Breaking News

სოსიედადი

ორი თასი ორ კვირაში

ზოგი ჭირი მარგებელი რომ არის, ასე მოსდის ესპანურ „ბილბაოს“. გუნდს შანსი აქვს, ორ კვირაში ესპანეთის თასი ორჯერ მოიგოს. 3 აპრილს გაიმართება 2020 წლის გათამაშების ფინალი, რომელიც პანდემიის გამო გადაიდო და ამ შეხვედრაში „ბილბაოს“ მეტოქე „სოსიედადი“ იქნება. აქედან ორი კვირის თავზე ბილბაოელებს უკვე 2021 წლის თასის ფინალი ელით და ამჯერად მათი გამომცდელი „ბარსელონა“ იქნება. ზოგადად „ბილბაო“…

Read more

ელ კლასიკო არ იქნება

ესპანეთის სუპერთასის ფინალი არ იქნება „ელ კლასიკო”. მართალია, თავისი წილი ნახევარფინალი „ბარსელონამ” „რეალ სოსიედადს” პენალტებით მოუგო (ძირითადი დრო 1:1), მაგრამ მეორე დღეს, „რეალმა” ბასკეთის კიდევ ერთ წარმომადგენელთან, „ბილბაოსთან” (1:2) წააგო და „ბარსა” vs „რეალის” მოყვარულებს მოლოდინი გაუწბილა. ბილბაოელთაგან, ორივე გოლი მადრიდის „ატლეტიკოს” ყოფილმა მოთამაშემ რაულ გარსიამ გაიტანა. „მატჩს იმთავითვე ძალიან სერიოზულად მივუდექი. მინდოდა, „ბილბაოს” მიეღწია…

Read more

რეალის პირველი საჩემპიონო

პირველად საკუთარ ისტორიაში მადრიდის „რეალი“ ახალ საფეხბურთო სეზონში საჩემპიონო ემბლემებით ითამაშებს. საქმე იმაშია, რომ ლა ლიგამ საჩემპიონო ემბლემები 2018 წელს დააწესა და მომდევნო ორი სეზონის განმავლობაში ეს პატივი „ბარსელონას“ ჰქონდა. ახალი განმასხვავებელი ნიშნებით ზინედინ ზიდანის გუნდი პირველ შეხვედრას 20 სექტემბერს სან-სებასტიანის „რეალ სოსიედადთან“ გამართავს.

Read more

მე, ობლაკი და ტერ შტეგენი

მადრიდის „რეალის“ კარის დარაჯი ტიბო კურტუა თავმდაბლობის სიჭარბით არასოდეს გამოირჩეოდა და ბოლო ვრცელ ინტერვიუში ეს ერთხელაც დაადასტურა. როდესაც ჟურნალისტმა თანამედროვეობის საუკეთესო მეკარის დასახელება სთხოვა, ბელგიელმა პასუხი კატეგორიებად დაყო და საუკეთესოები სხვადასხვა კომპონენტში დაასახელა. გამოსვლაზე თამაში – საუკეთესო ალბათ მე ვარ. მეკარეთა უმრავლესობა ან არ გამოდის კარიდან, ანაც ბურთის საჯარიმოდან გამოტანაზე აკეთებს აქცენტს. ბელგიაში ამ კომპონენტს…

Read more
No image

გრიზმანი-მესი… უკვე ივლისიდან

გადაწყვეტილი ამბავია. ანტუან გრიზმანი მადრიდის „ატლეტიკოს“ ტოვებს. ეს სიტყვები ბოლო ორი წლის განმავლობაში უამრავჯერ გვსმენია, მაგრამ ახლა რეალობაა – კლუბის ოფიციალურ საიტზე ფეხბურთელის მიმართვა გავრცელდა ქომაგებისადმი, რომლებსაც მადლობას უხდის. გრიზმანი „ატლეტიკოდან“ წასვლას ახალი ემოციების, ახალი გამოწვევების აუცილებლობას უკავშირებს. ჯერ არ თქმულა, რომელ გუნდში მიდის გრიზმანი, მაგრამ რად უნდა მკითხაობა? შარშან „ბარსელონა“ მის ტრანსფერთან ერთ ნაბიჯში…

Read more