57 წლის იტალიელმა ჯანლუკა ვიალიმ განაცხადა, რომ კვლავაც მოუწევს სიმსივნესთან ბრძოლა. მან სამი წლის წინ იმკურნალა და მაშინ თქვა, რომ პანკრეასის კიბო დაამარცხა, მაგრამ… „ეს არასასურველი სტუმარი ისევ ჩემთანაა. ზოგჯერ ძალიან მაწუხებს, ზოგჯერ ნაკლებად. ბრძოლას ვაგრძელებ და დიდი იმედი მაქვს, რომ გავიმარჯვებ. მადლობა, რომ ჩემთან ერთად ხართ და ხშირად მეკითხებით ჯანმრთელობაზე. გამიმართლა, რომ ამდენი მეგობარი...
ჭდე: რობერტო მანჩინი
მანჩინი: ყატარშიც წავალთ და ტიტულისთვისაც ვიბრძოლებთ
რობერტო მანჩინიმ კატეგორიული ტონით განაცხადა, რომ მართალია იტალიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური შესარჩევი შეჯიბრების ჯგუფურ ეტაპზე ვერ მოიპოვა, მაგრამ ის მაინც დიდი გუნდია, რომელიც „ყატარი 2022“-ზე ფლეი-ოფით მოხვდება და მერე ჩემპიონობისთვისაც იბრძოლებს. „სკუადრა აძურამ“ ჩრდილოეთ ირლანდიაში 0:0 ითამაშა, რის გამოც C ჯგუფში შვეიცარიის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა. ამ ჯგუფში შვეიცარიის, იტალიისა და ჩრდილო ირლანდიის გარდა...
მანჩინიმ ლიდერი მოისაკლისა
იტალიის ეროვნულ გუნდს 12 ნოემბერს შვეიცარიასთან, 15 ნოემბერს კი ჩრდილოეთ ირლანდიასთან მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩები უწევს. ასეთ დროს შეტევის ლიდერი ჩირო იმობილეს ტრავმა რობერტო მანჩინისთვის სერიოზული პრობლემაა. იმობილემ წვივის კუნთი დაიზიანა და უკვე დატოვა საწვრთნელი ბანაკი. მის ნაცვლად „სასუოლოდან“ ჯანლუკა სკამაკა გამოიძახეს. იმობილე იტალიელთა ერთადერთი დანაკლისი როდია. ნიკოლო ბორელა და ჯორჯო კიელინი გუნდთან...
მე მეზიზღება რობერტო მანჩინი
ინგლისის ნაკრებისა და „მანჩესტერ სიტის” ყოფილმა ფეხბურთელმა, 40 წლის უეინ ბრიჯმა თქვა, რომ ევრო 2020-ში იტალიის ნაკრების გამარჯვება ორმაგად ეწყინა, რადგან მას რობერტო მანჩინი ეზიზღება. ვეტერანი 40 წლისაა. ის „სიტიში” 2009 წელს მივიდა, სწორედ მაშინ, როდესაც გუნდი რობერტო მანჩინის ჩააბარეს. თავიდან ბრიჯი რეგულარულად ხვდებოდა შემადგენლობაში, შემდეგ კი მანჩინიმ აითვალწუნა და იჯარით ჯერ „ვესტ ჰემში”, შემდეგ...
მანჩინის ვაჟი კიბეებზე იჯდა
რობერტო მანჩინის ვაჟი ყვება, რომ 11 ივლისს, ევრო 2020-ის ფინალში, „უემბლის” სტადიონზე, თავის ადგილზე ვერ დაჯდა და პირველი ტაიმის ყურებამ კიბეებიდან მოუწია. მიზეზი: ორგანიზატორებმა სტადიონის შესასვლელების დაცვა ვერ მოახერხეს და უბილეთო ინგლისელთა ბრბო ტრიბუნებზე შევარდა. ანდრეა მანჩინი 28 წლისაა. ის ადრე ფეხბურთელობას ცდილობდა. როდესაც მამამისი „მანჩესტერ სიტის” ედგა სათავეში, მანჩინი უმცროსი კლუბის აკადემიაში თამაშობდა და...
