„მარიფილდზე“ სარაგბო საღამო ძალიან მოულოდნელი ფაქტით დაიწყო, ასევე მოულოდნელად გაგრძელდა და მოულოდნელადვე დასრულდა. ჯერ იყო და, ჰიმნის შესასრულებლად გამზადებული ბორჯღალოსნები სახტად დატოვეს, როცა „თავისუფლების“ ნაცვლად ძველი, 2004 წლამდე მოქმედი ჰიმნი ჩაურთეს … მეორე მოულოდნელობა ქართველთა მედგარი წინააღმდეგობა იყო. შეხვედრის პირველ ნახევარში ჩვენი ბიჭები მეტოქეს თუ არ ჯობდნენ, არც არაფერში ჩამოუვარდებოდნენ. პრინციპში, ეს ტაიმის ანგარიშიდანაც ჩანს...
ჭდე: ტესტ-მატჩი
ცოტაცა, ცოტაცა
შემოდგომის ტესტების ორი თამაში გადავლილია და საქართველო გამოჩნდა ხმაურით მსოფლიო გაზეთების სარაგბო ფურცლებზე. ამბავი არა მხოლოდ კანადის ბევრლელოიან ძლევასა და სოსო მათიაშვილის გაქროლებასა და ნახტომშია, არამედ, უფრო ისაა, რომ საქართველოს უელსთან უკვე დამთავრებულ დროში ხაზთან ახლო ჯარიმით და, შესაბამისად, შერკინების მოთხოვნით და მიწოლით, ფრეს საშუალება გაუჩნდა. რახან მანამდე ჩვენებმა უელსი ოხრად დაარჩინეს შერკინებებში, ამ ბოლო...
დიდი მიძალება
მკითხველი გაგვიგებს: უელსთან თამაშის ემოცია, მატჩის საკვანძო წუთებზე, გაშვებული ლელოს დეტალურ ანალიზზე, ცალკეულ მორაგბეთა მქკ-ზე, აშშ-ს ნაკრებთან მომავალი თამაშის პერსპექტივებსა და სხვა თემებზე საუბრის ფართს ჩვენს წერილში აღარ ტოვებს. ამ ერთხელ სპორტული ჟურნალისტის პირდაპირი მოვალეობების შესრულებაზე უარს ვამბობთ და ათწლეულების მანძილზე ქართულ რაგბში ნაღვაწის და ნაშენების შუალედურ შედეგს გამოვამზეურებთ, რომელსაც უელსთან ტესტ-მატჩი ადგას გვირგვინად: თაობათა...


