რა არ უნახავს ლეგენდარულ ფაბიო კაპელოს თავის სამწვრთნელო კარიერაში, მაგრამ არავის ისე არ გაუწვალებია, როგორც ფენომენს — რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმას. რონალდო და კაპელო ნახევარი წლით „რეალში” გადაიკვეთნენ. ეს მოხდა 2007 წლის იანვრამდე, სანამ ბრაზილიელი მადრიდს დატოვებდა და „მილანში” გადავიდოდა. „მარკა” წერს, რომ რამდენადაც უდავო იყო რონალდოს ნიჭი, იმდენად რთული აღმოჩნდა მისი მოთოკვა. „სქაი...
ჭდე: ფაბიო კაპელო
მანჩესტერიდან მოვდივარ, უკან მაბრუნებს ქარიო
მდაა, ოთხი წელიწადი. ეს ოთხი წელიწადი სულ ერთნაირი დამარცხების, სირცხვილის, დაცინვის ეპოქაა. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ გამარცხებს ვოლგოგრადი, ტრაბზონი, ავტოქარხანა, ისთანბულის გარეუბანი, სოფელ ვარიანის მეფრინველეობის კომლექსის დუბლშემადგენლობა. გიგებს ლამის რომ აბოვიანის „კოტაიკი“ და შენა ხარ შვიდგზის შერცხვენილი, რადგან ზედიზედ იგებ მსოფლიოს უძველეს ეროვნულ ჩემპიონატს, კუნძულს გამოცდენილი კი თავლაფდასხმული ხარ. დიახაც, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ბევრჯერ იყო...
რონალდუ აღარც სწრაფია და აღარც დინამიკური
„იუვენტუსმა” „მილანს” 1:0 მოუგო. გოლი 77-ე წუთზე პაოლო დიბალამ გაიტანა. დიბალა მოედანზე 55-ე წუთზე შევიდა. მან კრიშტიანუ რონალდუ შეცვალა. როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, რონალდუ შეცვლამ გააღიზიანა. მან მწვრთნელს მაურიციო სარის ცივად ჩაუარა და უკმაყოფილო შევიდა გასახდელში. ამბობენ, მსოფლიოს ოთხგზის საუკეთესო ფეხბურთელი თამაშის დამთავრებას აღარც კი დაელოდაო. 34 წლის ვარსკვლავის ასეთმა ქცევამ ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი ფაბიო...
ზიდანს ახსოვს, აზარმა იცის
„რეალს“ „ატლეტიკოსთან“ ქულის მოსაპოვებლად თამაშის ჩაკეტვა დასჭირდა. ეს „ბლანკოსის“ ფეხბურთის დამახასიათებელი სტილი არ არის… ზინედინ ზიდანს დათხოვნა ჯერ არ ემუქრება, თუმცა, მაინც გასახსენებელია, რომ კაპელო, შედეგის მიუხედავად, მადრიდიდან უსახური ფეხბურთის ჩვენების გამო გაუშვეს. ზიდანმა ეს იცის, ახსოვს და აზარის იმედი აქვს „ვიცი, რომ აზარი „რეალში“ წარმატებას მიაღწევს. რჩევის მიცემაც კი არ მჭირდება, თუ როგორ უნდა ითამაშოს....
ამ საქმის ვერ გავიგე
საკვირველია საფეხბურთო მწვრთნელის ხელობა. ძალიან გაგიჭირდება გაიგო, რატომ გახდა ესა თუ ის კაცი კარგი მწვრთნელი. ამისთვის რომ დიპლომი არ არის საკმარისი, ცხადია, მაგრამ ისიც ხომ ნათელია, რომ ხშირად უდიპლომო მწვრთნელებიც არ ვარგანან მწვრთნელებად. მწვრთნელის ხელობა დიდი საიდუმლოა. არსებობს აზრი, რომ დიდი ფეხბურთელები კარგი მწვრთნელები ვერ გამოდიან და ამის მაგალითად ალფრედო და სტეფანო მოჰყავთ ხოლმე. არსებობს...
ბაიერნი დაჩამიჩდა
ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი ფაბიო კაპელო ამბობს, რომ „ბაიერნი” მსოფლიოს ტოპ-გუნდი აღარ არის. „მიმდინარე სეზონში მიუნხენელთა ბევრი მატჩი ვნახე. ისინი ნელა ირჯებოდნენ, ოსტატობა აკლდათ. ფეხბურთს გაბრაზებული უნდა თამაშობდე, ბავარიელებს კი სწორედ ეს ბრაზი აკლიათ. მათი პრობლემა მტკიცე ხასიათის არქონაა. არსად ჩანს სიმტკიცე, რომლის წყალობითაც მათ მეტოქე უნდა დაამარცხონ. დღეს ჩვენ სხვანაირ „ბაიერნს” ვუყურებთ”, — თქვა კაპელომ...
წაგებულის მენტალიტეტი და 66-ის აჩრდილი
ინგლისის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ თქვა, რომ ინგლისელებს ზეწოლასთან გამკლავება უჭირთ და წარუმატებლობის შემდეგ წაგებულებისთვის დამახასიათებელი გამართლების ძებნას იწყებენ ხოლმე. სახელოვანი იტელიელის ამ ნათქვამმა ალბიონზე ხალხი გააღიზიანა. დაწერეს, ეს ის კაცია, 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, მერვედფინალში გერმანიასთან რომ გავარდა და ფეხბურთელები თავისი მოსაწყენი საწვრთნელი შეკრებებით ლამის ჭკუაზე გადაიყვანაო. 71 წლის კაპელომ, რომლის ინგლისმა ჯგუფში ალჟირსა და...
რეალში კარგი სიტუაცია არ იყო
ფაბიო კაპელოს „რეალი” არ ესწავლება. ის ორჯერ (1996/97 და 2006/07) წლებში ედგა მადრიდის გუნდს სათავეში და ორივეჯერ ესპანეთის ჩემპიონის ტიტული მოაგებინა. „თეთრების” მწვრთნელის თანამდებობიდან ზინედინ ზიდანის გადადგომის თაობაზე იტალიელმა ასე თქვა: „მადრიდში კარგი ატმოსფერო არ იყო. ამიტომ ზიდანი ძალიან ჭკვიანურად მოიქცა, რომ გადადგა. მან უკვე სამი თვეა იცოდა, რომ თუკი ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებდა, გაუშვებდნენ....
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კარში დარტყმა არ იცოდა
ფაბიო კაპელომ თქვა, რომ როდესაც ზლატან იბრაჰიმოვიჩი “იუვენტუსში” მივიდა, მან კარში დარტყმა არ იცოდა. ეს 2004 წლის ამბავია. იბრა “იუვეში” “აიაქსიდან” გადავიდა. “იუვენტუსში” შვედმა ზედიზედ ორჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონის ტიტული, თუმცა “კალჩოპოლის” სკანდალის გამო ტურინის კლუბს ეს ორი “სკუდეტო” ჩამოართვეს. შემდეგ ათ წელიწადში კი იბრაჰიმოვიჩი ცხრაჯერ გახდა სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონი “ინტერის”, “მილანის”, “ბარსელონასა” და “პარი...








