„ტორპედოში“ ალბანელი არდიტ ტოლი ითამაშებს. 25 წლის ნახევარმცველი „ტორპედოს“ უკრაინული “ვორსკლადან” შეუერთდა, სადაც 10 თამაშში 1 გოლი გაიტანა. ალბანელ საყრდებს კარიერის დიდი ნაწილი საბერძნეთში აქვს გატარებული, უთამაშია „ოლიმპიაკოსში“, „ჩანიაში“, „კისამიკოსში“ და „კალამატაში“. სამშობლოში იგი ალბანური „ტირანას“ ფეხბურთელი იყო, რომელიც 2020 წლის აგვისტოში, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, თბილისში „დინამოს“ შეხვდა და გათამაშებას გამოთიშა. ერთი მატჩი ალბანეთის...
ჭდე: ტორპედო
სუპერთასი ახლებურად…
ახალი სეზონიდან საქართველოს სუპერთასის ფორმატი დაახლოებით ისეთივე იქნება, როგორც ესპანეთში ტარდება, მასში მონაწილეობას 4 გუნდი მიიღებს – ევროტურნირზე ეროვნული ლიგიდან გასულ სამეულს საქართველოს თასის გამარჯვებული დაემატება და მინი-ტურნირი ჩატარდება ნახევარფინალებითა და ფინალით. „ამიერიდან საქართველოს სუპერთასის ფორმატი შეიცვლება – ტიტულისთვის 4 გუნდი იბრძოლებს. ჩატარდება ნახევარფინალები და ფინალი. მასში მონაწილეობას ევროთასების საგზურის მფლობელი სამი გუნდი და საქართველოს...
ტალანტი ქუთაისში… მაკედონიიდან
ახალი სეზონის დაწყებამდე ქუთაისის „ტორპედომ“ სატრანსფერო საქმიანობა დაიწყო. კლუბის ხელმძღვანელობა რამდენიმე მოთამაშესთან აწარმოებს მოლაპარაკებას როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. ქუთაისელებმა პირველ ტრანსფერიც განახორციელეს – მომავალი სეზონიდან გუნდის ღირსებას 18 წლის ჩრდილოეთმაკედონიელი დაშმირ ელეზი დაიცავს, რომელიც მანამდე ადგილობრივ კლუბ „შკენდიაში“ თამაშობდა. მაკედონიის მიმდინარე ჩემპიონატში ელეზიმ „შკენდიაში“ 13 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა. სხვათა შორის, ტორპედოელთა ახალწვეული „გარდიანის“ ვერსიით...
ტორპედოს მეხუთე
ქუთაისის „ტორპედომ“ თავის ისტორიაში მეხუთედ მოიპოვა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი. მათი დამრიგებლისთვის, 44 წლის კახა ჩხეტიანისთვის კი ეს მესამე სათასო ტრიუმფი გახლდათ მწვრთნელის რანგში. „ტორპედო“ მომავალ სეზონში საქართველოს კონფერენციის ლიგაში წარმოადგენს. წლევანდელი ფინალი მართლაც ყველა დანარჩენისგან განსხვავებული გახლდათ ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“: ქუთაისის „ტორპედოს“ მეოთხელიგელი (!) თბილისის „ლოკომოტივი 2“ დაუპირისპირდა. ასეთ უცნაურობას, ალბათ კიდევ კარგა...
სენსაცია მე-4 ლიგიდან
გაიმართა საქართველოს თასის ნახევარფინალური შევხედრები. ფინალში, ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, ლიგა 4-ის გუნდი ითამაშებს. „ლოკომოტივი 2“ – „საბურთალოს“ შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო უგოლო ფრედ დასრულდა, პენალტები კი უფრო ზუსტად „ლოკომოტივი 2“-ის ფეხბურთელებმა შეასრულეს და ფინალის საგზური მოიპოვეს. მეორე ნახევარფინალურ მატჩში ერთმანეთს ტრადიციული მეტოქეები, „ტორპედო“ და თბილისის „დინამო“ შეხვდნენ. ზესტაფონში ქუთათურებმა 2:0 იმარჯვეს და დედაქალაქელების...
