კორიერე დელო სპორტის” რწმენით მაკედონიელმა ელიფ ელმასმა კვლავ დაარწმუნა ხვიჩა კვარაცხელია, რომ მისი ღირსეულად შეცვლა შეუძლია. გაზეთი ელმასს ჯოკერს უწოდებს და ამბობს, რომ ქართველს საქმე სანანებლად არ გაჰხდომია — „უდინეზესთან” (3:2) შეხვედრაში „ნაპოლის” მარცხენა ფრთაზე კვლავ გმირი ჰყავდა, რომელმაც გოლიც გაიტანა და საგოლე გადაცემაც შეასრულა. შეხვედრის დასრულების შემდეგ DAZN-მა მაკედონიელს, რომელმაც სეზონის პირველი მონაკვეთი მეტწილად...
ჭდე: უდინეზე
კიმმა ბოდიში მოიხადა და ხალხს თავი შეაყვარა
იტალიაში, „ნაპოლისა” და „უდინეზეს” შეხვედრის (3:2) დამთავრების შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი თემა გახლდათ სამხრეთ კორეელი მცველის კიმ მინ-ჯაეს შეცდომა, როდესაც მას 82-ე წუთზე 20 წლის გერმანელმა ლაზარ სამარძიჩმა ბურთი წაართვა, პოზიცია გაიუმჯობესა და გოლი გაიტანა. გულშემატკივარი კიმისგან შეცდომას არ არის დაჩვეული. ამას არც თავად კორეელი ელოდა და ამიტომაც მოიხადა მატჩის დასრულების შემდეგ სოციალურ ქსელში ბოდიში....
ნაპოლის ფეხბურთელები სოციალურ ქსელებში
„ნაპოლის” გასახდელში ენთუზიაზმი დუღს და გადმოდუღს. „აძურიმ” „უდინეზეს” 3:2 მოუგო. ეს გახლდათ ლიდერის ზედიზედ მეთერთმეტე გამარჯვება სერია A-ში, სადაც გუნდი 15 ტურის შემდეგ დაუმარცხებლად მიდის. ამით, ლუჩანო სპალეტის გუნდისთვის სეზონის პირველი ნაწილი დამთავრდა. ახლა მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება, იტალიის ჩემპიონატის შემდეგი ტური კი 2023 წლის 4 იანვარს გაიმართება, როდესაც „ნაპოლი” „სან სიროზე” „ინტერს” შეხვდება. „მაინცდამაინც ახლა...
ლოჩოს გუნდი ცუდი არ იყო
ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზე” სერია A-ში ჯერჯერობით კვლავ გამარჯვების გარეშეა. ამჯერად ქართველი მცველის გუნდმა შინ 0:0 ითამაშა „უდინეზესთან”, რომელიც ამ შეხვედრის წინ მე-8 ადგილზე იყო. მიუხედავად იმისა, რომ კრემონელებმა ვერ მოიგეს, „უდინეზესთან” ბრძოლით მოპოვებული ფრე ცუდ შედეგად არ ჩაითვლება. უდინელებს წინა ტურამდე ზედიზედ ცხრა ტურში არ ჰქონდათ წაგებული. შემდეგ „ტორინომ” ისინი 2:1 დაამარცხა და ახლა გუნდს...
იუვემ რონალდუსშემდგომი ცხოვრება მარცხით დაიწყო
„იუვენტუსმა“ კრიშტიანუ რონალდუს შემდგომი ცხოვრება სენსაციური მარცხით დაიწყო — „ბებერმა ქალბატონმა“ შინ, სერია A-ში ახალდაბრუნებულ „ემპოლისთან“ 0:1 წააგო. პორტუგალიელის „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლის მეორე დღეს, „იუვემ“ ემპოლელი ლეონარდო მანკუზოს მიერ პირველი ტაიმის 21-ე წუთზე გატანილ გოლს ვერ უპასუხა. ტურინელთა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ თქვა, რომ მისმა ფეხბურთელებმა რონალდუს წასვლაზე ფიქრს თავი უნდა დაანებონ და ყურადღება მოიკრიბონ, რათა...
იტალიური საგიჟეთი
წინასწარი ინფორმაციით სერიაA-ს კლუბები დღეიდან უნდა შესდგომოდნენ გუნდურ ვარჯიშებს, მაგრამ ჯერ არაფერი შეცვლილა. კლუბებმა ვერ მიაღწიეს კონსენსუსს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროსთან და სამედიცინო პროტოკოლში ცვლილებებს ითხოვენ. „იუვეს“, „ინტერის“ და „ლაციოს“ ბოსები კატეგორიულად ემხრობიან ჩემპიონატის განახლებას და არ სურთ ჩემპიონის ვინაობის კაბინეტებში გადაწყვეტა. ყველაზე წინააღმდეგობრივი პუნქტი ისაა, რომლის თანახმადაც ყველა გუნდი და პერსონალი სავალდებულო ორკვირიან კარანტინზე უნდა...
ალექსის სანჩესის ბევრი ფული, პრობლემები და მესამე
როდესაც ალექსის სანჩესი „არსენალში“ თამაშობდა, ჟოზე მოურინიუ იმავეს ხედავდა, რასაც მთელი დანარჩენი საფეხბბურთო სამყარო — სწრაფ, აგრესიულ, მკვირცხლ, შემოქმედებით ბომბარდირს. სწორედ ამიტომ გამოგლიჯა ხელიდან „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „მანჩესტერ სიტის“ თითქმის გადაბირებული ჩილელი ფორვარდი 2018 წლის იანვარში. მაგრამ, როდესაც ფეხბურთელს ენითაუწერელ გასამრჯელოზე უწერდნენ ხელს, „ოლდ ტრეფორდის“ ბოსებს ერთი რამ გამოეპარათ. მათ ვერ დაინახეს შინაგანი პრობლემებით სავსე, ცოლთან...
ოსპინამ გონება დაკარგა
„ნაპოლის” კოლუმბიელმა მეკარემ დავიდ ოსპინამ „უდინეზესთან” შეხვედრის დროს გონება დაკარგა და სასწრაფოდ საავადმყოფოში წაიყვანეს. 30 წლის გოლკიპერი „არსენალს” ეკუთვნის, იტალიაში კი იჯარით თამაშობს. მსაჯმა თამაში პირველი ტაიმის დამთავრებამდე ხუთი წუთით ადრე შეაჩერა, როდესაც „ნაპოლის” საჯარიმოსთან შეჯგუფულმა ფეხბურთელებმა ანიშნეს, რომ მეკარე წაიქცა და სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა. ოსპინას კოლაპსის მიზეზი სავარაუდოდ, ცოტა ხნით ადრე „უდინეზეს” თავდამსხმელ იგნასიო...







