ჭდე: ხელბურთი

Home ხელბურთი
ჩანაწერი

პეგასის და ქუთაისის დაძაბული სანახაობა

ხელბურთელმა კაცებმა და ქალებმა საქართველოს ჩემპიონატების ფინალისტები გამოავლინეს. კაცების ფინალში ითამაშებენ ბათუმის BSB და თბილისის „პეგასი”, ქალებისაში კი ფოთის „ოქროს ვერძი” და თბილისის „ქარიშხალა”. ყველაზე დრამატული გამოდგა „პეგასისა” და „ქუთაისის” ნახევარფინალური შეხვედრა. „პეგასმა” მოიგო 30:29. ბოლო წუთზე ჯერ ქუთაისის მეკარე გულეიშვილმა აიღო შვიდმეტრიანი და თავის გუნდს გათანაბრების შანსი დაუტოვა, დასრულებამდე 10 წამით ადრე კი იგივე გააკეთა პეგასის გოლკიპერმა...

ჩანაწერი

დადგა ფინალური ოთხეულების დრო

ხვალ და ზეგ თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება ქალ და კაც ხელბურთელთა საქართველოს ჩემპიონატების ფინალური ოთხეულის მატჩები. 22 მაისს ნახევარფინალებია: 12:00 ქალები ყვარელი – ფოთი 14:00 კაცები BSB ბათუმი – იმედი-სტუ თელავი 16:00 ქალები ქარიშხალა – სამტრედია 18:00 კაცები ქუთაისი – პეგასი 23 მაისი კი ფინალების დღეა და განრიგი ასეთია: 12:00 ქალები, მესამე ადგილისთვის 14:00 კაცები, მესამე...

საქართველო აშშ-სთან ჯგუფში
ჩანაწერი

საქართველო აშშ-სთან ჯგუფში

ბაზელში, ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის (IHF) ოფისში ჩატარდა ერთა ჩემპიონატის წილისყრა. მოგეხსენებათ, შეჯიბრება, რომელშიც მსოფლიოს 12 ეროვნული ნაკრები მონაწილეობს 8-16 ივნისს თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება. საქართველოს ნაკრები მოხვდა B ჯგუფში, სადაც მის გარდა ითამაშებენ: აშშ, ირლანდია, ბულგარეთი, მალტა და ნიგერია. A ჯგუფში იქნებიან: დიდი ბრიტანეთი, კოლუმბია, ჩინეთი, კუბა, ინდოეთი და აზერბაიჯანი. შეჯიბრებაში მონაწილე 6 ევროპული გუნდი იმავდროულად გაითამაშებს ევრო 2022-ის შესარჩევი...

დიხამინჯია საუკეთესოა
ჩანაწერი

დიხამინჯია საუკეთესოა

მაკედონიაში ხელბურთის მწვრთნელებმა, ჟურნალისტებმა და გულშემატკივრებმა სეზონის საუკეთესო მოთამაშეების გამოკითხვა ჩაატარეს და მარჯვენა ინსაიდის პოზიციაზე უკეთესთა შორის უკეთესად საქართველოს ნაკრების 22 წლის მოთამაშე გიორგი დიხამინჯია დაასახელეს. დიხამინჯია „სტრუგაში” თამაშობს. ნომინანტთა შორის იყო „სტრუგას” კიდევ ორი ქართველი ლეგიონერი ლექსო წითელიშვილი და რევაზ ჭანტურია. გამოკითხვას მაკედონიური სახელბურთო ვებ-გვერდი 24rakomet ედგა სათავეში. ლექსო წითელიშვილმა მარცხენა ინსაიდის პოზიციაზე მეხუთე ადგილი დაიკავა,...

მედეა ფლეი ოფში გავიდა
ჩანაწერი

მედეა ფლეი ოფში გავიდა

დღევანდელი ქართული ქალთა ხელბურთის ერთ-ერთი ამომავალი ვარსკვლავი, 20 წლის მედეა ჩოხელი მაკედონიის „პელისტერში” თამაშობს, რომელმაც ამ ქვეყნის სუპერლიგის ბოლო ტურში 35:33 დაამარცხა „გევგელია”. ამ გამარჯვების წყალობით ჩოხელი და მისი გუნდი მეოთხე ადგილზე გავიდნენ ანუ „ფინალურ ხუთეულში” („ფლეი-ოფს” ეძახიან) თამაშის უფლება მოიპოვეს და ტიტულისთვის ბრძოლას განაგრძობენ. ჩოხელს, რომელიც ამპლუით ხაზის მოთამაშე (უხეში ანალოგიით ცენტრალური თავდამსხმელი) გახლავთ,...