ჩვენი ოქრო ჩვენთან
ქუთაისის „ტორპედოს“ ძველ-ახალი მწვრთნელი ჰყავს. კახა ჩხეტიანი დაბრუნდა გუნდში. მესამედ დაინიშნა ქუთაისელთა თავკაცად. 2017 წელს ჩხეტიანის „ტორპედო“ საქართველოს ჩემპიონი გახდა, მეორე წელს ევროტურნირებზეც ასე თუ ისე ნორმალურად ითამაშა, ევროპა ლიგის ორი ეტაპი გადალახა და მერე ბულგარულ „ლუდოგორეცთან“ წააგო. „ტორპედომ“ თასი და სუპერთასი ორ-ორჯერ მოიგო. ჩხეტიანი შარშანაც წვრთნიდა „ტორპედოს“, ოღონდ რამდენიმე თვით. შემდეგ იგი გია ცეცაძით...
არ არის დაცვა, არ არის გოლი…
ეროვნული ლიგის მე-13 ტურში მეტოქეებმა ერთმანეთს მხოლოდ 7 გოლი გაუტანეს (აქამდე ყველაზე მწირგოლიანი მესამე ტური გახლდათ – 8 გოლი). არადა, წინა, მე-12 ტურში უხვგოლიანობის რეკორდი დამყარდა – 25 . სხვა ბათუმი „საბურთალომ“ ლიდერ „ბათუმს“ რუსთავში, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრში უმასპინძლა, რადგან მის საშინაო არენაზე, „მიხეილ მესხზე“ 2023 წლის ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. თუმცა...
20 ათასი და უმწვრთნელო ტორპედო
კვარაობა „დინამომ“ „ბათუმს“ უმასპინძლა და ვერც ამჯერად მოუგო. უკვე მეექვსე დაპირისპირებაა თბილისელები ზღვისპირელების დამარცხებას ვერ ახერხებენ. არ იყო ცუდი თამაში. ორივე კართან შეიქმნა მომენტები. სამჯერ ბურთი ძელს მოხვდა. ცოტ-ცოტა ხვიჩა კვარაცხელიამაც ჩაატარა თავისებურები. მაგრამ გოლები არ გასულა. „დინამო არენაზე“ დაახლოებით 20 ათასი მაყურებელი შეიკრიბა. ასეთი რამ ეროვნული ჩემპიონატის მატჩში ამ სტადიონზე კარგა ხანია აღარ ყოფილა....
შფოთი
აურზაური სალხინეთში შფოთიანი გამოდგა მეორე წრის დასაწყისი. ქუთაისში გამართული ქართული კლასიკო სავსე ტრიბუნებით, კარგი თამაშითა და ცუდი დასასრულით დაგვამახსოვრდა. სტუმარი დინამოელები 2:1 იგებდნენ, უკვე დამატებული წუთები მიმდინარეონდა, როცა ჯერ ტრიბუბენზე ატყტდა ჩოჩქოლი, მოედანზე სხვადასხვა ნივთები გადმოცვივდა, შემდეგ კი მინდორზე მოწინააღმდეგე ფეხბურთელები ერთმანეთს დაერივნენ… მაყურებლებიც გადავიდნენ… მოკლედ, ერთი ამბავი იყო. ბოლოს სამართალდამცავთა ჩარევის შემდეგ, სიტუაცია დაწყნარდა....
ხვიჩა, შედევრი, ცეცაძე…
ხვიჩა 2 აპრილს, ეროვნულ ჩემპიონატის მე-6 ტურში, „ბათუმში“ ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი შედგა. 21 წლის ხვიჩას საქართველოს ჩემპიონატში ადრეც უთამაშია, 2017-18 წლებში, როცა სულაც პირტიტველა, თბილისის „დინამოს,“ შემდეგ კი „რუსთავის“ ღირსებას იცავდა. სულ 22 შეხვედრა მოუგროვდა – 18 „რუსთავში,“ 4 „დინამოში.“ შაბათს მან 23-ედ მოირგო ქართული კლუბის მაისურა. 46-ე წუთზე გიორგი ფანცულაია შეცვალა. ხვიჩამ გუნდთან ერთად...









