დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს ბორის ჯონსონს ახალი, გამკაცრებული რეგულაციების გამოცხადება ხეირიანად დაწყებულიც არ ჰქონდა, რომ „საუთჰემპტონისა” და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელმა დენი ინგსმა თავისი ყოფილი გუნდის, „ლივერპულის” დაცვას აჯობა და შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა — 1:0. პრემიერი ბრიტანელების წინაშე ზუსტად საღამოს 8 საათზე გამოვიდა, როდესაც „საუთჰემპტონისა” და „ლივერპულის” შეხვედრა დაიწყო. ჯონსონმა ხალხს უთხრა, რომ ამიერიდან ლოქდაუნი...
ჭდე: ჯო გომესი
წითლების თავზე შავი დროშა ფრიალებს
ფაბინიო დაშავდა. როგორც ჩანს, „ლივერპულს” დაცვაში კრიზისი ელის. „წითლების” მწვრთნელმა იურგენ კლოპმა თქვა, „აი ეს, ახლა, ყველაზე ნაკლებად გვჭირდებოდა”-ო. მოგეხსებენათ, დაცვის ბურჯი და ყველაზე დიდი ვარსკვლავი ვირჯილ ვან დაიკი ისეა ტრავმირებული, რომ მთელი სეზონით ჩამოშორდა გუნდს. ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, რომელიც ვან დაიკის ფუნქციას ასრულებდა, „მიდტიულანდთან” ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის პირველ ტაიმში ვეღარ შეძლო თამაშის გაგრძელება. სავარაუდოდ, ორთავა...
ჩემპიონი, თურმე, საუთჰემპტონი გახდა…
ინგლისის პრემიერლიგის ჩემპიონ „ლივერპულს“ მილიონი გირვანქა სტერლინგის გადახდა მოუწევს. ფულს კი „საუთჰემპტონი“ მიიღებს. ვირჯილ ვან დაიკი, სადიო მანე, ადამ ლალანა და დეან ლოვრენი ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც თავის დროზე „ენფილდზე“ სწორედ „საუთჰემპტონიდან“ გადავიდნენ. ახლა „წითლები“ იძულებულნი არიან ბონუსის სახით გულუხვად დააჯილდოოს ამ ფეხბურთელების მთავარი მიმწოდებელი. ბრიტანული მედიის ცნობით, ორივე კლუბის სატრანსფერო კონტრაქტებში საბონუსე სისტემა მითითებულია....
კლოპმა მონტერეის მწვრთნელს ენა გამოუყო (VIDEO)
ლამაზი თამაში გამოდგა კლუბთა მსოფლიო თასის ნახევარფინალი მექსიკურ „მონტერეისა” და „ლივერპულს” შორის. „ლივერპულმა” მსაჯის დამატებულ წუთზე გატანილი გოლის წყალობით მოიგო 2:1. ანგარიში მერსისაიდელებმა გახსნენს. ეს მოჰამედ სალაჰის სხარტი პასით მე-12 წუთზე ნაბი კეიტამ შეძლო, მაგრამ მექსიკელებმა ორ წუთში გაქვითეს — წონასწორობა ფუნიეს მორიმ აღადგინა. ამის შემდეგ, ამერიკულმა გუნდმა ევროპულს ტოლი არ დაუდო. იყო მონაკვეთები, როდესაც...
ჯოს ცუდი არაფერი ჩაუდენია
ინგლისის ნაკრებმა მონტენეგროს 7:0 მოუგო, მაგრამ ვინაიდან ასეთი გამარჯვების აღწერა მკითხველისთვის საინტერესო არ უნდა იყოს, იმას გეტყვით, რომ რაჰიმ სტერლინგს გულშემატკივრისთვის საყვედურის თქმა და ჯო გომესის მათგან დაცვა მოუხდა. საქმე ის არის, რომ 70-ე წუთზე, როდესაც გომესი შეცვლაზე შევიდა, „უემბლიზე” შეკრებილმა მაყურებელმა მას ობსტრუქცია მოუწყო. გასაგებია, რომ ეს სტერლინგისა და გომესის კონფლიქტის გაგრძელებაა, კონფლიქტი კი...
ჩხუბი ნაკრების სასადილოში
რაჰიმ სტერლინგი დასაჯეს. ის მონტენეგროსთონ ვერ ითამაშებს. ის კი არა, „მანჩესტერ სიტის” ვარსკვლავი ინგლისის ნაკრების ბანაკიდან კინაღამ სულ გააგდეს. მიზეზი: სტერლინგი ლივერპულელ ჯო გომესს ეჩხუბა. გაოგნებულ თანაგუნდელებს წყვილი გასაშველებელი გაუხდათ. ამის წაკითხვაზე პირველი რაც კაცს გაახსენდება ამავე ფეხბურთელების ის დაპირისპირებაა, სანაკრებო თავშეყრამდე რამდენიმე საათაით ადრე „ენფილდ როუდზე” რომ მოუვიდათ — მათი გუნდების, „ლივერპულისა” და „სიტის” შეხვედრა...





