთავრდა. ამ შეხვედრის 85-ე წუთზე იყო ეპიზოდი, როდესაც არსენალელი სოკრატისმა კეინი თითქოს წააქცია, მაგრამ პენალტი არ დაინიშნა. ინგლისელ მიმომხილველთა უმეტესობამ „სფურზისა” და ნაკრების ფორვარდს...
უფანტაზიო მამლები
„ტოტენჰემ ჰოთსპურმა” შინ წააგო „ნიუკასლ იუნაიტედთან” 0:1. წარსულში ცნობილ თავდამსხმელს, დღეს კი საფეხბურთო ექსპერტს ალან შირერს მიაჩნია, რომ ინტენსიობისა და ფანტაზიის ნაკლებობა მაურისიო პოჩეტინოს გუნდისთვის უკვე სახიფათო ზღვარს მიუახლოვდა. „ასტონ ვილასთან” 0:1-ის შემოტრიალება (3:1) და შემდეგ „მანჩესტერ სიტისთან” ფრედ (2:2) თამაში ბედის წყალობა იყოო, ამბობს შირერი. „ყველაფერი კი იმის ბრალია, რომ ლონდონელები საგოლე მომენტებს ვეღარ...
ტოტენჰემში ვითარება აირია
მას მერე, რაც „ტოტენჰემ ჰოთსპურის” თავმჯდომარემ დენიელ ლევიმ გუნდის მთავარ ვარსკვლავს ჰარი კეინს „დეზების” ისტორიაში არგაგონილი კონტრაქტი გაუფორმა და კვირაში 200 ათას გირვანქას უხდის, გუნდში მდგომარეობა აიმღვრა. კრისტიან ერიკსენმა, ტობი ალდერვეირელდმა და დენი როუზმა ხელფასების მომატება მოითხოვეს. ამ ფეხბურთელებს უნდათ, რომ მათი ჯამაგირი კეინის ხელფასთან მეტ-ნაკლებ შესაბამისობაში მოდიოდეს. ლევიმ კეინს ახალი ხელშეკრულება ივნისში გაუფორმა, რითაც თავდამსხმელს...
ჰარი კეინს დასცინიან
„სტოკის” კარში გატანილი გოლი, რომელიც აქამდე კრისტიან ერიკსენს ეთვლებოდა, დანიელს ჩამოართვეს და ჰარი კეინს მიაწერეს. ამან, პრემიერლიგის ფეხბურთელთა შორის დიდი ქირქილი და ინტერნეტ ლაღობა გამოიწვია. ეს ყველაფერი კი იმიტომ მოხდა, რომ კეინმა გაასაჩივრა, ბურთი კარში შევარდნამდე მხარზე შემეხოო. ამრიგად, ბომბარდირთა შეჯიბრებაში ლონდონელმა ერთი გოლი მიიმატა და ლივერპულელ მო სალაჰს ახლა ოთხითღა ჩამორჩება. სალაჰს 29 აქვს...









