ჭდე: სიმონე ინძაგი

Home სიმონე ინძაგი
ნაპოლი 15 ქულით დაწინაურდა
ჩანაწერი

ნაპოლი 15 ქულით დაწინაურდა

ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ სიმონე ინძაგის „ინტერმა” დაამუხრუჭა. მას ორი ქულა თავისი ყოფილი ვარსკვლავის (2004-2013) სერბი დეიან სტანკოვიჩის „სამპდორიამ” დააკარგვინა — 0:0. 22-ე ტურის ეს შეხვედრა გენუაში, „ლუიჯი ფერარისის” სტადიონზე, იმავე მარასიზე (უბნის მიხედვით ასე ეძახიან) გაიმართა. იმ სანახაობიდან, რომელიც „ინტერმა” მოაწყო, ყველაზე თვალშისაცემი მისი ფეხბურთელების, ბელგიელი რომელუ ლუკაკუსა და ნიკოლო ბარელას წაჩხუბება იყო. რაღაცით...

ინტერი – ინძაგი – უკეთესი კონტრაქტი
ჩანაწერი

ინტერი – ინძაგი – უკეთესი კონტრაქტი

მართალია, „ინტერი“ წლეულს იტალიის ჩემპიონი ვერ გახდა (სკუდეტო თანაქალაქელმა „მილანმა“ მოიპოვა), მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობა მაინც კმაყოფილი დარჩა მთავარი მწვრთნელის, სიმონე ინძაგის მუშაობით და დაკავებული მეორე ადგილის მიუხედავად ახალ, გაუმჯობესებულ კონტრაქტს სთავაზობს. იტალიური „კორიერე დელო სპორტის“ ცნობით, 46 წლის სპეციალისტს არსებულ ხელშეკრულებას კიდევ ერთი წლით, 2024 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივებენ და წელიწადში ჯამაგირად 4 მილიონის ნაცვლად, 5,5...

ბოლო ტური ტკბილად მახსოვს
ჩანაწერი

ბოლო ტური ტკბილად მახსოვს

„ინტერის“ მწვრთნელი სიმონე ინძაგი იტალიის ჩემპიონობის იმედს იტოვებს. რა უნდა მოხდეს საამისოდ? თავად უნდა მოიგონ „სამპდორიასთან“ და „მილანმა“ უნდა წააგოს „სასუოლოსთან“… ინძაგი იხსენებს იმ პერიოდს, როცა თავად თამაშობდა. 2002 წელს ინძაგი „ლაციოში“ იყო და ბოლო ტურში „ინტერი“ გაამწარა – 4:2. ერთი გოლი სწორედ მან გაუტანა და ჩემპიონობა წაართვა. სკუდეტო მაშინ „იუვენტუსმა“ მოიგო. ეს დრამა იყო....

ვაი, ინტერს!
ჩანაწერი

ვაი, ინტერს!

„ინტერი” ზედიზედ მეორე სკუდეტოსთვის იბრძვის, მაგრამ ბოლონიაში 1:2 წააგო და ჩემპიონატის დამთავრებამდე ოთხი ტურით ადრე „მილანს” ორი ქულით ჩამორჩა. თან, წაგებაც არის და წაგებაც: „ნეროაძურის” მეორე მეკარე, რუმინელი იონუტ რადუ შესაბრალისად შეცდა. მის დოყლაპიობას ქვემოთ, ვიდეოზე ნახავთ. ის, რომ „ინტერი” სერია A-ს ჩემპიონობისთვის ბრძოლას თანაქალაქელ და მოძულე „მილანთან” აგებს, რადუს შეცდომას ორმაგად უმწარებს გემოს, ხოლო...

