ჭდე: რონალდინიო

Home რონალდინიო
რონალდინიო ბარსელონაში
ჩანაწერი

რონალდინიო ბარსელონაში

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ნახევარმცველმა რონალდინიომ, რომელიც „ბარსელონაში“ 2003-2008 წლებში თამაშობდა, დაადასტურა, რომ მისი შვილი, ჟოაო მენდეშ დე ასის მორეირა კატალონიური კლუბის აკადემიაში აიყვანეს. „ბარსელონა“ ჩემი ცხოვრების ნაწილია. კლუბი ყოველთვის ჩემთანაა. ახლა, შვილის „ბარსაში” ჩამოსვლის კვალად, მეც უფრო ხშირად ვიქნები აქ“, – უთხრა რონალდინიომ ესპანელ ჟურნალისტებს. რონალდინიოს ვაჟი 17 წლისაა და ამპლუით თავდამსხმელია. თუმცა ნახევარდაცვაშიც წარმატებით შეუძლია...

რატომ უკან ?
ჩანაწერი

რატომ უკან ?

ფეხბურთის თამაშის არსი, მთავარი მიზანი, გოლის გატანაა! გოლი თუ არ გაიტანე, ვერ გაიმარჯვებ! შესაბამისად, ფეხბურთის იდეა შეტევაა! თამაშის დაწყების, ბურთის თამაშში შეყვანის წესიც ამ იდეის შესაბამისი იყო: მინდვრის ცენტრში, მოწინააღმდეგის კარისკენ სახით მდგომ ფეხბურთელს წინ უნდა გაეგორებინა ბურთი თანაგუნდელისთვის და მხოლოდ ამის შემდეგ ითვლებოდა თამაში დაწყებულად. ამიტომ იყო რომ მინდვრის ცენტრში ორი ან, ზოგ შემთხვევაში,...

ჩანაწერი

პელე და დიდები ერთ წიგნში

წიგნი ბრაზილიური ფეხბურთის წარსულზე, აწყმოსა და მომავალზეა! თქვენ არაერთ საინტერესო ამბავს შეიტყობთ – „სანტოსის“, „ფლამენგოს“, „სან პაულუს“ და სხვა ბრაზილიურ კლუბთა შესახებ… წიგნში ვრცელი მასალებია პელესა და მისი ეპოქის მოთამაშეებზე. ზიკო, ფალკაო, კარეკა, რომარიო, ბებეტო, რონალდო, რივალდო, რონალდინიო, ნეიმარი და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი მთავარი როლის შემსრულებელნი არიან. თუმცა წიგნში ყველა და ყველაფერი პელესა და ბრაზილიის...

შეფ-მზარეული
ჩანაწერი

შეფ-მზარეული

უცნაური კაცია ეს რონალდინიო. ხან მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების მარაქაშია გარეული და ყველაზე პრესტიჟულ პრიზ-ტურნირებს იგებს (მსოფლიო ჩემპიონობა, ჩემპიონთა ლიგა, ფიფას წლის ფეხბურთელი (ორჯერ), ოქროს ბურთი), ხან სხვისი სახელით შედის უცხო ქვეყანაში და მერე ციხეში ცხვარზე და ოციანზე ყომარობს. ახლა შეფ-მზარეულად გარდასახვა მოუწადინებია და თავისი ინსტაგრამის გვერდზე ფოტოც გამოაქვეყნა. 40 წლის ბრაზილიელმა იტალიურ სამზარეულოს შეუტია და...

ოთხი ბრაზილიელი და ჯეიდონ სანჩო
ჩანაწერი

ოთხი ბრაზილიელი და ჯეიდონ სანჩო

ინგლისურ ჟურნალ Soccerbible-თვის მიცემულ ინტერვიუში ჯეიდონ სანჩომ თქვა, რატომ იგვიანებს ხოლმე ვარჯიშზე და ვინ არიან მისი საყვარელი ფეხბურთელები. მოგეხსენებათ, 20 წლის სანჩო ამ დღეებში ინგლისის ნაკრებშია გამოძახებული, მისი კლუბი კი „მანჩესტერ იუნაიტედის” დიდი მოწადინების მიუხედავად, ჯერჯერობით კვლავ გერმანული „დორტმუნდი” გახლავთ. „გერმანიაში კიდევ რამდენიმე უნარი მაქვს დასახვეწი, — უთხრა გარემარბმა ინგლისელ ჟურნალისტებს, შემდეგ კი დასძინა, —...

