ევროპიდან მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტებს ინგლისსა და საფრანგეთს ხორვატიაც შეუერთდა. L ჯგუფში ლუკა მოდრიჩმა და კომპანიამ ფარერის კუნძულებს სტუმრად მოუგეს 3:1 და ჩეხებისთვის მიუწვდომელნი გახდნენ. საინტერესოა, რომ ამ შეხვედრაში ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. ჩეხებს ერთი ქულით გაგიკვირდებათ და სწორედ ფარერები ჩამორჩებიან, თუმცა კუნძულელებმა შეჯიბრება დაასრულეს. სხვა სიტყვებით, ჩეხებს მეორე პოზიციას ვეღარავინ შეეცილება. ამ ჯგუფის კიდევ ერთ შეხვედრაში...
ჭდე: ხორვატიის ნაკრები
97 წუთი ღიმილის გარეშე
„ღიმილი, რომელიც ობიექტურად თუ ვიტყვით იტალიის ნაკრებისთვის არასახარბიელო მატჩის დასრულებიდან 30 წამის შემდეგ ვიხილეთ, მთელი 97 წუთისა და 30 წამის განმავლობაში არსად ჩანდა. სამაგიეროდ, ყველანი ვუყურებდით მორიგ პრობლემებით სავსე შეხვედრას. ამ პრობლემებზე ლაპარაკი კი წინა მატჩების გახსენების გარეშე ძნელია. მათ პირველად წინა დღეებში წამოყვეს თავი. მაგრამ, ფეხბურთს ერთი ამოსუნთქვით მოსაყოლი ზღაპრების შემოთავაზება უყვარს და ამის...
ესპანეთმა ტყავი იცვალა
„მე სტილების არაფერი გამეგება. ყველა მათგანიდან ვირჩევ ერთს, რომელსაც გამარჯვება მოაქვს”, — უპასუხა როდრიგომ კითხვაზე, რომლის ავტორიც საყვედურით ამბობდა, რომ ესპანეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში, ხორვატიასთან მისთვის ჩვეული სტილით ვერ ითამაშა. „ლა როხამ” ხორვატებს ბერლინში 3:0 მოუგეს, მაგრამ პირველად ბოლო ათი წლის განმავლობაში ბურთს მეტოქე უფრო დიდხანს ფლობდა: 54% – 46%. მანამდე, მეტოქემ ესპანელებს...
მიროსლავ ბლაჟევიჩი გარდაიცვალა
ხორვატიის საფეხბურთო კავშირის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ხორვატიის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი მიროსლავ ბლაჟევიჩი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 2011 წლიდან პროსტატის კიბოს ებრძოდა. 1994-2000 წლებში ბლაჟევიჩი ხორვატიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახლდათ. მაშინ ბალკანელები ევრო 1996-ის მეოთხედფინალში გავიდნენ და მსოფლიო 1998 წლის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ბლაჟევიჩი ასევე ხელმძღვანელობდა ირანის, შვეიცარიის და ბოსნია-ჰერცეგოვინის...
ვინ არის ვანია ბოსნიჩი?
მსოფლიოს ჩემპიონატზე ხორვატიის ნაკრების მთავარი ფიგურა ლუკა მოდრიჩი იყო. 37 წლის ფეხბურთელი შესაშური სისწრაფითა და ენერგიით დაქროდა მოედანზე ყველა მიმართულებით. ის რომ ხორვატთა ეროვნულმა გუნდმა მუნდიალზე მესამე ადგილი დაიკავა, უპირველეს ყოვლისა მისი დამსახურებაა. მოდრიჩი იყო მთავარი შემოქმედი ოთხი წლის წინანდელი წარმატებისაც, როდესაც ბალკანელებმა მეორე ადგილი დაიკავეს. ხორვატთა კაპიტანი იმ წელიწადს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მოდრიჩი...
