2017 წლის დეკემბერში იურგენ კლოპმა საკუთარ თავს სამი კითხვა დაუსვა და დღეს, მიმომხილველები მიიჩნევენ, რომ ამ კითხვებზე გაცემულმა სწორმა პასუხებმა „ლივერპული” გააძლიერა — გუნდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია და პრემიერლიგის ტიტულთანაც ხელის ერთ გაწვდენაზე ტრიალებს. საქმე ეხებოდა ბრაზილიელ ფილიპე კოუტინიუს, რომელსაც „ენფილდ როუდზე” აღმერთებდნენ და ჯადოქარს ეძახდნენ. კოუტინიუს, რომელიც „ბარსელონაში” გადასვლაზე ოცნებობდა და რომლის თაობაზეც „ბარსელონამ” სამჯერ...
ჭდე: ხავიერ მასკერანო
ხორვატიასთან წაგების შემდეგ, კრებაზე…
არგენტინელი ჟურნალისტი არიელ სენოსიაინი TyC Sports-ს და Ole-ს მესვეტეა, რომელმაც გაგიკვირდებათ და მსოფლიოს ჩემპიონატის შესახებ უკვე გამოსცა წიგნი სათაურით Mundial es Historias (მუნდიალი ისტორიებისგან შედგება), სადაც სხვა ამბებთან ერთად მოყვა ერთი, რომელიც არგენტინის ნაკრების ხორვატებთან 0:3 დამარცხების შემდეგ მოხდა. თურმე მატჩის შემდეგ ლეო მესის და ხავიერ მასკერანოს გუნდის შეკრება მოუთხოვიათ მწვრთნელის ხორხე სამპაოლისა და სხვა ფეხბურთელების მონაწილეობით....
ადიოს!
ყველაფერს გეტყვით, მთავარია იმ ჩინური გუნდის სახელწოდების ზუსტი გამოთქმა არ მოგვთხოვოთ, სადაც 33 წლის მცველი, ხავიერ მასკერანო „ბარსელონადან” გადადის. ისე, არასწორად გამოთქმის პრობლემა არგენტინელს ეტყობა თანდაყოლილი აქვს, რადგან არც თავად არის მასკერანო — მისი გვარის ასე თქმა საქართველოში დამკვიდრდა და თან ისე მყარად, რომ შეცვლას აზრი აღარ ჰქონდა. ჩინურ გუნდს კი ინგლისური კითხვის წესებით თუ...
მასკერანოსთვის რუსეთი ჩინეთიდან უფრო ახლოსაა
როგორც ბარსელონაში გამომავალი Mundo Deportivo იუწყება, არგენტინელ ხავიერ მასკერანოს იანვარში ახალ გუნდში გადასვლა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი. ცენტრალური მცველი, რომელსაც ჩინეთიდან გულუხვი შეთავაზებით ხიბლავენ, დარწმუნებულია, რომ დროა “ბარსასთან” თანამშრომლობას წერტილი დაუსვას. არადა, მისი ახლანდელი კონტრაქტი 2019 წლამდეა ძალაში. მასკერანო “ბარსელონაში” 2010 წელს “ლივერპულიდან” გადავიდა. თავისი გადაწყვეტილების შესახებ მასკერანომ კლუბის დირექტორატს ერთი ხნის წინ შეატყობინა და პოზიცია სამუელ...
მასკერანო არგენტინის ნაკრებზე, ბარსელონასა და კატალონიაზე
როგორც ჩვეულებრივ ხდება, არგენტინაში, სანაკრებო შეკრებაზე ჩასულმა ხავიერ მასკერანომ ინტერვიუები დაარიგა. TyC Sports-თან საუბარში “ბარსელონას” მცველმა თავის მომავალზე ილაპარაკა. მან თქვა: “ჩემი ამოცანაა ვიყო ბედნიერი, ხოლო ამისათვის რა ნაბიჯს გადავდგამ, იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ წავა საქმეები”. ESPN-თან ინტერვიუში მასკერანო “ბარსელონაში” სათამაშო სისტემის ცვლილებასა და ბოლოხანს კატალონიაში დატრიალებულ ამბებს შეეხო. მწვრთნელის, ერნესტო ვალვერდეს ტაქტიკური სვლები არგენტინელმა...




