კორონავირუსის პანდემია ჯერ კიდევ მძვინვარებს და კარანტინის წესებიც კვლავინდებურად ძალაშია, ამიტომ „ლივერპულის” ფეხბურთელები ისე, როგორც 2016-ში ლესტერელები, რომელიმე თანაგუნდელის სახლში ვერ შეიკრიბებიან და გახსნის პირას მიყვანილი შამპანურით ერთად ვერ დაელოდებიან კონკურენტი გუნდის შედეგს, მაგრამ დღეს ყველაფერი შეიძლება გაირკვეს: „მანჩესტერ სიტი” ლონდონში „ჩელსის” ეთამაშება. თუ „სიტი” დასავლეთლონდონელებს ვერ დაამარცხებს, „ლივერპული” 30 წლიანი ხელმოცარვის შემდეგ კვლავ ინგლისის...
ჭდე: სადიო მანე
სადიოსა სად წაიყვან
სადიო მანეს საქციელმა „ენფილდზე” ხალხი ააღელვა — იქმნება შთაბეჭდილება, რომ ის „ლივერპულში” თამაშს აღარ აპირებს. 28 წლის სენეგალელი, რომელიც 150 მილიონი გირვანქა ღირს, აგერ უკვე ცხრა თვეა ახალი კონტრაქტის დადებისგან თავს იკავებს. ინგლისური მას-მედია წერს, რომ შექმნილი მდგომარეობა უკვე მერსისაიდელთა თავკაც იურგენ კლოპსაც აღიზიანებს. გერმანელმა კლუბის ხელმძღვანელობას უთხრა, მართალია სანეს ჩვენთან ხელშეკრულება 2023 წლამდე აქვს,...
კვირაში 60 ათასი რა სალაპარაკოა
ვირჯილ ვან დაიკი გახდება „ლივერპულის” ისტორიაში ყველაზე დიდხელფასიანი ფეხბურთელი — მისი ჯამაგირი კვირაში 220 000 გირვანქამდე გაიზრდება. როგორც კი იურგენ კლოპის გუნდი პრემიერლიგის ჩემპიონი გახდება, 28 წლის ჰოლანდიელი კლუბთან ხუთწლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს. კონტრაქტის ღირებულებაა 57 მილიონი გირვანქა. ამრიგად, სადაცაა ბოლო მოეღება მითქმა-მოთქმას იმის თაობაზე, რომ ვან დაიკი შეიძლება „პარი სენ ჟერმენში” გადავიდეს. უმდიდრესმა ფრანგულმა...
რაღა დროს მესი და რონალდუა…
სპორტული კვლევების საერთაშორისო ცენტრმა (CIES) საკუთარ ვებ გვერდზე მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების განახლებული სია გამოაქვეყნა. სიას კვლავინდებურად ფრანგული პსჟ-ის თავდამსხმელი კილიან მბაპე ლიდერობს, რომელიც 259,2 მილიონ ევროდ არის შეფასებული. სამეულში ასევე შედიან: „სიტის“ შემტევი რახიმ სტერლინგი (194.7) და მისი პარტნიორი ინგლისის ნაკრებში, „დორტმუნდის“ ნახევარმცველი ჯეიდონ სანჩო (179,1). „ოქროს ბურთის“ ბოლო 12 წლის დომინანტები, „ბარსელონასა“ და...
საფეხბურთო ქარვასლა კი მუშაობს
ზინედინ ზიდანი ამ ზაფხულს სადიო მანეს ყიდვას შეეცდება. და „ლივერპულის” საპასუხო გეგმა არ მოგწონთ? მაშინ, მერსისაიდელები „პარი სენ ჟერმენიდან” კილიან მბაპეს გადაბირებაზე იმუშავებენ. ცნობილია, რომ „რეალის” თავკაცი 28 წლის სენეგალელის დიდი თაყვანისმცემელია, რაც „ენფილდზე” იციან და მის სარფიან წინადადებას ელიან. მანემ „ლივერპულთან” ბოლო კონტრაქტი წელიწადნახევრის წინ გააფორმა. ამ ხელშეკრულების თანახმად, ის „ლივერპულში” 2023 წლამდე უნდა...
