მიუნხენის „ბაიერნის“ ვარსკვლავურმა ახალწვეულმა, ჰარი კეინმა, გერმანულ გრანდში გადასვლის თაობაზე ისაუბრა „მთელი ცხოვრება ინგლისში, პრემიერლიგაში გავატარე. ახლა ახალი გამოწვევის ჯერია. ბუნდესლიგაში რამდენიმე შესანიშნავი გუნდია. „ბაიერნისგან“ ყველა ჩემპიონობას ელის, მაგრამ მეტოქეებიც უმჯობესდებიან, თუნდაც „ლაიფციგთან“ თამაში გავიხსენოთ (გასულ შაბათს „ლაიფციგმა“ გერმანიის სუპერთასის მატჩში „ბაიერნს“ 3:0 მოუგო). გადასვლის გადაწყვეტილება რთული იყო. 19 წელი გავატარე „ტოტენჰემში“, ეს კლუბი ჩემი...
ჭდე: ჰარი კეინი
Harry end!
მინხენის „ბაიერნმა“ ჰარი კეინი ოფიციალურად წარადგინა – ინგლისის ნაკრების კაპიტნის ტრანსფერის ხანგრძლივი პროცესი 11 აგვისტოს ფეხბურთლთან ოთხწლიანი კონტრაქტის (2027 წლის 30 ივნისამდე) გაფორმებით დასრულდა. ჰარი კეინი ბაიერნში 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, მისი დებიუტი, სავარაუდოდ, 12 აგვისტოსვე, გერმანიის სუპერთასზე „ლაიპციგთნ“ მატჩში შედგება. ჰერბერტ ჰაინერი („ბაიერნის“ პრეზიდენტი): კეთილი იყოს შენი მობრძანება მიუნხენში ჰარი! მოხარული ვართ, რომ ეს ხანგრძლივი...
ჰარი მიდის ბაიერნში
ინგლისის ნაკრებისა და „ტოტენჰემის“ თავდამსხმელმა ჰარი კეინმა გადაწყვეტილება მიიღო და ის კარიერას მიუნხენის „ბაიერნში“ გააგრძელებს. 30 წლის ბომბარდირსი გერმანულ გრანდთან 4-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს, კეინი, სავარაუდოდ, 11 აგვისტოს მიუნხხენში ჩაფრინდება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და მიუნხენში მას ოფიციალურად წარადგენენ. არ არის გამორიცხული, თავდამსხმელი 12 აგვისტოს, გერმანიის სუპერთსის მატჩში „ბაიერნსა“ და „ლაიპციგს“ შორის ის მიუნხენელთა განაცხადში იყოს…
დარჩა კეინის თანხმობა…
ჰარი კეინის „ბაიერნში“ გადასვლის სატრანსფერო საგა, როგორც ჩანს, დასასრულისკენ მიდის. „ბაიერნი“ და „ტოტენჰემი“ ტრანსფერზე შეთანხმდნენ. ბუნდესლიგის ჩემპიონი კეინის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს გადაიხდის. ახლა საბოლოო სიტყვა თავად 30 წლის ინგლისელმა ფეხბურთელმა უნდა თქვას – დარჩება „ტოტენჰემში“ თუ კარიერას „ბაიერნში“ გააგრძელებს. გავრცელებული ინფორმაციით, კეინს სურდა, ყველაფერი პრემიერლიგის ახალი სეზონის დაწყებამდე გარკვეულიყო. ინგლისის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩი...
არც 80 მილიონად…
ინგლისური „ტოტენჰემი“ არ აპირებს „ბაიერნის“ 80 მილიონევროიანი შეთავაზების მიღებას ჰარი კეინის ტრანსფერისთვის. წყაროს ცნობით, დეკლარირებული თანხა არ იქნება საკმარისი ტრანზაქციის დასასრულებლად. აღნიშნულია, რომ „ბაიერნი“ ისევ სერიოზულ ინტერესს იჩენს „სფურზის“ ინგლისელი თავდამსხმელის მიმართ და კვლავ იმედოვნებს, რომ პროგრესს მიაღწევს „ტოტენჰემთან“ მოლაპარაკებებში. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინგლისელებმა ბაიერნს კეინში შეთავაზებულ 70 მილიონ ევროზეც უთხრეს უარი. კეინი „ტოტენჰემის“...
