„ვერონასა” და „ნაპოლის” შეხვედრის წინა საღამოს ნეაპოლელთა თავკაცი რუდი გარსია ჟურნალისტებს შეხვდა. მან თქვა: „ეს არის პრეს-კონფერენცია, რომელზეც „ვერონასთან” შეხვედრის შესახებ უნდა ვილაპარაკოთ. მე წყნარად ვარ. თქვენს შეკითხვებს ემოციურად თუ ვუპასუხებ ეს არ ნიშნავს, რომ ვნერვიულობ. ის, რაც „ფიორენტინასთან” თამაშის შემდეგ მოხდა ჩემს მიმართ უპატივცემულობის გამოჩენა იყო, მაგრამ იმავდროულად მინდა მადლობა გადავუხადო იმ გულშემატკივრებსა და...
ჭდე: რუდი გარსია
დე ლაურენტისის სამი ბრძანება
გუშინ კასტელ ვოლტურნოში აურელიო დე ლაურენტისს, რუდი გარსიასა და „ნაპოლის” ფეხბურთელთა ჯგუფს შორის საუბარი გაიმართა. კლუბის მეპატრონეს სურდა ყველასთვის ეგრძნობინებინა თავისი გავლენა და დაადასტურა, რომ მომდევნო სამ თამაშში კვლავ ენდობა ფრანგ მწვრთნელს. ეს გახლავთ შეხვედრები „ვერონასთან”, „უნიონ ბერლინთან” და „მილანთან”. ADL-მ თქვა, რომ ამ სამ მატჩში სამ გამარჯვებას და ერთ მუშტად შეკრულ გუნდს ელოდება. აღსანიშნავია,...
რა შეიცვლება ნაპოლიში თუ ტუდორი მივა?
მართალია გუშინ, „ნაპოლის” ტოპ-მენეჯერთა და რუდი გარსიას შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ფრანგი გუნდში დარჩება, მაგრამ მისი თანამდებობიდან გათავისუფლების ალბათობა მაინც ძალიან მაღალია. კლუბის მეპატრონე აურელიო დე ლაურენტისი მის შესაძლო შემცვლელებზე ფიქრობს, რომელთა შორის ხორვატ იგორ ტუდორსაც მოიაზრებს. ტუდორი 45 წლის არის. ფეხბურთელობისას მცველი იყო. ხორვატიის ნაკრებში ჩატარებული აქვს 55 მატჩი. გამოიცვალა ხუთი კლუბი. 1998-2007 წლებში თამაშობდა...
პარკერ ოტელში გადაწყდა: გარსია რჩება!
დღეს დილით ნეაპოლში, კორსო ვიტორიო ემენუელეზე მდებარე სასტუმრო „პარკერ ოტელში” გაიმართა „ნაპოლის” ტოპ-მენეჯერებისა და მწვრთნელის რუდი გარსიას შეხვედრა. შეხვედრის აუცილებლობა შაბათს „ფიორენტინასთან” 1:3 დამარცხებამ განაპირობა. შეხვედრის ბოლოს მოხდა ბოლო პერიოდისთვის უპრეცედენტი რამ, „მარადონაზე” ტრიბუნებმა თავიანთ ფეხბურთელებს უსტვინეს. ჟურნალისტმა ჯენარო დელ ვეკიომ ინტერნეტში დაწერა: „შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. კლუბმა გადაწყვიტა რუდი გარსიასთან ერთად განაგრძოს მუშაობა....
ნაპოლი კლუბია თუ სამკერვალო ფაბრიკა?
ჟურნალისტმა, წარსულში „გაძეტა დელო სპორტის” წამყვანმა მიმომხილველმა როსარიო პასტორემ „ფიორენტინასთან” „ნაპოლის” 1:3 მარცხის შემდეგ მკაცრი კომენტარი გააკეთა. „მოკლედ რომ ვთქვათ, ჯერ 10 ტურიც არ არის ჩემპიონატის დაწყებიდან გასული და „ნაპოლი” უკვე იმ გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელსაც დაკარგული პოზიციის დასაბრუნებლად ძალა არ შესწევს. და ამ დროს ვხედავთ, რომ მდგომარეობის გამოსწორებაზე მეტად ფულის კეთებაზე ზრუნავენ. აწყობენ ახალი...
დააზუსტეს: ოსიმენიც ბრძენია!