დროსტარების მხეცები და ნადირები
ჩანაწერი

დროსტარების მხეცები და ნადირები

ბრაზილიელი ზე რობერტო, რომელმაც ევროპელ გულშემატკივარს თავი „რეალში”, „ლევერკუზენში”, „ბაიერნსა” და „ჰამბურგში” თამაშით დაამახსოვრა, ახლა 46 წლისაა და TyC SPORTS-თან ინტერვიუში იმ ვარსკვლავებს იხსენებს, ვისთან ერთადაც ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში უბურთავია. სელესაოსთან ერთად ზე რობერტო მსოფლიოს ჩემპიონი არ გამხდარა, მაგრამ ორჯერ (1997, 1999) კოპა ამერიკა და ორჯერაც (1997,2005) ფიფას კონფედერაციათა თასი მოიგო. ჟურნალმა „კიკერმა” ის სეზონის...

ლეოს 22 აცილებული
ჩანაწერი

ლეოს 22 აცილებული

პენალტის შესრულებას, ბუნებრივია, ოსტატობა სჭირდება, მაგრამ პირისპირ დარჩენის შემდეგ დამრტყმელის შანსი მეკარისაზე გაცილებით მაღალია. ამის მიუხედავად, პენალტები სუპერვარსკვლავებსაც უფუჭდებათ. ჩვენმა ბრიტანელმა კოლეგებმა დათვალეს, ევროპის ტოპ-5 ლიგაში ვინ გააცუდა ყველაზე მეტჯერ 11-მეტრიანი დარტყმა XXI საუკუნეში. იცით ვინ არის ანტილიდერი? ლეო მესი! თურმე არგენტინელს ჯამში 22 პენალტი გაუცუდდა. მეორე-მესამე ადგილებს კრიშტიანუ რონალდუ და ფრანჩესკო ტოტი იყოფენ –...

მესიმ, ნუ იტყუებითო
ჩანაწერი

მესიმ, ნუ იტყუებითო

ლეო მესიმ უარყო ხმები თითქოს „ინტერთან” იყოს დაკავშირებული და რონალდინიოსთვის რაიმე ფული გადაეხადოს. არგენტინელ ვარსკვლავს „ინსტაგრამზე” არც მეტი არც ნაკლები 147 მილიონი მიმდევარ ჰყავს და ასეთი ფართო საზოგადოების გასაგონად, საკმაოდ გაღიზიანებულმა დაწერა, რომ ტყუილებს უგონებენ. ბრაზილიელი რონალდინიო და მისი ძმა რობერტო ასისი რამდენიმე დღის წინ პარაგვაის ციხიდან გაუშვეს და ახლა შინაპატიმრობაში არიან. ძმებმა გისოსებს მიღმა...

რონალდინიო ციხიდან სასტუმროში გამოკეტეს
ჩანაწერი

რონალდინიო ციხიდან სასტუმროში გამოკეტეს

რონალდინიო თავისუფალია. ბრაზილიელმა ვარსკვლავმა პარაგვაის ციხე დატოვა, თუმც სასტუმრო „ასინსიონაში“ შიდა პატიმრობაში დარჩება და სამართალდამცავების მუდმივი ყურადღების ქვეშ დარჩება. რონალდინიომ საპყრობილეში დაახლოებით ერთი თვე გაატარა – 22 მარტს 40 წლის იუბილეს სწორედ იქ შეხვდა. შეგახსენებთ, ლეგენდარული ბრაზილიელი ძმასთან ერთად ყალბი საბუთებით პარაგვაის ტერიტორიაზე შესვლას ცდილობდა. როგორც ცნობილია, ის ერთ-ერთმა საქველმოქმედო ფონდმა მიიწვია. 2018 წელს კი რონალდინიომ...

… მერე, შემწვარ ღორსაც მადიანად შეექცევიან
ჩანაწერი

… მერე, შემწვარ ღორსაც მადიანად შეექცევიან

სამხრეთ ამერიკაში, ისევე, როგორც ყველგან, კორონავირუსის გამო ფეხბურთი თითქმის დაკეტილია. მაგრამ ერთი ბრაზილიელი ვარსკვლავი თამაშს ისევ აგრძელებს. რონალდინიომ, რომლის ბოლო პროფესიონალური მატჩი „ფლუმინენსეში“ 2015 წლით თარიღდება, გასულ უქმეებზე ხუთი ბურთი გაიტანა და ექვსიც საგოლედ უპასა… ეს ამბავი პარაგვაის ციხეში მოხდა და საკმაოდ დაიწერა კიდეც, მაგრამ ახლა აქამდე უცნობ ამბებზე გეტყვით. პარაგვაული გაზეთის, La Nación-ის ცნობით,...