იტალიელი ბებიის გოლი ინგლისის ნაკრების კარში
იტალიის ნაკრებმა ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლი ინგლისთან 1:2 წაგებით დაიწყო. ნეაპოლში „დიეგო მარადონაზე” გამართული შეხვედრის პირველ ტაიმში სტუმრებმა დეკლან რაისმა და ჰარი კეინმა ინგლისი დააწინაურეს 2:0. კეინმა პენალტი გაიტანა. თერთმეტმეტრიანი VAR-ის მითითებით დაინიშნა. „ნაპოლის” კაპიტანს ჯოვანი დი ლორენცოს საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვედრია. მეორე ტაიმის მე-11 წუთზე მატეო რეტეგიმ ლორენცო პელეგრინის პასით სხვაობა შეამცირა, მაგრამ ამან...
კარაგერი: კეინი ისტორიაში დარჩება
„ლივერპულის“ ყოფილმა ნახევარმცველმა ჯეიმი კარაგერმა „ტოტენჰემის“ თავდამსხმელი ჰარი კეინი შეაქო. „როცა ინგლისის პრემიერლიგის დიდ ფეხბურთელებზე ფიქრობთ, კეინი ნამდვილად მათში ერთ-ერთი გამრჩეულია. ჰარი ისტორიაში დარჩება, როგორც „ტოტენჰემის“ საუკეთესო ფეხბურთელი“, – ციტირებს კარაგერის სიტყვებს Sky Sports. 29 წლის კეინმა პრემიერ ლიგის 21-ე ტურის მატჩში „ფულემთან“ გაიტანა და კლუბის მთავარმეგოლეს, ჯიმი გრივზს (266) გაუთანაბრდა. შემდეგი ბურთი კეინს „დეზების“...
ჰარი კეინი და მანჩესტერ იუნაიტედი
ინგლისში ვარაუდობენ, რომ ჰარი კეინი და „მანჩესტერ იუნაიტედი” ერთმანეთს ძალიან მოუხდებიან. არც ის არის საიდუმლო, რომ „იუნაიტედი” ზაფხულს ელოდება, რათა „ტოტენჰემს” კეინზე ვაჭრობა დაუწყოს. თავად თავდამსხმელისთვისაც დრო არის ისეთ კლუბში გადავიდეს, რომელშიც ტიტულებს მოიპოვებს, თორემ უკვე 29 წლისაა და შეიძლება კარიერა „მშრალად” ჩაამთავროს. „დეილი მეილი” წერს, რომ ეს ამბავი ძალიან ჰგავს ტედი შერინგემის ისტორიას, როდესაც...
ვან დეიკი ფერად სამკლავურს მაინც გაიკეთებს
„ლივერპულისა“ და ნიდერლანდების ნაკრების მცველი, ვირჯილ ვან დაიკი, ამბობს, რომ ფიფას აკრძალვის მიუხედავად, მაინც გაიკეთებს ლგბტ თემის მხარდასაჭერ სამკლავურს (OneLove). „ხვალ მინდირზე OneLove სამკლავურით გავალ. არაფერი შეცვლილა ჩვენი ამ თემისადმი დამოკიდებულების მხრივ. თუ ყვითელ ბარათს მივიღებ, მაშინ გუნდში საკითხის განხილვა მოგვიწევს, რადგან არ მიყვარს ტურნირის გაფრთხილებით დაწყება“. შეგახსენებთ, რომ ფიფამ, ამას წინათ ინგლისელთა კაპიტანს, ჰარი...
კეინმა აურია
ინგლისის ნაკრების კაპიტანმა ჰარი კეინმა იტალიის ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფავორიტად დაასახელა. „ტოტენჰემის“ ვარსკვლავს დაავიწყდა, რომ „სკუარდა აძურა“ მონდიალზე ვერ მოხვდა, შესარჩევი ფლეი-ოფი წააგო ჩრდილოეთ მაკედონიასთან. „2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სამი ფავორიტი? არის რამდენიმე ძლიერი ევროპული ნაკრები: ჩვენ (ინგლისი), გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია. ასევე არიან ბრაზილია და არგენტინა“, – ციტირებს კეინის სიტყვებს SportsCenter. შეგახსენებთ,...









