პატრის ევრამ პარიზში ჩატარებულ „ოქროს ბურთის“ ცერემონიალში რასიზმი დაინახა. „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ვარსკვლავმა, 40 წლის გაფრანგებულმა სენეგალელმა თქვა, რომ საუკეთესო მეკარისთვის განკუთვნილი პრიზი, რომელიც ლევ იაშინის სახელს ატარებს, „ჩელსის“ გოლკიპერ ედუარ მენდის ეკუთვნოდა, „პარი სენ ჟერმენიის“ იტალიელ კარის მცველ ჯანლუიჯი დონარუმას კი იმიტომ მისცეს, რომ ის თეთრკანიანია. მენდიმ „ჩელსის“ შემადგენლობაში 2021 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო....
ჭდე: ჯანლუიჯი დონარუმა
დონარუმა იტალიაში ბრუნდებაო
არ გაგიკვირდეთ, თუ ჯანლუიჯი დონარუმა უკვე ამ ზამთარს იტალიაში დაბრუნდეს, მაგრამ არა „მილანში“, არამედ „იუვენტუსში“. დონარუმა პსჟ-ში ამ ზაფხულს გადაბარგდა თავისუფალი აგენტის სტატუსით. 22 წლის გოლკიპერს დიდი მიზნები ჰქონდა, მაგრამ პარიზელთა მთავარი მწვრთნელი მაურიციო პოჩეტინო სრულად ენდობა კეილორ ნავასს. შესაბამისად, ჯანლუიჯი დონარუმას სათადარიგოთა სკამის ხეხვა უწევს, რაც იტალიელის სანაკრებო კარიერას ნამდვილად ვერ წაადგება. ასეთ პირობებში...
რეალის უფასო გეგმები
„პარი სენ ჟერმენის“ შემტევი კილიამ მბაპე ამ ზაფხულს ფრანგულ კლუბს არ დატოვებს! ამის შესახებ ჯერ კლუბის სპორტულმა დერექტორმა ლეონარდომ განაცხადა, ხოლო შემდეგ თავად ფეხბურთელის გარემოცვამ დაადასტურა. ეს ყველაფერი მადრიდის „რეალის“ წისქვილზე ასხამს წყალს, რომელსაც გაისად ხელში ხუთი ფეხბურთელის უფასოდ ჩაგდება სურს. 2022 წლის 30 ივნისს საკუთარ გუნდებთან კონტრაქტები ეწურებათ ანტონიო რუდიგერს, პოლ პოგბას, ედუარდო კამავიგას,...
სიხარული და სტვენა პარკ დე პრენსზე
შაბათს, „პარი სენ ჟერმენის“ გულშემატკივრებმა თავიანთ ახალ „გალაქტიკოებს“ ემოციური შეხვედრა მოუწყვეს. განსაკუთრებული ოვაცია, როგორც მოსალოდნელი იყო, ლეო მესის ერგო. ეს მოხდა ახალი სეზონის პირველი თამაშის წინ, რომელიც პარიზელებმა „სტრასბურს“ 4:2 მოუგეს. ფანებს ზაფხულის ხუთი ახალწვეული წარუდგინეს. ისინი იყვნენ ხსენებული მესი, სერხიო რამოსი, აშრაფ ჰაკიმი, ჟორჟინიო ვინალდუმი და ჯანლუიჯი დონარუმა. სხვა საქმეა, რომ ჩამოთვლილთაგან შეხვედრაში მხოლოდ...
დადასტურდა! მესი პსჟ-ს ფეხბურთელია
მესი „პარი სენ ჟერმენში“ ითამაშებს! ფეხბურთელმა და მისმა მრჩეველებმა ფრანგულ კლუბთან შეთანხმებას მიაღწიეს. კონტრაქტში ლაპარაკია ორ უეჭველ და კიდევ ერთ წელიწადზე, რომლის ამბავიც დროთა განმავლობაში გაირკვევა. არგენტინის ნაკრების კაპიტანი დღეს პარიზში სამედიცინო შემოწმებას გადის, ხვალ კი მისი ოფიციალური წარდგინება შედგება. „პარი სენ ჟერმენის“ პრეზიდენტმა, ნასირ ალ ხელაიფიმ მესის გადასაბირებლად საოცრად ოპერატიულად იმოქმედა და „ბარსელონას“ ახლა...
