ჭდე: ფერან ტორესი

Home ფერან ტორესი
ჩავი ტორესის თვალებში იყურება
ჩანაწერი

ჩავი ტორესის თვალებში იყურება

„ბარსელონას“ თავკაცმა ჩავიმ გუნდში ახალი ვარსკვლავის ფერან ტორესის გამოჩენა სიხარულით აღნიშნა. მოგეხსენებათ, ტორესი „კამპ ნოუზე“ „მანჩესტერ სიტიდან“ 55 მილიონ ევროდ გადავიდა. გარიგება 2021 წლის ბოლოს შედგა. მართალია, კლუბები ქაღალდებს ოფიციალურად ჯერ კიდევ აფორმებენ, მაგრამ ფეხბურთელი უკვე ჩავიდა კატალონიის დედაქალაქში. ესპანური პრესა წერს, რომ ჩასვლის მიუხედავად თავდამსხმელი ახალ გუნდში სათამაშოდ ჯერჯერობით არ არის მზად. მას ფეხი...

ოი, შეყვარებულისათვის…
ჩანაწერი

ოი, შეყვარებულისათვის…

„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელს ფერან ტორესს ესპანეთის ნაკრების მწვრთნელის, ლუის ენრიკეს (მისი გვარია მარტინეს გარსია) ქალიშვილი სირა მარტინესი ჰყვარებია. „ელ მუნდოს“ ინფორმაციით, ახალგაზრდები ტოლები არიან — 21 წლისანი. მოგეხსენებათ, ფერან ტორესის გადაბირებას „ბარსელონა“ ცდილობს და ტრანსფერის გაჩარხვასაც არაფერი აკლია. სირა მარტინესი კი სწორედ ბარსელონაში ცხოვრობს, რაც ფორვარდისთვის დამატებითი სტიმულია. ფერან ტორესი „ბარსას“ ახალი მწვრთნელისთვის, ჩავისთვის მეორე...

ტორესი ბარსას მიუახლოვდა
ჩანაწერი

ტორესი ბარსას მიუახლოვდა

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ, დაადასტურა, რომ „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა აგრძელებს მოლაპარაკებებს „ქალაქელების“ ესპანელი შემტევის, ფერან ტორესის ტრანსფერის თაობაზე. „იანვარში ჩვენ თავდამსხმელის ყიდვას არ ვაპირებთ. ფერან ტორესი  და „ბარსელონა“? ოფიციალურად ჯერ ცნობილი არაფერია. თუმცა ვიცი, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს და მხარეები თითქმის შეთანხმებულები არიან ტრანსფერზე“, – ამბობს გვარდიოლა. ესპანური მედია კი წერს, რომ 21 წლის ტორესი...

მე ვალენსიელი ვარ!
ჩანაწერი

მე ვალენსიელი ვარ!

დღეს, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ B ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები შვედეთს მასპინძლობს, ესპანეთი საბერძნეთში თამაშობს. ესპანელთა ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე, „ვალენსიას“ ყოფილი და „მანჩესტერ სიტის“ ახლანდელი თავდამსხმელი, 21 წლის ფერან ტორესი ამ დღეებში ხორხე ვალდანოს გადაცემას Univesro Valdano-ს სტუმრობდა. სხვა თემებთან ერთად, საუბარი ფორვარდის ვალენსიურ პერიოდსაც შეეხო. მოგეხსენებატ, „ვალენსიაში“ ტორესის ასაკის ქართველი გიორგი მამარდაშვილი სათადარიგო მეკარეა. გთავაზობთ,...