მანეს დატოვება აღარ შეიძლებოდა
იურგენ კლოპს სადიო მანე დაუსვამს და განუმარტავს, თუ რატომ შეცვალა პირველი ტაიმის შემდეგ, „ატლეტიკოსთან” ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში. 19 თებერვალს „ვანდა მეტროპოლიტანოზე” „ატლეტიკომ” მერსისაიდელებს 1:0 მოუგო. ეს იყო მერვედფინალი, რომლის საპასუხო თამაში „ენფილდზე” 12 მარტს შედგება. ბევრი გულშემატკივარი შიშობდა, რომ მანე ტრავმის გამო შეცვალეს, სინამდვილეში კი მიზეზი სულ სხვა გამოდგა. მანემ პირველ ტაიმში ყვითელი ბარათი მიიღო....
კლოპის ლივერპული vs სერ ალექსის იუნაიტედი
ბოლო პრემიერლიგურ შეხვედრაში „ლივერპულმა” „ვესტ ჰემთან” 2:0 გაიმარჯვა და ახლა სტატისტიკურად უფრო წინ არის, ვიდრე 1999 წელს ტრებლის მომგები „მანჩესტერ იუნაიტედი” იყო. იურგენ კლოპის გუნდი საოცარ ფორმაშია. ის უახლოეს მდევარ „მანჩესტერ სიტის” 19 ქულით უსწრებს. არადა, სადაცაა 30 წელი შესრულდება მას მერე, რაც მერსისაიდელები ინგლისის ჩემპიონები არ გამხდარან. დღეს „ლივერპულს” 23 შეხვედრა აქვს მოგებული. ჩემპიონატის...
მანე, მანე, მანე?
„ლივერპულის” მწვრთნელმა იურგენ კლოპმა სადიო მანეს ტრავმის შესახებ ილაპარაკა. მანე სტუმრად „ვულვერჰემპტონთან” შეხვედრის 33-ე წუთზე დაშავდა. მერსისაიდელებმა 2:1 მოიგეს. გერმანელმა თქვა, რომ სენეგალელმა კუნთი იტკინა და მან ის თავის დაზღვევის მიზნით შეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ „წითლებმა” ანგარიში მე-8 წუთზევე გახსნეს — ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის მიერ ჩაწოდებული კუთხურიდან ჯორდან ჰენდერსონმა თავურით შეაგდო, — იოლად არ მოუგიათ. რაულ...
სიტყვათა ომი ლივერპული-სიტის წინ
პეპ გვარდიოლამ ლივერპულელ სადიო მანეზე თქვა „მყვინთავი” არისო, რაზეც კოლეგას იურგენ კლოპმა უპასუხა. თავის მხრივ, მერსისაიდელთა გერმანელმა თავკაცმა „მანჩესტერ სიტი” ტაქტიკურ ფოლებში დაადანაშაულა. „ის ხანდახან ყვინთავს”, — ასე თქვა მანეს შესახებ „ქალაქელების” კატალონიელმა მწვრთნელმა შაბათს, მას მერე რაც „ლივერპულმა” ბირმინგემში „ასტონ ვილას” 2:1 მოუგო. კონკურენტი გუნდის ფეხბურთელზე კრიტიკულად ლაპარაკი გამოწვევას ჰგავდა, მითუფრო, რომ ახლა კვირას,...
გაცვლის ვარიანტი
„რეალი” „ლივერპულს” ფეხბურთელების გაცვლას სთავაზობს: მარკო ასენსიო სადიო მანეში. ცნობილია, რომ კლოპს ძალიან მოსწონს ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელი. „რეალი” მას დაახლოებით 95 მილიონ ევროდ აფასებს. სხვათა შორის, ასენსიოს ყიდვით ინგლისური კლუბებიდან „ტოტენჰემ ჰოთსპურია” დაინტერესებული. თავის მხრივ, მადრიდელებს სენეგალელი თავდამსხმელის შეძენა უნდათ. მანემ, „ლივერპულის” მიერ ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დიდი როლი ითამაშა. მარკო ასენსიომ გასულ, „რეალისთვის” წარუმატებელ სეზონში,...