ასე ფეხბურთის თამაში არ შეიძლება
ჩანაწერი

ასე ფეხბურთის თამაში არ შეიძლება

„ინტერმა“ კვირა საღამოს შინ 0:2 წააგო „სასუოლოსთან“. ბოლო დროს აურია სიმონე ინძაგის გუნდმა და გამოჩნდა, რომ ჯერ მაინც ვერაა ის გუნდი, ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე რომ გაიწიოს, ან სერია A ერთი ამოსუნთქვით მოიგოს – როგორც ამას თავის დროზე „იუვენტუსი“ აკეთებდა. მოკლედ, „ინტერი“ და სტაბილურობა ერთად ვერ გამოდის. აი, რა თქვა ინძაგიმ: „ძალიან გაბრაზებული ვარ ფეხბურთელების საქმისადმი...

უმცროსი ძმა სჯობს
ჩანაწერი

უმცროსი ძმა სჯობს

ფილიპო ინძაგი „ბრეშიას“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაუშვეს. „თამაშგარეში დაბადებული“ ინძაგი (როგორც ერთხელ ალექს ფერგიუსონმა უწოდა) არცთუ ცუდად მუშაობდა, გუნდი სერია B-ში მესამე ადგილზე იყო და რატომ გაათავისუფლეს, ცოტა უცნაურია. ეგაა, ბოლო ტურში „ბრეშიამ“ „კოზენცას“ ვერ მოუგო… პიპომ მხოლოდ 8 თვე იმუშავა პოსტზე. აი, უმცროს ინძაგის, სიმონეს, დიდებულად მისდის საქმე. „ინტერს“ წვრთნის და გუნდი სერია A-ს...

ფანები: ანიელი, მოკვდი!
ჩანაწერი

ფანები: ანიელი, მოკვდი!

იტალიის სუპერთასი „ინტერმა“ მოიგო, „იუვენტუსს“ დამატებით დროში აჯობა – 2:1. გარდა იმისა, რომ სუპერთასების ისტორიაში ყველაზე გვიანი გოლი გავიდა (ალექსის სანჩესი 122-ე წუთზე), იმითაც იყო აღსანიშნავი, რომ მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ პირველი ტიტული მოიგო „ინტერში“ და ეს მისთვის მესამე სუპერთასია: წინა ორი „ლაციოში“ აიღო. თუმცა აქ სხვა ამბავს უფრო შევეხებით. „იუვეს“ ულტრასებს დიდი ბანერი ჰქონდათ გამოტანილი...

როგორც კი ინტერმა შესთავაზა, ლაციო ჩაშალა
ჩანაწერი

როგორც კი ინტერმა შესთავაზა, ლაციო ჩაშალა

ანტონიო კონტემ მილანის „ინტერი” რომ გააჩემპიონა და მალევე დატოვა, ძველი ამბავია. ახალი ის არის, რომ „ნეროაძურის“ უკვე ახალი მწვრთნელი ჰყავს – სიმონე ინძაგი. ინძაგისა და მილანური კლუბის თანამშრომლობა 2-წლიანი კონტრაქტით გაფორმდა. მართალია, ინძაგი „ლაციოს” პრეზიდენტ კლაუდიო ლოტიტოს შეუთანხმდა კონტრაქტს 2024 წლამდე გავაგრძელებო, მაგრამ ინტერის წინადადება რომ მიიღო, შეთანხმება დაარღვია. ინძაგის სამწვრთნელო კარიერა 2016 წელს სწორედ...

არაო
ჩანაწერი

არაო

„ჩელსის” რომელუ ლუკაკუს ყიდვა უნდოდა, მაგრამ ბელგიელმა თავდამსხმელმა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს უარი შეუთვალა, „ინტერში” ვრჩებიო. თომას ტუხელს იმდენად სურდა 28 წლის ფორვარდის შეძენა, რომ მის „სტემფორდ ბრიჯზე” დასაბრუნებლად მილანელთათვის სერიოზულ წინადადებასაც ამზადებდა — „ჩელსი” თურმე ექვსი(!) ფეხბურთელის გაყიდვას აპირებდა ლუკაკუს საკმარი ფული რომ შეეგროვებინა. კორონაპანდემიის გამო „ნეროაძური” ფინანსურად რთულ მდგომარეობაშია. კლუბმა გაუშვა მწვრთნელი ანტონიო კონტე...