დიეგო სიმეონეს ვაჟი, „ვერონას“ შემტევი ჯოვანი სიმეონე „ნაპოლის“ მთავარი სატრანსფერო მიზანია. ნეაპოლელებმა ფეხბურთელთან უკვე შეათანხმეს კონტრაქტის პირობები. ახლა კი „ვერონასთან“ საუბრობენ. საქმე ეხება ერთწლიან იჯარას გამოსყიდვის პერსპექტივით. წინა სეზონში 26 წლის ჯოვანი „ვერონას“ საუკეთესო მეგოლე გახდა სერია A-ში. მან 17 ბურთი გაიტანა და ჯამში ბომბარდირთა შორის მეოთხე ადგილი დაიკავა ჩირო იმობილეს („ლაციო“ – 27 გოლი),...
ჭდე: ჩირო იმობილე
მანჩინიმ ლიდერი მოისაკლისა
იტალიის ეროვნულ გუნდს 12 ნოემბერს შვეიცარიასთან, 15 ნოემბერს კი ჩრდილოეთ ირლანდიასთან მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩები უწევს. ასეთ დროს შეტევის ლიდერი ჩირო იმობილეს ტრავმა რობერტო მანჩინისთვის სერიოზული პრობლემაა. იმობილემ წვივის კუნთი დაიზიანა და უკვე დატოვა საწვრთნელი ბანაკი. მის ნაცვლად „სასუოლოდან“ ჯანლუკა სკამაკა გამოიძახეს. იმობილე იტალიელთა ერთადერთი დანაკლისი როდია. ნიკოლო ბორელა და ჯორჯო კიელინი გუნდთან...
ოქროს ბუცი ბითურობაა?
არ აღმოჩნდა საკმარისი „ოქროს ბურთის“ გაუქმება. მეორე პრესტიჟული პერსონალური ჯილდოს – ევროპის „ოქროს ბუცის“ მოსაპოვებლად მიმდინარე მარათონს სერიოზული ვნებათაღელვა მოჰყვა. ამ წუთისთვის პრეტენდენტი სულ სამია: რობერტ ლევანდოვსკი, ჩირო იმობილე და კრიშტიანუ რონალდუ. პირველ ორს 34-34 გოლი აქვს გატანილი, მაგრამ ლევანდოვსკისთვის სეზონი დასრულდა, იმობილეს კი თადარიგში ორი მატჩი აქვს. ორი მატჩი დარჩა რონალდუსაც, რომელიც კონკურენტებს სამი...
50 იტალიაში, ესპანეთსა და ინგლისში…
ასაკის მიუხედავად, კრიშტიანუ რონალდუ რეკორდს რეკორდზე ამყარებს. 35 წლის პორტუგალიელმა „იუვენტუსისა” და „ლაციოს” შეხვედრაში სამ წუთში ორჯერ გაიტანა და გახდა მოთამაშე, რომელმაც სერია A-ში 50 გოლი ყველაზე მოკლე დროში შეაგდო. გარდა ამისა, კრიშტიანუ ერთადერთია, ვინც 50 გოლი გაიტანა როგორც იტალიაში, ასევე ესპანურ ლა ლიგასა და ინგლისის პრემიერლიგაში. შესაბამისად, ყოველგვარი დავა, თუ როგორ ჩემპიონატში ეიოლება პორტუგალიელს...
მილანი ელის: ტოპებს და უეფას
„მილანის“ სპორტული დირექტორი მასიმილიანო მირაბელი ამბობს, მიუხედავად იმისა, თუ როგორ ვერდიქტს გამოგვიტანს 15 ივნისს უეფა, კლუბს ლიდერები არ დატოვებენო: „გადაწყვეტილების მოლოდინში ვართ და იმედია, უეფა ევროპის ლიგაზე თამაშის უფლებას მოგვცემს, მაგრამ თუ მაინც აგვიკრძალეს, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ დისკვალიფიკაციის მიუხედავად, „მილანიდან“ ლიდერები არ წავლენ თუ მათ თავად არ გადაწყვიტეს ჩვენთან განშორება. მეტიც, ჩვენ კლუბის გაძლიერებაზე ვმუშაობთ...




