თბილისში მიმდინარე მოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენმა იმედმა სანდრო ბაზაძემ ფინალში ფრანგ ჟან ფილიპ პატრისს 15:9 აჯობა და პლანეტის საუკეთესო მოფარიკავე გახდა! ჩვენიანს აქამდე ამ ტურნირზე ვერცხლი და ბრინჯაო ჰქონდა აღებული და ახლა ეს კოლექცია ოქროთი შეავსო. ბაზაძემ ფინალამდე უფრო რთული ბრძოლები გადაიტანა: ჯერ ვილიამ მორილი 15:10 დაამარცხა; შემდეგ ერთმანეთს ეგპიტელები მიაყოლა: მოჰამედ ამერს 15:11 მოუგო;...
ჭდე: სანდრო ბაზაძე
ცუდი დასაწყისი პარიზში
ქართველების სტარტის დღეც დადგა. თუმცა, ოთხი ჩვენებური სპორტსმენიდან მედალს ვერც ერთი შეწვდა… არადა, ამის იმედი ნამდვილად გვქონდა. მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ოლიმპიადას ისევ სკანდალურად ემშვიდობება. თითქმის ანალოგიური სიტუაცია განმეორდა, რაც წინა, ტოკიოს თამაშებზე. ერთია, თუ მაშინ ქართველს ნახევარფინალში წააგებინეს, ამჯერად იგივე მერვედფინალში მოხდა. ბაზაძემ ეგვიპტელ მოჰამედ ამერთან 14:15 წააგო და მედლის გარეშე დარჩა. გადამწყვეტ მომენტში, როდესაც...
კობლიაშვილი მეშვიდე პარიზელია
პარიზის XXXIII ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის საქართველოს მეშვიდე ლიცენზიანტი ჰყავს. ბაქოში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ტურნირზე რობერტ კობლიაშვილი (97კგ.) ფინალში გავიდა და საფრანგეთის დედაქალაქში ჭიდაობის უფლება მიიღო. ევროპის ჩემპიონატების სამივე ხარისხის მედლის მფლობელმა და მსოფლიო ჩემპიონატების ორგზის ბრინჯაოსანმა მერვედფინალში იტალიის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ კახელაშვილს 4:1 მოუგო, მეოთხედფინალში ნორვეგიელი ფელიქს ბალდოფს ბოლო წამზე გდებით 3:1 აჯობა, ნახევარფინალში...
ბაზაძე მსოფლიოში საუკეთესოა
ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ შეიხში მიმდინარე ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის (FIE) კონგრესზე, ქართველ ხმლით მოფარიკავე, სანდრო ბაზაძე 2022/23 წლების საუკეთესო მოფარიკავედ დასახელდა და საპატიო პრიზი გადაეცა. სანდრო ბაზაძე პირველი ქართველი მოფარიკავეა, რომელმაც ფარიკაობაში უმაღლესი ჯილდო მოიპოვა. ამავე კონგრესის გადაწყდა, რომ, 2025 წელს ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატს თბილისი უმასპინძლებს.
ორი ოქრო მესამედან…
მესამე ევროპულ თამაშებზე საქართველოს დელეგაციამ ორი ოქრო მედალი მოიპოვა. თუ ფარიკაობაში სანდრო ბაზაძისგან ეს არ გვიკვირს, ტაეკვონდოში ზურაბ კინწურაშვილის ჩემპიონობა სასიამოვნო მოულოდნელობა იყო. ბაზაძემ ჯგუფი პრობლემების გარეშე გაიარა, ფლეი ოფში კი, ბერძენი ანგელოს პაკგალოსი (15:4), უნგრელი ანდრაშ შატმარი (15:9) და უკრაინელი ანდრეი იაგოდკა (15:11) მიყოლვებით დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ლონდონის, რიო დე ჟანეიროს და...
ბაზაძემ წელი გრან პრით დაიწყო
სანდრო ბაზაძე კიდევ ერთი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა – 29 წლის მოფარიკავე ტუნისის გრან პრის ჩემპიონია. ამასთან, ბაზაძე გრან პრის ტურნირების პირველი ქართველი გამარჯვებულია! ფინალში, სანდრომ ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი, იტალიელი ლუიჯი სამელე 15:8 დაამარცხა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე შედგა. ოქროს მედლისკენ მიმავალი გზა იოლი ნადვილად არ ყოფილა: ჩვენებურმა რუმინელი მატეი სიდუ (15:4) იოლად კი დაამარცხა,...
შილაგისთან რევანში არ შედგა
საფრანგეთის ქალაქ ორლეანის GRAND PRIX NUOMA 2022 ფარიკაობაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირია. სასიამოვნოა, რომ წლეულს მისი ვერცხლის მედალოსანი ქართველი სანდრო ბაზაძე გახდა. ხმლით მოფარიკავე ქართველი განთესილი იყო და საქმეში პირდაპირ მერვედფინალიდან ჩაერთო: სანდრომ ჯერ იტალიელი ჯოვანი რეპეტი 15:10 დაამარცხა, მას სამხრეთ კორეელი ბონგილ გუ 15:11 მიყოლა, ხოლო ნახევარფინალში იტალიელი ლუკა კურატოლე გაანადგურა – 15:6. ფინალში...
ბაზაძემ ბრინჯაოს იკმარა
ქაიროში გამართულ ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე სანდრო ბაზაძე ნახევარფინალში ბოლო წლებში უშუალო კონკურენტ აარონ სილაგის დაუპირისპირდა, მაგრამ ვერაფერი გააწყო და 11:15 დამარცხდა. შედეგად, ჩვენებურს მხოლოდ ბრინჯაოს მედალი ერგო. თუმცა, მონდიალზე ბრინჯაოს მედალი პატარა ამბავიც არ არის… სილაგიმდე ქართველმა მოფარიკავემ ოთხი რაუნდი გაიარა: გერმანელ ფრედერიკ კინდლერს (15:8) მოუგო, უნგრელ ჩანად გემეშის (15:12) სძლია, ჩინელი ჩენპენ შენი...
შურისმაძიებელი: სანდრო ბაზაძე ევროპის ჩემპიონია!
თურქეთის ქალაქ ანთალიაში მიმდინარე მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატზე სანდრო ბაზაძემ ფინალში იტალიელი ლუკა კურატოლი 15:11 დაამარცხა და ოქროს მედალი ირგუნა. ეს სანდროსთვის პირველი ევროპული ოქროა. ფინალამდე სანდრომ სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ, უნგრელ არონ შილაგს 15:7 მოუგო და ოლიმპიადაზე მსაჯების მიკერძოების გამო განცდილი მარცხისთვის რევანში აიღო. სხვათა შორის, ეს ბრძოლა ნაადრევ ფინალად იქნა შეფასებული. შილაგის შემდეგ სანდრომ გერმანელი მატიას...
სანდრო ბაზაძემ მსოფლიო თასი მოიგო!
მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, რომელსაც აქამდე მსოფლიო თასზე ვერცხლი და ბრინჯაო ჰქონდა მოგებული, ახლა გამარჯვებული გახდა! მსოფლიო თასის გათამაშებას თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა. საქართველოს ნაკრების ლიდერმა 1/32 ფინალში რუს ოლეგ პეტროვსკის 15:8 მოუგო. შემდეგ უნგრელი შანად გემეში 15:10 დაამარცხა. სამხრეთკორეელ ჯუნჰო კიმს 15:7 მოუგო, იტალიელი ჯოვანი რეპეტის და ფრანგ ბოლად აპიტს ერთნაირი ანგარიშით 15:10 აჯობა და...