შიკის გოლი და სხვა საუკეთსოები
ევრო 2020-ზე საუკეთესო გოლის ავტორად პატრიკ შიკი დაასახელეს. ჩეხმა თავდამსხმელმა შოტლანდიასთან ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში მოენდნის შუიდან გაიტანა. შიკის გუნდი უკვე იგებდა 1:0-ს, როდესაც „ლევერკუზენის” მოთამაშემ 45,4 მეტრიდან გადაუგდო ბურთი თავზე მეკარე დევიდ მარშალს, რომელსაც უკან თავქუდმოგლეჯილმა გაქცევამ ვეღარ უშველა. ამ გოლმა სქოთები მორალურად გატეხა და შეხვედრა დასრულდა კიდეც 2:0. მეორე გოლად დაასახელეს ფრანგი პოლ პოგბას...
რაღა დროს ცრემლებია?!
იტალიის ნაკრების გოლკიპერი ჯანლუიჯი დონარუმა პსჟ-ში გადადის… ეს ამბავი დიდ საიდუმლოს არ წარმოადგენდა, რადგან 22 წლის ფეხბურთელმა მილანი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. „მილანი“ ჩემი მეორე სახლია და ყოველთვის ამ გუნდის ქომაგად დავრჩები“, – ცრემლიანი თვალებით იძლეოდა ინტერვიუს დონარუმა და ალბათ ფიქრობდა, რომ არავინ იცის პსჟ-ში წასვლის რეალური მიზეზი – 22 წლის ბიჭისთვის ძალიან დიდი ფული....
დონარუმამ ძოფს აჯობა
იტალიის ნაკრების მეკარემ ჯანლუიჯი დონარუმამ ლეგენდარული დინო ძოფის რეკორდი მოხსნა — ახლა, „სკუადრა აძურას” ისტორიაში ყველაზე მეტი წუთი „მშრალად” დონარუმას აქვს გატარებული. ჯანლუიჯი დონარუმამ იტალიის ნაკრების შემადგენლობაში გოლი 1168 წუთის განმავლობაში არ გაუშვა. მას, გუშინ, ევრო 2020-ის მერვედფინალის დამატებით დროში, კერძოდ კი 115-ე წუთზე, „შტუტგარტის” 24 წლის თავდამსხმელმა საშა კალაიჯიჩმა გაუტანა. იტალიამ ავსტრიას 2:1 მოუგო...
აი, ვის ყიდულობს პარი სენ ჟერმენი
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „პარი სენ ჟერმენმა” „მანჩესტერ სიტის” ვერ აჯობა და დამარცხდა. არადა, პარიზულ გუნდს, მანჩესტერულისა არ იყოს, რამდენი ხანია უდიადესთა მარაქაში უნდა გარევა — ლიგის მოგება სურს. და აი, როდესაც ევროპული ფეხბურთის ყველა გრანდს კორონაპანდემიამ ჯიბეები შეუთხელა, პსჟ ფულს დასტა-დასტა აფრიალებს და ახალ ფეხბურთელებს ყიდულობს. პარიზელთა პირველი შენაძენი იქნება 22 წლის მაროკოელი განაპირა მცველი...
დონარუმას უნდა, რაიოლა არ აცდის…
„მილანის“ მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა, ისევ მოითხოვს კონტრაქტის გაგრძელების შემთხვევაში, კლუბმა ჯამაგირად სეზონში 10 მილიონი ევრო გადაუხადოს. მხარეები კვლავაც აგრძელებენ მოლაპარაკებას, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ. „მილანი“ მზადაა მეკარეს წელიწადში 7 მილიონი და კიდევ ერთი მილიონის ბონუსები შესთავაზოს, მაგრამ ჯანლუიჯი იხტიბარს არ იტეხს. მავანნი კი ამბობენ, ეგ ყველაფერი ჯიჯის აგენტის, ცბიერი მინო რაიოლას ხრიკებია თორემ დონარუმა 8 მილიონზეც...