განრისხება მაროკოულად
მაროკომ მსოფლიოს ჩემპიონატი განრისხებულმა დაასრულა. აფრიკელებმა მესამე ადგილისთვის მატჩი ხორვატიასთან 1:2 წააგეს, მაგრამ მიიჩნიეს, რომ მათი დამარცხება ცუდმა მსაჯობამ განაპირობა და დასრულდა თუ არა შეხვედრა, არბიტრებს შემოეჯარნენ. მათ ყატარელი მსაჯის აბდულრაჰიმ ალ-ჯასიმისა და მისი კოლეგების რამდენიმე გადაწყვეტილებასთან ჰქონდათ პრეტენზია. რამდენადაც შორიდან ჩანდა, მაროკოელთა მწვრთნელმა ვალიდ რეგრაგიმ სცადა ვითარების განმუხტვა. მან თავის ფეხბურთელებს მსაჯებისგან გაცლა სთხოვა....
კამათი პენალტის გამო
არგენტინამ ხორვატიას 3:0 მოუგო და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა. არგენტინელებმა ანგარიში პენალტით გახსნეს. იტალიელმა მსაჯმა დანიელე ორსატომ ზაგრების „დინამოს” მეკარის დომინიკ ლივაკოვიჩისა და „მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელის ხულიან ალვარესის შეჯახება წესის დარღვევად შეაფასა, ლეო მესიმ კი თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან ზუსტად დაარტყა. მიმდინარე მუნდიალზე ეს გახლდათ მეოთხე პენალტი, რომელიც „ალბისელესეტეს” სასარგებლოდ დაინიშნა. მესიმ მათგან სამი გაიტანა. ინგლისელმა მიმომხილველებმა,...
უბანში გატანილი გოლი
რაჰიმ სტერლინგმა ინგლისელების საყვარელ გამოთქმას „ის შინ ბრუბდება” მეტისმეტად პირდაპირი მნიშვნელობა შესძინა. ფეხბურთი შინ ბრუნდებაო (football’s coming home), მღერიან, ამბობენ და წერენ ინგლისელები ყოველთვის, როდესაც მსხვილი ტურნირი მათ ქვეყანაში ტარდება — 1996 წელს, ეს მთელი ევროპის ჩემპიონატი იყო, ახლა, დიდ ტერიტორიაზე გაფანტული პირველობის მატჩებია. „მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელმა კი გუშინ, ხორვატიის ნაკრების კარში გაიტანა გოლი, რომელმაც...
რაკიტიჩი მესამასეს ელოდება და საჭმელს აკეთებს
კრონავირუსის პანდემიის დროს ფეხბურთელები შინ სხედან, ცოლ-შვილთან ერთად და სახლის პირობებში ინდივიდუალურად ვარჯიშობენ. მათ რიცხვშია „ბარსელონას” ხორვატი ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი, რომელიც დარბაზის და ტრენაჟორების გარდა ინტერნეტშიც ბევრ დროს ატარებს, ხუმრობს და ფანებს ელაპარაკება. „ფაქტია, რომ ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა, მაგრამ მე ვგრძნობ, რომ ჩემი თანაგუნდელები, ვარჯიში და ახლობლები მენატრებიან. მინდა მალე დაბრუნდეს ჩვეულებრივი ცხოვრება, განვაგრძო ბრძოლა...
ფიქრები ხორვატიაზე, უფრო კი სადღეგრძელო
ხორვატიას გაუმარჯოს! ოთხმილიონიანი ერის, ვაჟკაცი, მებრძოლი ხალხის ქვეყანას. დედამიწის ლამაზ კუთხეს. ედემს. გაუმარჯოს ხალხს, რომელსაც დიდი, ხარბი და დაუნდობელი სახელმწიფოების ფერხულში გადარჩენა სურს, თავის დამკვიდრება უნდა. ვისაც თავისი შვილების ყოველ წარმატებაზე თვალს ცრემლი ადგება და სწორედ ამ ცრემლის ეშხით არ აკლია წარმატება. რომელსაც სწამს, რომ მსოფლიოს მწვერვალზე თავისი ადგილი ეკუთვნის და ამ რწმენით ანთებული მიზნისკენ...