ტყუილია თითქოს რუდი გარსიამ ვიქტორ ოსიმენი „ბრძენთა საბჭოში” არ შეიყვანა. ფრანგმა მწვრთნელმა თქვა, რომ ისევე როგორც ყოფილ გუნდებში „ნაპოლიშიც” შექმნა გამორჩეულ ფეხბურთელთა ჯგუფი, რომელთაც ჭკუას დაეკითხება. ეს იქნება მოთამაშეთა გაერთიანება, რომელიც მთელი გუნდის აზრს გამოხატავს და ჩამოაყალიბებს. მასში შევლენ ის ავტორიტეტული და დაღვინებული ფეხბურთელები, რომლებთანაც საჭიროების შემთხვევაში საუბარი შედგება. დღეს „კორიერე დელო სპორტმა” დაწერა, რომ...
მიზანი: ზედიზედ მესამე გამარჯვება
„ნაპოლი” სერია A-ში ზედიზედ მესამე გამარჯვებას ფლორენციაში „ფიორენტინასთან” აპირებს. ნეაპოლელთა თავკაცმა რუდი გარსიამ პარასკევის პრეს-კონფერენციაზე თქვა: …ყველაზე მნიშვნელოვანი ყოველთვის უახლოესი მატჩია, მაგრამ ამ შემთხვევაში ემატება ის, რომ ჩვენ და „ფიორენტინას” ქულათა თანაბარი რაოდენობა გვაქვს და ორივეს ცხრილის თავში გვინდა ადგილის შენარჩუნება. „ფიორენტინამ” სეზონი ჩინებულად დაიწყო, თუმცა ჩვენ რასაკვირველია გვინდა მას მოვუგოთ. საბოლოო შემადგენლობის დასახელებისთვის წინ...
ფეხბურთელებს გარსიას ჩაძირვა რომ სდომებოდათ
იტალიურ პრესას უძლიერდება რწმენა, რომ „ნაპოლი” ფრანგი მწვრთნელის რუდი გარსიას გარშემო ერთიანდება. იტალიელები წერენ, ფეხბურთელებს მისი „ჩაძირვა” რომ სდომებოდათ, „უდინეზესთან” თამაშზე უკეთესს ვერ ინატრებდნენო. გუნდმა კი პირიქით, ძალა მოიკრიბა და საუცხოოდ ითამაშა. ნეაპოლური გაზეთი „ილ მატინო” ამბობს: „ნეაპოლელები „უდინეზესთან” შეხვედრაში ბურთს სრულად აკონტროლებდნენ. ანგისა რეგულარულად ჩადიოდა ცენტრალური მცველების ხაზამდე. ის ამას ლობოტკაზე სტაბილურად აკეთებდა. თვალშისაცემი...
ვინ აგებს და ვინ იგებს ნაპოლის თამაშებს?
„ნაპოლი” გამარჯვების გზას დაუბრუნდა. იტალიის ჩემპიონმა „უდინეზეს” ლამაზად და დამაჯერებლად მოუგო 4:1. სტუმრები იმ ხორცის საკეპ მანქანაში აღმოჩნდნენ, რომელმაც გასულ სეზონში „პარტენოპეელებს” სკუდეტო მოუტანა. კვლავ გამოიჩინა თავი ვიქტორ ოსიმენმა, ხვიჩა კვარაცხელიამ დიდი ხნის მონატრებული გოლი გაიტანა, პიოტრ ჟელინსკიმ პენალტი შეაგდო, ხოლო ჯოვანი სიმეონემ შარშანდელი ტრადიცია გააგრძელა და თავისი სიტყვა შეცვლაზე შესულმა თქვა. როგორც საიტი areanapoli...
ფრანგი ფრანგის წილ
როგორც ჩანს „ნაპოლის” უკვე აქვს „ბ” გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ რუდი გარსია საბოლოოდ ჩაფლავდება. როგორც RMC Sport (რადიო მონტე კარლო) წერს, „პარტენოპეელები” იკვლევენ, რამდენად შეძლებს „პარი სენ ჟერმენის” ყოფილი თავკაცი კრისტოფ გალტიე თანამემამულის საქმის გამოსწორებას. გალტიემ პარიზული გუნდი ივნისში დატოვა. ამბობენ, რომ მისი სამსახურში აყვანა „მარსელსაც” უნდა, თუმცა საპორტო ქალაქის კლუბი ბოლოს თითქოს ჯენარო გატუზოზე...









