ჭდე: ჰარი კეინი

Home ჰარი კეინი
ტუხელი ხალხს დაასვენებს
ჩანაწერი

ტუხელი ხალხს დაასვენებს

ინგლისის ნაკრების გერმანელმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა გულშემატკივარს სიმშვიდისკენ მოუწოდა. შაბათს L ჯგუფის ბოლო შეხვედრაში პანამის წინააღმდეგ, რომელიც ნიუ ჯერსიში, „მეტლაიფ სტედიუმზე“ უნდა გაიმართოს, ის შემადგენლობის გადახალისებას აპირებს. ტუხელი: „ზოგი ფეხბურთელი დაიღალა, ამიტომაც როტაციას არ მოვერიდები“. პირველი, ვის დასვენებაზეც ყველაზე მეტს ლაპარაკობენ არის არსენალელი დეკლან რაისი. მას ბარძაყის კუნთი აწუხებს. სამშაბათს განასთან 0:0-ის შემდეგ მან მოედანი...

ტუხელმა ფეხბურთელებს დაუღრინა, ინგლისმა მოიგო!
ჩანაწერი

ტუხელმა ფეხბურთელებს დაუღრინა, ინგლისმა მოიგო!

ინგლისმა ხორვატიას 4:2 მოუგო. ეს იყო მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი და ხარისხიანი შეხვედრა, რომელშიც… „სანმა“ მწვრთნელის თომას ტუხელისა და მეკარე ჯორდან პიკფორდის წაკამათებას მიაქცია ყურადღება. ეს მოხდა, პირველი ტაიმის მე-17 წუთზე, როდესაც ინგლისელები ხორვატებს ჯერ 1:0-ს უგებდნენ. მოედნის კიდესთან მომუშავე „ფოქსის“ კორესპონდენტმა ჯეფ შრივერსმა შეამჩნია, რომ ინგლისელთა გერმანელი თავკაცი გაბრაზდა, როდესაც გოლკიპერმა ბურთი...

პენალტი არ იყო! – ამბობს ინგლისელი ჟურნალისტი
ჩანაწერი

პენალტი არ იყო! – ამბობს ინგლისელი ჟურნალისტი

პენალტი, რომლითაც ჰარი კეინმა ანგარიში გაათანაბრა, სკანდალურად ცნობილმა მსაჯმა ფელიქს ცვაიერმა ინგლისის ნაკრებს აჩუქაო, წერს „სანის” მესვეტე მარკ ჰელსი. ლაპარაკია ევრო 2024-ის ნახევარფინალში დანიშნულ თერთმეტმეტრიანზე. ამ შეხვედრაში ინგლისმა ნიდერლანდებს 2:1 მოუგო. ანგარიში მე-7 წუთზე ჰოლანდიელმა ჩავი სიმონსმა გახსნა. მე-18 წუთზე კეინმა ზემოთ ნახსენები პენალტით გაათანაბრა, ხოლო შეხვედრის ბოლოს, 90+1 წუთზე, „ასტონ ვილას” თავდამსხმელმა ოლი უოტკინსმა,...

თავის კაპიტანს თავგზას უბნევდა
ჩანაწერი

თავის კაპიტანს თავგზას უბნევდა

ჯუდ ბელინგემმა „ბაიერნისა” და „რეალის” შეხვედრის დროს ჰარი კეინის დაბნევა სცადა. მოგეხსენებათ, კეინი და ბელინგემი ინგლისელები არიან, მალე ისინი ერთად გაემგზავრებიან გერმანიაში ევრო 2024-ზე, თუმცა მანამდე მათი გზები ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გადაიკვეთა. „ალიანც არენაზე” „ბაიერნმა” და „რეალმა” 2:2 ითამაშეს. კეინმა მიუნხენელთა მეორე გოლი შეაგდო, პენალტით და ქვემოთ სწორედ ამ ეპიზოდზეა ლაპარაკი. როდესაც მსაჯმა კლემან ტურპენმა...

ჰარი კეინის შვილები გადარჩნენ
ჩანაწერი

ჰარი კეინის შვილები გადარჩნენ

ჰარი კეინის სამი შვილი საავადმყოფოში გააქანეს — გერმანიაში მომხდარი ავარია, რომელშიც სამი ავტომობილი მოყვა, ინგლისელი თავდამსხმელის ოჯახსაც შეეხო. იმ დღეს კეინი და მისი გუნდი „ბაიერნი” ლონდონში ჩაფრინდნენ, სადაც მეორე დღეს „არსენალთან” 2:2 ითამაშეს. ამ შეხვედრაში 30 წლის კეინმა გოლი გაიტანა. რაც შეეხება ავარიას, როგორც „ბილდი” იუწყება, ის „რენოს” 20 წლის მძღოლმა გამოიწვია, რომელიც გზიდან მარცხნივ...

