ჭდე: საბა საზონოვი

Home საბა საზონოვი
საბა საზონოვი ტორინო ჩენალის მიკროფონებთან
ჩანაწერი

საბა საზონოვი ტორინო ჩენალის მიკროფონებთან

„ტორინოს” ახალწვეულმა საბა საზონოვმა (დაიბადა 2002 წლის 1 თებერვალს; სიმაღლე 194 სანტიმეტრი; ტრანსფერის ღირებულება 3 მილიონი ევრო; „ტორინოსთან” კონტრაქტი გააფორმა 2027 წლამდე)  „ტორინო ჩენალის” მიკროფონებთან საკუთარ თავზე ილაპარაკა: „ბოლოხანს დრო ძალიან სწრაფად გავიდა. ჯერ კიდევ ორი დღის წინ მოსკოვის „დინამოში” ვვარჯიშობდი და აი, უკვე ტურინში ვარ. ბევრი შემოთავაზება მქონდა. აქ ჩამოსვლას მამას ვუმადლი. ყოველთვის ბევრს...

გასამდა…
ჩანაწერი

გასამდა…

სერია A-ში ქართველების რიცხვი სამამდე გაიზარდა – საფეხბურთო კლუბმა „ტორინომ“ საქართველოს ნაკრების მცველის საბა საზონოვის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. საანკ-პეტერბურგში დაბადებული საბა საზონოვი 2021 წელს მოსკოვის „დინამოში“ თამაშობდა, სადაც 44 თამაში ჩაატარა. ქართველმა ფეხბურთელმა „ტორინოსთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ტრანსფერის სავარაუდო თანხა 3 მილიონი ევროა.  

საზონოვი ტორინოში
ჩანაწერი

საზონოვი ტორინოში

იტალიის სერია A-ში კარიერას საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი გააგრძელებს – „ტორინო“ ახლოს არის საბა საზონოვის ტრანსფერის დახურვასთან, კლუბებს შორის შეთანხმება, ფაქტობრივად, მიღწეულია, ტურინელები მოსკოვის „დინამოს“ 3 მილიონ ევროს გადაუხდიან, უკვე ჩანიშნულია სამედიცინო შემოწმების დღეც – 30 აგვისტო, რის შემდეგაც ფეხბურთელსა და კლუბს შორის კონტრაქტი ოფიცილურად გაფორმდება. სერია A-ს მიმდინარე სეზონში „ტორინის“ 1 ქულა აქვს...

საზონოვით უდინეზეც დაინტერესდა
ჩანაწერი

საზონოვით უდინეზეც დაინტერესდა

იტალიური „უდინეზე“, მოსკოვის „დინამოს“ მცველ საბა საზონოვის სანაცვლოდ 2 მილიონ ევროს სთავაზობს. Sport-Express-ის ცნობით, ფეხბურთელით ზაგრების „დინამოც“ არის დაინტერესებული. 11 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ლიონმა“ 21 წლის ფეხბურთელი მოითხოვა. საზონოვი „დინამოში“ 2021 წლის იანვრიდან თამაშობს. მცველმა ლურჯ-თეთრების ძირითად შემადგენლობაში 43 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ქართველის კონტრაქტი მოსკოვურ კლუბთან 2024 წლის ივნისის ბოლომდეა ძალაში,...

ფროსინონე საზონოვს უმიზნებს…
ჩანაწერი

ფროსინონე საზონოვს უმიზნებს…

საქართველოს ნაკრების მცველის, საბა საზონოვის მიმართ  ინტერესს სერია A-ს რამდენიმე გუნდი იჩენს. ადრე დაიწერა, რომ მას „უდინეზე“ და „სასუოლო“ აკვირდება. ახლა კი იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საბა, შესაძლოა, დებიუტანტ „ფროსინონეში“ გადავიდეს, სადაც უკვე თამაშობს გიორგი კვერნაძე. როგორც ირკვევა, იტალიური კლუბის დირექტორი გვიდო ანჯელოცი მოსკოვის „დინამოს“ ფეხბურთელის შეძენით პირადადაა დაინტერესებული და 21 წლის ქართველის თაობაზე...

საბა სიმბოლურში
ჩანაწერი

საბა სიმბოლურში

5 ფეხბურთელი ინგლისიდან, 3 ესპანეთიდან, 2 უკრაინიდა და ერთიც… საბა საზონოვი, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველი. პოპულარულმა Sofascore.com-მა ევროპის ახლახან დასრულებული 21 წლამდელთა ჩემპიონატის სიმბოლური გუნდში შეადგინა და რჩეულთა შორის ჩვენიანი ფეხბურთელიც დაასახელა.    საბამ ევროპის ჩემპიონატზე ყველა მატჩი (4) შეუცვლელად ჩაატარა და პირველ ტურში, პორტუგალიასთან ჩინეული თავურიც გაიტანა.     შეგახსენებთ, საქართველოს 21 წლამდე ნაკრებთან ერთად...

ჰამბურგი არ ჭორაობს…
ჩანაწერი

ჰამბურგი არ ჭორაობს…

ცოტა ხნის წინათ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ჰამბურგი“ საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის დინამოს მცველით, საბა საზონოვით დაინტერესდა. თუმცა კლუბის პრესსამსახურმა  ამ სიახლის კომენტირებაზე უარი თქვა. „ჩვენი კლუბი არ აკეთებს კომენტარს სატრანსფერო ჭორებზე“, – ციტირებს გერმანული კლუბის პრესსამსახურის განცხადებას championat.com. 21 წლის საზონოვმა 2022/2023 წლების სეზონში დინამოში რუსეთის პრემიერლიგაში 24 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. პორტალი...

სანიოლის 22 შარჯაში…
ჩანაწერი

სანიოლის 22 შარჯაში…

საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩს მაროკოსთან, ქალაქ შარჯაში, 17 ნოემბერს გამართავს. ჩვენების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ამ შეხვედრისთვის მოსამზადებლად 22 ფეხბურთელს უხმო. მათ შორის ორ დებიუტანტს – გიორგი გოჩოლეიშვილი („საბურთალო“) და საბა საზონოვი („დინამო“ მოსკოვი). 14 ნოემბერს ჩვენი გუნდი თბილისში შეიკრიბება. 15 ნოემბერს საქართველოს ნაკრები არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრება. მეკარეები გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი...