ჭადრაკის სასახლეში დასრულებული ქალთა საქართველოს 75-ე პირველობა ნინო ბაციაშვილმა მოიგო. მან ბელა ხოტენაშვილის მსგავსად 7 ქულა დააგროვა, თუმც დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა და ქვეყნის დედოფალი მეორედ გახდა. პირველად ნინომ 2015 წელს იპირველა. ჩემპიონატი დაძაბულად წარიმართა. საწყის ტურებში ქვეყნის ორგზის ჩემპიონმა სალომე მელიამ იყოჩაღა და მე-6 ტურის შემდეგ ქულით უსწრებდა უახლოეს მდევრებს, თუმც შემდეგ ორი პარტია დასთმო...
ჭდე: ჭადრაკი
ვიკინგური ფინიში
მსოფლიოს ჩემპიონი, ნორვეგიელი მაგნუს კარლსენი ვეიკ ან ზეში, Tata Steel Chess სუპერტურნირის გამარჯვებული გახდა. კლასიკური დროის კონტროლით 13 ტურის გათამაშების შემდეგ პირველ ადგილზე 9-9 ქულით ნორვეგიელი და ჰოლანდიის სახელით მოასპარეზე ინდოელი ანიშ გირი გავიდნენ. გამარჯვებულის გამოსავლენად ტაი-ბრეიკი დაინიშნა და იქ ფავორიტად მაგნუსი იყო მიჩნეული, რომელიც სწრაფ ჭადრაკშიც საუკეთესოა დედამიწის ზურგზე. პირველ სწრაფ პარტიაში კარლსენს თეთრები...
სამხელისუფლებიანობა
ვეიკ ან ზეში მიმდინარე Tata Steel Chess სუპერტურნირზე, მერვე ტურის შემდეგ ცხრილის თავში სამხელისუფლებიანობა დამყარდა. ბოლო ტურამდე შეჯიბრს ერთპიროვნულად აზერბაიჯანელი შაჰრიარ მამედიაროვი ლიდერობდა, თუმც ჰოლანდიის სახელით მოასპარეზე ინდუს ანიშ გირისთან დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონი მაგნუს კარლსენთან და იმავე გირისთან ერთად 5,5 ქულით პირველობს. კარლსენმა მერვე ტურში ინგლისელ გავეინ ჯონსს მოუგო. იგი თავიდანვე ფავორიტად იყო მიჩნეული,...
სიძე, შე ძველო!
ჰოლანდიურ ვეიკ-ან-ზეში წლის პირველი სუპერტურნირი მიმდინარეობს. იგი 1938 წლიდან უწყვეტად ტარდება, ანუ წელს 80 წლის იუბილეს იხდის. ტურნირს წლიდან წლამდე სახელი სპონსორთა როტაციის კვალად ეცვლება და წელს რახან Tata Steel Chess ეწოდება, გასაგებია, რომ ამჯერად იქაურ პარტიებს ინდური ფოლადის გიგანტი აფინანსებს. მოჭადრაკენი სამ ჯგუფად განაწილდნენ: 1658 მოყვარული ერთმანეთში რას მოიმოქმედებს, “სარბიელის” მკითხველს არ აინტერესებს, შუათანა,...
დღე პირველი – ჯობავა და სხვები
საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში, სწრაფ და ბლიც ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს, რომელიც 30 დეკემბრამდე გასტანს და 2 მილიონდოლარიანი საპრიზო ფონდით გამოირჩევა. პირველი სამი დღე სწრაფი ჭადრაკისაა და ყოველ მონაწილეს დღეში 5 პარტიის თამაში ევალება. ბოლო ორი დღე ბლიცს დაეთმობა და მოჭადრაკეებს დღეში 10 პარტიის გამართვა მოუწევთ. ვაჟთა შორის სწრაფ ჭადრაკში პირველი დღის გმირი ჩვენებური ბაადურ...
სიუზანის ნოსტალგია…
თავის ფეისბუქ გვერდზე ქალთა მსოფლიოს ექსჩემპიონი სიუზან (ჟუჟა) პოლგარი ძველ კეთილ დროს იხსენებს, როცა მალიორკაზე, 2004 წლის 36-ე საჭადრაკო ოლიმპიადის მსვლელობისას მაია ჩიბურდანიძეს შეხვდა და ღირსეულ ბრძოლაში მოუგო. დები პოლგარების ტრიოდან უფროსის მიერ ატვირთულ ფოტოზე ჩანს ნონა გაფრინდაშვილიც, რომელიც ქართველის და უნგრელის პარტიას ყურადღებით ადევნებს თვალს. უნგრელი მოჭადრაკე თავის პოსტში ქართველი ჩემპიონების მიმართ კომპლიმენტებს არ...
სიამის ჭადრაკი
ბავშვობის სიუჟეტი: სოფლის ბირჟა, გაცვეთილი ჭადრაკის დაფა და ფიგურები (თავწატეხილი მეფეებით და ლაზიერებით, რასაკვირველია), პარტია პარტიაზე გასაოცარი სვლების თანხლებით (დიდოსტატს მათი გაგება გაუჭირდება)… გამოივლის ამ დროს მავანი უფროსკლასელი და შოშიებივით პირდაღებულ ბავშვებს “დეტსკი მატს” უჩვენებს, შამათს ოთხ სვლაში, რომელიც გულისხმობს, რომ შავებმა ერთიმეორეზე სუსტი სვლები უნდა გააკეთონ. უფროსკლასელი დიდების ზენიტშია. გადაავლებს რა პუბლიკას მოწყალე მზერას,...
ჭადრაკი და ძმანი მისნი
ჭადრაკს პიარი აღარ სჭირდება. მას თამაშობენ სკოლებში (ბევრ ქვეყანაში სასწავლო პროგრამის ნაწილია) და სპეციალურად მისთვის აგებულ სასახლეებში. ინტერნეტზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. საჭადრაკო პროგრამების მოძალების ფონზე მინელდა, თორემ ოციოდე წლით უკან ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონების სახელთა ხსენების სიხშირე დიდ ფეხბურთელთა ანალოგიურ მაჩვენებლებს ბევრით არ ჩამორჩებოდა. ჭადრაკს უმღერიან (თეიმურაზ I-ის ზმა “ნიჭად რაკი-რუკი მესმა…” გაგახსენდებოდათ, თუ არა –...
ცოტა რამ ჭადრაკზეც…
ჩაიგრიალა საჭადრაკო მსოფლიო თასმა ქალაქ თბილისში და რამდენიმე დღის გამოშვებით “სარბიელის” ახალი სიცოცხლეც დაიწყო. გაქცეულ ცხენს აღარ გავედევნებით, მკითხველს კი იმის პირობას მივცემთ, რომ ამიერიდან ჭადრაკში მიმდინარე მნიშვნელოვან ამბებს არ გამოვაპარებთ. მანამდე კი კონსპექტურად იმაზე, რაც გასული თხუთმეტი წლის მანძილზე ბრძენთა თამაშში შეიცვალა… შეიცვალა კი ბევრი რამ. 2002 წელს მქუხარე გვარებიდან დღეისთვის სამიოდე თუღა შემორჩა...







