ჭდე: უდინეზე

Home უდინეზე
ბეტო მომავალი ოსიმენი?
ჩანაწერი

ბეტო მომავალი ოსიმენი?

სატრანსფერო სეზონზე „ნაპოლი” შემადგენლობის რევოლუციურ გარდაქმნას არ აპირებს, მაგრამ უკვე ბევრჯერ დაიწერა, რომ სარფიანი წინადადების შემთხვევაში იტალიის ჩემპიონისგან ამა თუ იმ წამყვანი ფეხბურთელის გაყიდვა არ უნდა გაგვიკვირდეს. გუნდის მშენებლობა თუ ბიზნესი? ამ საკითხისადმი თავისი დამოკიდებულება კლუბის მეპატრონეს აურელიო დე ლაურენტისს მკაფიოდ აქვს დაფიქსირებული, თუმცა პრეზიდენტი რომ უპირველეს ყოვლისა ძლიერი შემადგენლობის შენარჩუნებას აპირებს, ესეც ცნობილია. ბოლო...

ნაპოლი უდინეზეს შეესია
ჩანაწერი

ნაპოლი უდინეზეს შეესია

„სქაი სპორტის” ინფორმაციით „ნაპოლი” „უდინეზეს” თავდამსხმელის ბეტოს გადაბირებას აპირებს. „შავ-თეთრებს” იტალიის ჩემპიონთაგან უკვე მიუღიათ პირველი წინადადება. დე ლაურენტისი ბეტოს სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს იძლევა, თუმცა უდინელები 25 წლის პორტუგალიელში 35 მილიონს ითხოვენ. 35 მილიონი ზუსტად ის რიცხვია, რაც ლისაბონელს გამოსასყიდ თანხად უწერია. ამბობენ, რომ ორ კლუბს შორის კარგი ურთიერთობაა და ამის გამო ბეტოს ტრანსფერზე მუშაობა...

რა მოხდა უდინეში თამაშის მერე?
ჩანაწერი

რა მოხდა უდინეში თამაშის მერე?

„უდინეზესა” და „ნაპოლის” თამაშის წინა დღეს უდინელმა ულტრასებმა კატეგორიულად განაცხადეს, რომ ნეაპოლელებს თავიანთ ქალაქში ზეიმის საშუალებას არ მისცემდნენ. როდესაც შეხვედრა დასრულდა (1:1) ისინი საქმეზე გადავიდნენ. რამდენიმე ათეული „შავ-თეთრი” ფანი მოედანზე ჩახტა და ფეხბურთელებთან ჩამხტარ მოზეიმე ნეაპოლელებს ქამრებით და ხელკეტებით დაერია. ნეაპოლელები მინდორზე გაცილებით მეტნი იყვნენ, მაგრამ მათი ამოცანა ჩხუბი კი არა, ზეიმი იყო და ამიტომ...

უდინეზე-ნაპოლის წინ
ჩანაწერი

უდინეზე-ნაპოლის წინ

დღეს სერია A-ს ჩემპიონატის 33-ე ტურის ბოლო დღეა: „უდინეზე” „ნაპოლის” მასპინძლობს. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი შეხვედრა ნეაპოლში 12 ნოემბერს გაიმართა და დასრულდა „აძურის” გამარჯვებით 3:2. ხვიჩა კვარაცხელია იმ მატჩში ზურგის ტრავმის გამო არ მონაწილეობდა. ოსიმენის, ჟელინსკის და ელმასის გოლებით „ნაპოლი” დაწინაურდა — 3:0, მაგრამ მეორე ტაიმის ბოლოსკენ ნესტოროვსკიმ და სამარჯიჩმა ორი საპასუხო გოლის გატანა...

მარადონაზე ანშლაგია
ჩანაწერი

მარადონაზე ანშლაგია

„მარადონაზე” თითქმის ყველა ადგილი გაყიდულია. ძალიან ცოტა დარჩა — ყველაზე იღბლიანთათვის. მერე რა, რომ ხვალ, „უდინეზესა” და „ნაპოლის” შეხვედრა თუ საავტომობილო გზით ვიანგარიშებთ 841, ხოლო ჰაერით 586 კილომეტრის მოშორებით გაიმართება. ნეაპოლელები მაინც თავიანთ სტადიონზე იკრიბებიან, სადაც მათ გიგანტურ ტელეეკრანებს დაუმონტაჟებენ. ბილეთის ფასი სიმბოლურია — 5 ევრო. შეკრებილი თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება. „დიეგო მარადონა” 55 ათას გულშემატკივარს...