მინუს ფერან ტორესი
ჩანაწერი

მინუს ფერან ტორესი

 „მარკას“ ინფორმაციით ფერან ტორესმა მარჯვენა ფეხი გაიბზარა და დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს. ეს ცუდი ამბავია როგორც „მანჩესტერ სიტისთვის“ ასევე ესპანეთის ნაკრებისთვის. ბოლო პერიოდში ტორესი შესანიშნავ ფორმაში იყო და ორივე გუნდს დიდად ეხმარებოდა. ფერანმა ფეხი ერთა ლიგის ნახევარფინალში, მილანის „სან სიროზე“, იტალიისა და ესპანეთის ნაკრები გუნდების შეხვედრის დროს იტკინა. ის მატჩი „ლა როხამ“ სწორედ...

დავიდ ვილია: ტორესი მაჯობებს
ჩანაწერი

დავიდ ვილია: ტორესი მაჯობებს

ხვალ ერთა ლიგის ფინალია და არ არის გასაკვირი, რომ საფრანგეთის ნაკრებთან თამაშის წინ ესპანეთში ფერან ტორესზე ლაპარაკობენ. მან ნახევარფინალში იტალიას ორი გოლი გაუტანა. დღეს ის „სან სიროზე“, საპრესკონფერენციო ოთახში, ჟურნალისტების კითხვებს გასცემს პასუხს, არადა ესპანეთის ნაკრების კაპიტანთა შორის არ არის. „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელს ოთხი წელიწადია რაც „ლა როხაში“ იძახებენ ის კი მხოლოდ 21 წლისაა. 17...

გიჟური სეზონის გიჟური მატჩი
ჩანაწერი

გიჟური სეზონის გიჟური მატჩი

იმას, რაც ნიუკასლის „სენტ ჯეიმსის პარკზე” მოხდა პრემიერლიგის გიჟური სეზონის ყველაზე გიჟური მატჩი უწოდეს: „მანჩესტერ სიტიმ” მასპინძელ „ნიუკასლ იუნაიტედს” 4:3 მოუგო. მანკუნიანელთაგან სამი გოლი ფერან ტორესმა გაიტანა. ახლა, „ქალაქელებს” ყველა შეჯიბრებაში ერთად, სტუმრად, ზედიზედ 23 შეხვედრაში არ წაუგიათ და ეს გახლავთ რეკორდი. აქამდე, რეკორდსმენი იყო „ნოთს ქაუნთი”, რომელიც 2012 წელს პირველ ლიგაში ანუ ინგლისურ კლუბთა...

მარკა: ამ დროისთვის თამაში დანის პირზე მიდიოდა…
ჩანაწერი

მარკა: ამ დროისთვის თამაში დანის პირზე მიდიოდა…

თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე”, ფიფას 2022 წლის ყატარის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის B ჯგუფის შეხვედრაში, დანი ოლმომ მეორე ტაიმის ბოლოს, მეორე წამატებულ წუთზე გატანილი გოლით ესპანეთის ნაკრებს საქართველოსთან დრამატული გამარჯვება მოუტანა. სანამ ოლმო გაიტანდა და იმედს გადაარჩენდა, ესპანეთი შესარჩევ ციკლში ზედიზედ მეორე 1:1-კენ მიდიოდა. ანგარიში პირველი ტაიმის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე ქართველებმა გახსნეს,...

ტორესი უკვე ქალაქელია
ჩანაწერი

ტორესი უკვე ქალაქელია

„მანჩესტერ სიტიმ” სულ მცირე ლეროი სანეს შემცვლელი იპოვა — „ვალენსიასგან” 20 წლის ფერან ტორესი გადაიბირა. სატრანსფერო თანხა არის ნაღდ 20,9 მილიონ გირვანქას პლუს მთელი რიგი წანამატები ანუ ის სავარაუდოდ 31,8 მილიონ გირვანქამდე (35 მილიონ ევრომდე) გაიზრდება. კონტრაქტი ხუთწლიანია. ტორესს „ვალენსიაში” ერთი წელიწადი ჰქონდა დარჩენილი. აღსანიშნავია, რომ ვალენსიელები ახალგაზრდაში თავიდან 39 მილიონ გირვანქას ითხოვდნენ, მაგრამ კორონაკრიზისმა...