ინგლისის „ლივერპულის“ ბოსებმა მეტისმეტად უგუნური ნაბიჯი გადადგეს. მათ იძულებით შვებულებაში გაუშვეს კლუბის თანამშრომელთა ნაწილი. საუბარია ძირითადად მომსახურე და ტექნიკურ პერსონალზე, თუმც ეს ხალხი სრულ ხელფასს შვებულებისასაც მიიღებს. მაშ რაშია საქმე? ბრიტანეთში მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც იძულებით შვებულებაში გაშვებულ პირებს ხელფასის 80 პროცენტს სახელმწიფო უხდის, თუ ეს თანხა 2500 გირვანქას არ აღემატება. სწორედ ამ კატეგორიაში გადის...
ჭდე: ჯეიმი კარაგერი
კინი და მხოლოდ ვან დაიკი
ორშაბათ საღამოს, „ჩელსი“ – „მანჩესტერის“ (0:2) პრემიერლიგური მატჩის შემდეგ, საინტერესო პოლემიკა გაიმართა „მანჩესტერის“ და „ლივერპულის“ ყოფილ ლეგენდებს, ამჟამად კი Sky Sports-ის თანა-ანალიტიკოსებს, როი კინსა და ჯეიმი კარაგერს შორის. მათ ჩემპიონთა ლიგის მომგები 1999 წლის „მანჩესტერ იუნაიტედი“ და 2019 წლის „ლივერპული“ შეადარეს. კინმა თქვა, იმ „მანჩესტერის“ შემადგენლობაში ადგილს დღევანდელი „ლივერპულიდან“ მხოლოდ ვირჯილ ვან დაიკი იმსახურებსო. „ჰოლანდიელი...
ლივერპულზე მეოცნებე ევერტონის მწვრთნელი
კარლო ანჩელოტი „ევერტონის” მწვრთნელი გახდება, არადა მერსისაიდური კლუბებიდან იტალიელს „ლივერპულის” სათავეში ჩადგომა ერჩივნა; ცხადია, ახლა კი არა, რამდენიმე წლის წინ. „რეჯანას”, „პარმას”, „იუვენტუსის”, „მილანის”, „ჩელსის”, „პარი სენ ჟერმენის”, „რეალის”, „ბაიერნისა” და „ნაპოლის” ყოფილ თავკაცს „გუდისონ პარკზე” ამ დღეებში წარადგენენ. 60 წლის მწვრთნელი „ნაპოლიდან” სულ ათიოდ დღის წინ გაუშვეს. ყველაზე უცნაურად ის ჩანს, რომ ის ჩემპიონთა...
ფერგი შეცბა, ესე იგი კლოპი მაგარია!
„ლივერპულის” ვარსკვლავყოფილმა ჯეიმი კარაგერმა გაიხსენა ის წუთი და წამი, როდესაც მიხვდა, რომ იურგენ კლოპი მერსისაიდელებს წარმატებას მოუტანდა. მართალია, საუბარი „ლივერპულს” ეხება, მაგრამ მომენტი, რომელიც კარაგერმა გაიხსენა „მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარულ თავკაც სერ ალექს ფერგიუსონთან არის დაკავშირებული. მადრიდის „ვანდა მეტროპოლიტანოზე” ჩემპიონთა ლიგის ფინალში ტრიუმფის შემდეგ ჯეიმი კარაგერმა „ტელეგრაფთან” ინტერვიუში თქვა: „ზუსტად შემიძლია გავიხსენო მომენტი, როდესაც გულწრფელი...