ქართველების 14 გოლი
ჩანაწერი

ქართველების 14 გოლი

მაკედონიის ხელბურთელთა სუპერლიგაში გამოდის გუნდი „სტრუგა”, რომელშიც საქართველოს ნაკრების ერთბაშად სამი წევრი თამაშობს: გიორგი დიხამინჯია, ლექსო წითელიშვილი და რევაზ ჭანტურია. ბოლო ტურში „სტრუგამ” დაძაბულ ბრძოლაში 24:23 დაამარცხა „ტინექს პროლეტი”. ამ შეხვედრამ კი ჩვენი ყურადღება იმიტომ მიიპყრო, რომ გამარჯვებულთა 24 გოლიდან 14 ჩვენმა ბიჭებმა გაიტანეს — დიხამინჯიამ 6, ხოლო წითელიშვილმა და ჭანტურიამ ოთხ-ოთხი. ერთი ტურიც და...

ერთა ჩემპიონატი თბილისში ჩატარდება
ჩანაწერი

ერთა ჩემპიონატი თბილისში ჩატარდება

ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ერთა ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება საქართველოს მიანიჭა. ამრიგად, წლეულს, 2019 წლის 8-16 ივნისს, 12 გუნდიან შეჯიბრებას თბილისი უმასპინძლებს. ხსფ-ს ერთა ჩემპიონატი მასში მონაწილე 6 ევროპული გუნდისთვის ევრო 2022-ის შესარჩევი შეჯიბრებაც იქნება. ეს გუნდებია: აზერბაიჯანი, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, მალტა და საქართველო. გამარჯვებული მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის, ფლეი-ოფის საგზურს მიიღებს. ევროპული გუნდების გარდა თბილისში ჩამოვლენ  ჩინეთი, ინდოეთი, ნიგერია, კოლუმბია და კიდევ...

შავი ზღვის ბიჭები წინ არიან
ჩანაწერი

შავი ზღვის ბიჭები წინ არიან

საქართველოს ხელბურთელთა ჩემპიონატში დასრულდა რეგულარული სეზონის მეორე წრე. ამჯერად თბილისის სპორტის სასახლეში ერთმანეთს რვავე გუნდი შეეჯიბრა — როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოდან. ჩემპიონმა ბათუმის BSB-მ, რაც აბრევიატურაა და ქართულად შავი ზღვის ბიჭებს ნიშნავს, თბილისური ერთიანი ტურის ოთხივე შეხვედრა მოიგო. ანგარიშით თუ ვიმსჯელებთ, ბათუმელებს ყველაზე დიდი წინააღმდეგობა თბილისის „პეგასმა” გაუწია: 32:29. 14 ტურის შემდეგ „პეგასი” და...

ინსაიდის დაბრუნება ბათუმში
ჩანაწერი

ინსაიდის დაბრუნება ბათუმში

თბილისის სპორტის სასახლეში გახურდა საქართველოს ხელბურთელთა ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მორიგი წრე. ამჯერად თავი მოიყარა შეჯიბრების მონაწილე ყველა გუნდმა, რომლებიც აქამდე პირობითად დასავლეთის და აღმოსავლეთის ზონებად იყვნენ დაყოფილი. თუმცა, მე-11 ტურის მთავარი ამბავი ესა თუ ის შედეგი ან სათამაშო წვრილმან-მსხვილმანი კი არა, საქართველოს ნაკრების მარჯვენა ინსაიდის რატი მსხვილიძის უცხოეთიდან საქართველოს საკლუბო ხელბურთში, კერძოდ კი საქართველოს ჩემპიონ...

ჩიქოვანის გუნდი პორტუს ვერ მოერია
ჩანაწერი

ჩიქოვანის გუნდი პორტუს ვერ მოერია

ევროპის ხელბურთის ფედერაციის, EHF-ს თასი დაახლოებით იგივეა, რაც ფეხბბურთში ევროლიგა და ამ შეჯიბრებაში ქართველი ლეგიონერის ირაკლი ჩიქოვანის რუმინული გუნდი „კონსტანცა” ასპარეზობს. ბოლო შეხვედრაში „კონსტანცამ” ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში C ჯგუფის ფავორიტ „პორტუს” უმასპინძლა და 29:35 დამარცხდა. „პორტუ” ბოლო წლებში რეგულარულად მონაწილეობდა ჩემპიონთა ლიგაში. EHF-ს თასზე მან ჯერჯერობით ორივე შეხვედრაში გაიმარჯვა და ჯგუფს ლიდერობს, მეორე...