ნეაპოლელებო, მოგვერიდეთ! ეს თქვენი ქალაქი არ არის
ჩანაწერი

ნეაპოლელებო, მოგვერიდეთ! ეს თქვენი ქალაქი არ არის

იზრდება იმ იტალიური ქალაქების რაოდენობა, სადაც ადგილობრივ გულშემატკივარს არ სურს, რომ ნეაპოლელებმა სკუდეტოს მოგება მათ ტერიტორიაზე იზეიმონ. მეტწილად ეს ჩრდილოეთის ქალაქებია, თუმცა პირველად ამის შესახებ სალერნოელებმა განაცხადეს. მათ ოფიციალური განცხადებაც კი გამოაქვეყნეს. დაახლოებით ერთი კვირის წინ სალერნოელებს „იუვენტუსის” გულშემატკივრები შეუერთდნენ და შემდეგ დაემატნენ „ატალანტას”, „ტორინოს” და ბოლოს „უდინეზეს” ქომაგები. არადა, „აძური” ხვალ სწორედ უდინეში თამაშობს,...

თამაში დარჩა, დაბრუნება გადაიდო
ჩანაწერი

თამაში დარჩა, დაბრუნება გადაიდო

ხუთშაბათს, უდინეში, „უდინეზე” „ნაპოლის” მასპინძლობს. ფრის შემთხვევაში „ნაპოლი” იტალიის ჩემპიონია. უდინეს პრეფექტურა და სხვა კომპეტენტური სამსახურები ბოლო დღეების განმავლობაში უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობდნენ. იყო მოსაზრება მატჩი ადრე, შუადღისას ჩაეტარებინათ, მაგრამ, საბოლოოდ ყველაფერი ისე დატოვეს, როგორც თავიდან იყო დაგეგმილი. თამაში საქართველოს დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. აქვე დაზუსტდა „ნაპოლის” უდინედან ნეაპოლში დაბრუნების გრაფიკიც. როგორც არ...

კალენდარში მცირე ცვლილებებია
ჩანაწერი

კალენდარში მცირე ცვლილებებია

დღეს მთელი ნეაპოლი სკუდეტოს მოლოდინშია. ყველა ცდილობს გამოიცნობს ზუსტი თარიღი, როდესაც მათი საყვარელი გუნდი ჩემპიონი გახდება. იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ნეაპოლელებს მარჩიელობის განახლებული შესაძლებლობა მისცა: გამოქვეყნდა 33-ე და 34-ე ტურების ახალი თარიღები. საქმე ეხება მატჩებს „უდინეზესა” და „ფიორენტინასთან”. „აძურიმ” პირველი სტუმრად, ხოლო მეორე შინ უნდა ჩაატაროს. ახალი კალენდრის თანახმად უდინეში თამაში 2 მაისს საქართველოს დროით 20...

ნაპოლიმ ლაზარული ნახევარდაცვა მოინდომა
ჩანაწერი

ნაპოლიმ ლაზარული ნახევარდაცვა მოინდომა

როდესაც ჩემპიონატები წყდება, მყისიერად აქტიურდება საუბრები სატრანსფერო ბაზრის შესახებ, რომელიც იანვარში გაიხსნება. იანვარშივე განახლდება სერია A-ს პირველობა. როგორც calcionapoli1926 წერს, ამჯერად „ნაპოლის” ინტერესის საგანს წარმოადგენს „უდინეზეს” სერბული წარმოშობის გერმანელი ნახევარმცველი, 20 წლის ლაზარ სამარძიჩი, რომელმაც „აძურის” ბოლო ტურში გოლიც კი გაუტანა. ეს მან მოჰპარა ნაქებ კიმს ბურთი, მეტოქის კარისკენ დაიძრა და მარცხენა ფეხით გაისროლა მიზანში....

მადლობა ნეაპოლელ გულშემატკივარს
ჩანაწერი

მადლობა ნეაპოლელ გულშემატკივარს

„ნაპოლიმ” ბოლო შეხვედრაში „უდინეზეს” მოუგო 3:2 და ახლა, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატით გამოწვეული შესვენება დაიწყო, სერია A-ს ცხრილში 8 ქულით ლიდერობს. „უდინეზესთან” შეხვედრის ერთ-ერთი ყურადსაღები ამბავი 23-ე წუთზე მოხდა, როდესაც უდინელთა ესპანელმა, უფრო სწორედ კატალონიელმა თავდამსხმელმა ჯერარდ დეულოფეუმ ფეხი იტკინა და შესაცვლელი გახდა. დეულოფეუმ ტრავმა ძალიან განიცადა, ტიროდა, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ ისეთი რთული, თავიდან რომ...