ერთ-ერთი, რითაც ახალდამთავრებული მსოფლიოს ჩემპიონატი ხალხს დაამახსოვრდება, ხორვატიის პრეზიდენტი კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩია. სწორედ ის ქალბატონი, რომელიც ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და სხვა პატივცემულ პირებთან ერთად თავსხმა წვიმის ქვეშ დააყენა, როდესაც თავად ქოლგას ეფარებოდა. გრაბარ-კიტაროვიჩმა მსოფლიოს თავი დაამახსოვრა როგორც ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებულმა ადამიანმა, ფინალის შემდეგ დაუზარლად რომ ეხვეოდა არა მხოლოდ ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელებს, არამედ ფრანგებს...
ჭდე: ხორვატიის ნაკრები
ჯერ დაიხოცნენ, მერე მოულხინეს
„სანი” წერს, რომ ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთთან 2:4 დამარცხების შემდეგ გემრიელად მოულხინეს და მთელი ღამე ღრეობაში გაატარეს. რასაკვირველია, კორექტულობისთვის გაზეთი დასძენს, რომ ლაპარაკია ხორვატ ფეხბურთელთა მხოლოდ ერთ ნაწილზე. ალბათ, ასეც იქნებოდა. „ბუნებრივია, რომ ლუკა მოდრიჩმა და კომპანიამ დიდების მომენტის ხელიდან გაშვება ძალიან განიცადა და როგორც ჩანს მათმა ნაწილმა ღამით ვერც კი დაიძინა....
ფინალს წვრილმანები იგებს
დიდიე დეშამმა საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელებს უთხრა, რომ მათი წარმატება სამ რამეზე — სიმშვიდეზე, საკუთარი თავის რწმენასა და კონცენტრაციაზეა დამოკიდებული. „ლურჯებს” დღეს, ხორვატიასთან ფინალში ფავორიტებად მიიჩნევენ, მაგრამ დეშამს კარგად ახსოვს ორი წლის წინანდელი, როდესაც „ევრო 2016″-ის ფინალში მისი გუნდი პორტუგალიასთან ასევე ფავორიტად ითვლებოდა. მაშინ საფრანგეთი დამარცხდა. გუშინდელ პრეს-კონფერენციაზე დეშამმა თქვა: „ასეთ შეხვედრაში მონაწილეობაზე სასიამოვნო და საამაყო...
ნაიკის თამამი ნაბიჯი ანუ რა ხდება ბობოყვათში?
ხვალ საფრანგეთისა და ხორვატიის ნაკრებები მსოფლიოს ჩემპიონის ვინაობას გაარკვევენ. რაა დასამალი, ბევრი ადამიანი ფრანგების გამარჯვებას წინასწარმეტყველებს და როგორც ჩანს ამ წინასწარმეტყველებას სპორტული ტანსაცმლისა და ინვენტარის გიგანტი „ნაიკიც” უერთდება. საქმე ის არის, რომ ნაკრებ გუნდებს, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონები ყოფილან, მაისურებზე იმდენი ვარსკვლავი აქვთ ამოქარგული რამდენჯერაც მოუგიათ მონდიალი. და აი, ცნობილი გახდა, რომ „ნაიკმა”, რომელიც ზრუნავს როგორც...
ხორვატია — მინუს ხუთი
პარასკევის ვარჯიშზე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტ ხორვატიის ნაკრებს ხუთი წამყვანი ფეხბურთელი აკლდა. ამ ხუთეულიდან ორის, ივან პერიშიჩისა და ივან სტრინიჩის თამაში კვირას, ფრანგების წინააღმდეგ საეჭვოა. დანარჩენი სამი ფეხბურთელი, რომლებმაც არ ივარჯიშეს იყვნენ დეიან ლოვრენი, დანიელ სუბაშიჩი და სიმე ვრსალკო. როგორც პრესა ვარაუდობს ეს ფეხბურთელები ხორვატთა გუნდის ხელმძღვანელობამ უბრალოდ დაასვენა. პერიშიჩმა და სტრინიჩმა ინგლისთან ნახევარფინალური მატჩი ვერ...
ყველაფერში მსაჯია დამნაშავე
ინგლისელმა ფანებმა ნახევარფინალში ხორვატიასთან წაგების შემდეგ სოციალურ ქსელებში შეხვედრის მსაჯს თურქ ჯუნეით ჩაქირს შეუტიეს. შეგახსენებთ, ეს ის არბიტრია, რომელზეც თამაშის წინა დღეს ბრიტანული პრესა წერდა, მისი მსაჯობა ჩვენს გუნდებს კარგად აქვს დაცდილიო. ზოგი იქამდეც კი მივიდა, რომ ფიფას გამოძიებისკენ მოუწოდა — ის რაც ნახევარფინალში მოხდა სპორტის სირცხვილიაო. მაინც რას ედავებიან მარცხთან ვერ-შეგუებული ინგლისელები ჩაქირს? უპირველეს...
დღეს საღამოს ვნახავთ ვინ იქნება დაღლილი
ლუკა მოდრიჩმა თქვა, რომ ნახევარფინალის წინა დღეებში ინგლისელები ხორვატიის ნაკრების მიმართ უპატივცემულობას ამჟღავნებდნენ, რამაც მას და მის თანაგუნდელებს დამატებითი სტიმული მისცა. ხორვატთა 32 წლის კაპიტანმა ITV-სთან ინტერვიუში განაცხადა: „ვუსმედით ხალხს — ინგლისელ ჟურნალისტებსა და ექსპერტებს, რომლებიც ტელევიზიით გამოდიოდნენ და ვხედავდით, რომ ისინი ჯეროვნად არ გვაფასებდნენ. ეს მათი დიდი შეცდომა იყო. ჩვენ ვისმენდით, ვკითხულობდით მათ სიტყვებს...
ჩაქირი — კარგი ნიშანი ინგლისისთვის
ინგლისისა და ხორვატიის ნახევარფინალური შეხვედრის მსაჯად თურქი ჯუნეით ჩაქირი დანიშნეს, რამაც ინგლისელები გაახარა — გარეთ საუთგეიტის ბიჭებისთვის კარგი ნიშანიაო. ინგლისს არასდროს წაუგია შეხვედრა რომელსაც ჩაქირი სჯიდა. გუნდისთვის, რომელსაც 1990 წლის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში ელის, ეს იმედისმომცემია. მოგეხსენებათ, 41 წლის თურქი ფიფას ერთ-ერთ ყველაზე კვალიფიციურ არბიტრად ითვლება და მას როგორც სანაკრებო, ასევე საკლუბო დონეზე ხშირად...