ამათ გიორგი ქინქლაძე ჰყავდათ…
მეტად თავისებური რამ არის ინგლისური იუმორი. სხვამ შეიძლება ვერ გაიგოს და გაბრაზდეს, ინგლისში კი მოსულა… კერძოდ, აი რა მოხდა: ორშაბათს, „მანჩესტერ სიტისა” და „ლესტერის” შეხვედრის წინ, „ლივერპულისა” და „მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ვარსკვლავები, დღეს ტელემიმომხილველები ჯეიმი კარაგერი და გარი ნევილი „ეტიჰედ სთედიუმის” დერეფნებსა და ოთახებში დადიოდნენ და იქაურობას იღებდნენ. და აი, ამ „ექსკურსიის” დროს მათ მიაგნეს...
კაცია სუარესი?
პატარა კაცები იქცევიან ისე, როგორც ლუის სუარესი მოიქცა ბარსელონა-ლივერპულის მატჩისას… ექსლივერპულელმა ბევრისთვის მოულოდნელად ხმაურიანად აღნიშნა ყოფილი გუნდის კარში გატანილი გოლი. სუარესის საქციელი მით უფრო გამაღიზიანებელი ჩანს იმ ფონზე, რომ ურუგვაელს ლივერპულში დღემდე აღმერთებენ. ალბათ ბევრს ახსოვს, როგორი მხარდაჭერა ჰქონდა სუარესს ლივერპულში ევრასა და კიელინისთან დაკავშირებული სკანდალური ეპიზოდებისას. მაშინ ლამის მთელი დაფეხბურთო სამყარო განუდგა სუარესს, კლუბმა...
ლივერპულმა კიდევ ორი ქულა გაანიავა
„ლივერპულის” ყოფილმა ვარსკვლავმა ჯეიმი კარაგერმა „ვესტ ჰემთან” მერსისაიდელთა თამაში და იურგენ კლოპის ზამთრის სატრანსფერო პოლიტიკა გააკრიტიკა — ლონდონში „წითლებმა” „ჩაქუჩებთან” 1:1-ზე უკეთესი ვერაფერი შეძლეს და ორი უმნიშვნელოვანესი ქულა დაკარგეს. ანგარიში ლივერპულელმა საიდო მანემ გახსნა, მაგრამ მაიკლ ანტონიომ ექვს წუთში გაათანაბრა. ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა, ამასთან ლივერპულელთა გოლის ეპიზოდში თანამსაჯს შეტევა საგოლე პასამდე უნდა გაეჩერებინა...
რეშფორდი ლუკაკუს ვერასდროს აჯობებს
მარკუს რეშფორდს „მანჩესტერ იუნაიტედში” დარჩენა უნდა და მზად არის ძირითად შემადგენლობაში ადგილის დასამკვიდრებლად თავდაუზოგავად იბრძოლოს. თუ თავდამსხმელი ამას ვერ შეძლებს, ზაფხულზე სერიოზული დაფიქრება მოუწევს — ხომ არ აჯობებს ისეთ გუნდში გადავიდეს, სადაც თამაში ყოველ ტურში გარანტირებული ექნება. რეშფორდის თემა იმიტომ წამოიწია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში” მომუშავე მავანმა წყარომ „სანს” უთხრა: „მარკუსს ჩვენი კლუბი ძალიან კი უყვარს...
გრცხვენოდეთ, ავტობუსებო !
სამარცხვინო უწოდა ჯეიმი კარაგერმა იმ გუნდების თამაშს, რომლებიც პრემიერლიგის ტოპ ექვსეულთან საშინაო მატჩებში დაცვას „ავტობუსებით“ ამაგრებენ. „ლივერპულის“ ყოფილი მცველი რაფაელ ბენიტესმა გააბრაზა. „ნიუკასლი“- „სიტის“ მატჩის (0:1) შემდეგ კარაგერმა ბენიტესის არჩეული ტაქტიკა გაკენწლა და სხვებიც გადასწვდა: „მხოლოდ „ნიუკასლი“ კი არა, თითქმის ყველა ასე თამაშობს საშინაო მატჩებს ტოპ ექვსეულის წინააღმდეგ. პრემიერლიგა სასაცილო ხდება. არის ზედა ექვსი გუნდი...





