Breaking News

ხაცუ-ბაშო

ტოჩი იაპონიაში ჩაკეტეს

იაპონიის სუმოს ასოციაციამ უცხოელ ფალავნებს ჯერჯერობით გაურკვეველი ვადით აუკრძალა ქვეყნის ფარგლების დატოვება. ამას გარდა, გაუქმდა საკმაოდ პოპულარული საჩვენებელი გამოსვლები, რომლებიც ბაშოებს შორის იმართება ხოლმე. ჯერჯერობით არ არის მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება მაისის ხაცუ ბაშოსთან დაკავშირებით. კარგ ვარიანტში, ტურნირი, ისევე როგორც მარტის ხაცუ ბაშო, უმაყურებლოდ გაიმართება, თუმცა არ არის გამორიცხული მისი საერთოდ გაუქმებაც.

Read more

ტოჩის მარცხებს ბოლო არ უჩანს

იაპონურ კოკუტიკანში იანვრის ტრადიციულმა ჰაცუ ბაშომ აიღო სტარტი. ჩვენთვის ყველაზე საინტერესო, ბუნებრივია, ლევან გორგაძის გამოსვლა იყო. ტოჩინოშინად წოდებული ქართველი შოჰოძანთან დამარცხდა. ეს ნაწილობრივ ნეკნის ხრტილის ჯერაც მოუშუშებელი მოტეხილობის ბრალია და ისიც უცნობია, ლევანი ტურნირს ბოლომდე შემორჩება თუ მოხსნას ამჯობინებს. ხვალ ლევანი ონოშოს უნდა შეხვდეს. მათ შორის აქამდე გამართულ ერთადერთ დაპირისპირებაში იაპონელმა იმარჯვა. პირველი დღის შეხვედრებიდან…

Read more

ტოჩი ნულიდან იწყებს

12 იანვარს იაპონიაში 2020 წლის პირველი – ხაცუ-ბაშო აიღებს სტარტს. ტურნირის დაწყებამდე ტრადიციულად გამოქვეყნდა სუმოს ელიტის ახალი რანგირება. ჩვენი ლევან გორგაძე სულ ცოტა ხნის წინ ოძეკის (ჩემპიონის) ტიტულს ატარებდა. რამდენიმე მარცხიანი ბაშოსა და ქრონიკული ტრავმების გამოისობით, ჩვენებურმა ჯერ ოძეკის, მერე კი სეკივაკეს ცოტა უფრო მოკრძალებული ტიტულიც დაკარგა. ლევანი ხაცუ-ბაშოს მე-6 მაეგაშირას რანგში ხვდება, რაც ფაქტობრივად,…

Read more