მანჩინი – საპატიო შოტლანდიელი?
ევროპის ჩემპიონატის ფინალის წინა დღით ერთ-ერთმა შოტლანდიურმა გაზეთმა პირველ გვერდზე რობერტო მანჩინი „მამაცი გულის“ გმირი უილიამ უოლესის საჭურვლით ასახა და ტექსტი დაურთო: „რობერტო, გვიხსენი. ჩვენ კიდევ 55 წელი ვერ ავიტანთ (იგულისხმება 1966 წელს ინგლისის მსოფლიო ჩემპიონობა და ამით მათი ყელყელაობა)“. ნამატჩევს იმავე გაზეთმა მანჩინის დაჯილდოება – შოტლანდიის საპატიო მოქალაქის ტიტულის მინიჭება მოითხოვა. ფოტოზე მანჩინი იმ...
ბავშვები საკონდიტროსკენ მირბოდნენ
რობერტო მანჩინი ამბობდა, ევრო 2020-ზე ჩემი გუნდი ერთ-ერთი უძლიერესთაგანი იქნებაო და პირველივე შეხვედრაში დამტკიცდა, რომ სიტყვის კაცი ყოფილა. „სკუადრა აძურამ” თურქეთის მობილიზებულ გუნდს 3:0 მოუგო. პირველი გოლი უიღბლო მერიჰ დემირალმა თავის კარში შეაგდო (ბედის ირონიაა, რომ დემირალი „იუვენტუსის” ფეხბურთელია), მეორე ჩირო იმობილემ მკვლელი დარტყმით გაიტანა, ხოლო მესამე ლორენცო ინსინიემ დაამატა. პირველი მატჩის ნახვის შემდეგ დაბეჯითებით...
დღეს უვარსკვლავო იტალია იწყებს
როგორ იტალიის ნაკრებს ვიხილავთ ევროპის ჩემპიონატზე? შეჯიბრების ფავორიტად ერთხმად საფრანგეთის ნაკრებია აღიარებული, მაგრამ არის ჯგუფი გუნდებისა, რომელსაც შესაძლოა ასე სულაც არ მიაჩნია და გულის სიღრმეში მოსწონს კიდეც ფსიქოლოგიური ტვირთი სხვას რომ აწევს. ერთ-ერთი მათგანია „სკუადრა აძურა”. გერმანული „შპორტ ბილდი” წერს, რომ იტალია ლამაზ ფეხბურთს ნამდვილად ვერ თამაშობს, მაგრამ მარგი ქმედების კოეფიციენტი შემაძრწუნებლად მაღალი აქვს. ფაქტი:...
აგუერო იტალიაში მიდის
მართალია, ამ სეზონში ტრავმებმა გატანჯა და მოედანზე იშვიათად გადიოდა, მაგრამ 32 წლის სერხიო აგუეროს ჩამოწერა მაინც ძალიან ადრეა. როგორც კი „სიტიმ“ გამოაცხადა, რომ მასთან კონტრაქტის გაგრძელებას აღარ აპირებს, ევროპის რამდენიმე ბობოლა კლუბი დაფაცურდა: „ინტერი“, „იუვენტუსი“ და „ბარსელონა“. შეგახსენებთ, სერხიო რა კაცია. სერხიო ის კაცია, გოლებს რომ თლის და გუნდი ჩემპიონობამდე მიჰყავს. კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირს...
მანჩინიმ წერტილი დასვა
იტალიის ნაკრების დამრიგებელმა რობერტო მანჩინიმ საკუთარ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა: „მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შემდეგ ნაკრების მწვრთნელი აღარ ვიქნები. ვაპირებ, საკლუბო მწვრთნელის რანგში გავაგრძელო კარიერა. ვინ შეიძლება ჩაიბაროს ნაკრები? შესაძლოა, ანჩელოტიმ, ალეგრიმ ან გასპერინიმ ითავონ ეს საქმე.” მანჩინიმ 2018 წელს ჩაიბარა ნაკრები და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი ათიდან ათი მოგებით დაასრულა. ჯამში მისმა გაწვრთნილმა გუნდმა 21-მატჩიანი...