კეინი სტერლინგს გაუტოლდა
ჩანაწერი

კეინი სტერლინგს გაუტოლდა

მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელმა ჰარი კეინმა ჩემპიონთა ლიგაში 27 გოლი გაიტანა. „ლაციოსთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში (3:0) გატანილი ორი გოლი შესაბამისად, 26-ე და 27-ე გამოდგა ტურნირზე ინგლისელისთვის. ამ მაჩვენებლით კეინი „ჩელსის“ გარემარბ რაჰიმ სტერლინგს გაუტოლდა. ინგლისელ ფეხბურთელებს შორის მხოლოდ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფორვარდმა უეინ რუნიმ გაიტანა მეტი – მან ჩემპიონთა ლიგაში 30-ჯერ გამოიჩინა თავი. შეგახსენებთ,...

კეინი ბუნდესლიგაში პირველია
ჩანაწერი

კეინი ბუნდესლიგაში პირველია

„ბაიერნის“ თავდამსხმელმა ჰარი კეინმა გერმანიის ჩემპიონატში 25-ე გოლი გაიტანა და მნიშვნელოვანი სტატისტიკური მიღწევა დააფიქსირა. შეგახსენებთ, რომ ფორვარდმა გერმანიის ჩემპიონატის 22-ე ტურის მატჩში ბოხუმთან (3:2) 87-ე წუთზე გაიტანა. ამრიგად, კეინს გერმანიის ჩემპიონატში 25 გოლის გასატანად ყველაზე ცოტა თამაში (22) დასჭირდა. წინა მიღწევა „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანდს ეკუთვნოდა, რომელმაც „დორტმუნდის“ მაისურით 25 გოლი ბუნდესლიგის 25 მატჩში...

ჰარის  ახალი რეკორდი
ჩანაწერი

ჰარის  ახალი რეკორდი

ბუნდესლიგის მე-15 ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს „ბაიერნი“ და „შტუტგარტი“ დაუპირისპირდნენ. მასპინძლებმა დიდი ანგარიშით 3:0 გაიმარჯვეს. „ბაიერნის“ თავდამსხმელმა ჰარი კეინმა მატჩში დუბლი შეასრულა და გერმანიის ჩემპიონატში მე-19 და მე-20 გოლი გაიტანა. ამისათვის მას მხოლოდ 14 მატჩი დასჭირდა. მას ასევე აქვს ხუთი საგოლე გადაცემა. ბუნდესლიგის ისტორიაში არც ერთ ფეხბურთელს არ გაუტანია 20 გოლი უფრო სწრაფად. უვე...

ჰარი – 30
ჩანაწერი

ჰარი – 30

მიუნხენის „ბაიერნის“ ინგლისელი შემტევი ჰარი კეინი ევროპის ტოპ 5 საფეხბურთო ქვეყნიდან გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ამ სეზონში მოედანზე 30 სასარგებლო ქმედება შეასრულა. ჰარი კეინმა „ბაიერნში“ ყველა ტურნირზე 22 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა. მან სამშაბათს კინგსლი კომანს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპზე „მანჩესტერ იუნაიტედთანაც“ გაატანინა. შეგახსენებთ, რომ „ტოტენჰემის“ აკადემიის აღზრდილი კეინი მიუნხენურ კლუბს ზაფხულში შეუერთდა,...

რატომ ღირს კეინი 100 მილიონზე მეტი?
ჩანაწერი

რატომ ღირს კეინი 100 მილიონზე მეტი?

მიუნხენის „ბაიერნის“ თავმჯდომარემ და უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, ინგლისელი თავდამსხმელის, ჰარი კეინის შეძენის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ჰარი კეინის ტრანსფერი ჩვენთვის აუცილებელი იყო მრავალი მიზეზის გამო.  მოლაპარაკების დროს ისიც ვთქვი, რომ სრულიად ღია ვარ: ათი მილიონით მეტი თუ ნაკლები აღარ უნდა ჩაერიოს ამ ტრანსფერში! იმიტომ, რომ ჰარი, გარდა მისი სპორტული თვისებებისა, გვიბრუნებს კიდევ ერთ ძალიან...