ლეგენდარული არიენ რობენი, რომელიც ამჟამად 36 წლისაა, 16 წლიანი შესვენების შემდეგ ერედივიზიონში დაბრუნდა და მშობლიურ „გრონინგენში“ აგრძელებს თამაშს. ნიდერლანდების ჩემპიონატის პირველ ტურში პსვ-ს წინააღმდეგ (1:3) მან ტრავმა მიიღო, თუმცა იარა სერიოზული არ აღმოჩნდა. რობენი ამ მატჩში პირველი წუთიდანვე თამაშობდა მაგრამ ნახევარი საათის თავზე დაშვდა და შეცვალეს. მიუხედავად ამისა, მეორე დღეს ფეხბურთელი ვარჯიშზე ჩვეულებრივ მივიდა და...
ჭდე: რობენი
რიბერი რკინიგზიდან ვილას ითხოვს
„ბაიერნი“ მიმდინარე სეზონს გაახლებული შემადგენლობით შეხვდა. გუნდიდან ორი ვარსკვლავი, რიბერი და რობენი წავიდნენ. დაიწყო ბუნდესლიგა და მიუნხენელებმა სტარტზე წაიფორხილეს – „ალიანც არენაზე“ „ჰერტას“ ვერ მოუგეს. ჰოლანდიელმა რობენმა კარიერის დასრულებაზე თუ უკვე გამოაცხადა, ფრანგი წასვლას ჯერ არ აპირებს. მას რამდენიმე შეთავაზება ჰქონდა, თუმცა ვერ გადაუწყვეტია ბურთის გორება სად გააგრძელოს. ყველაზე რეალური თითქოს მოსკოვის „ლოკომოტივის“ ვარიანტი მოჩანს, რომლის...
გული და გონება
დასრულდა კიდევ ერთი ლამაზი ეპოქა. საქართველოში, ნაცრისფერ ოთხმოცდაათიანებში და შემდეგ წლებშიც ის უამრავი ბავშვის, მოზარდის თუ ზრდასრული ქომაგის კერპი იყო – არიენ რობენი ფეხბურთიდან წავიდა. 35 წლის რობენმა კარიერის უმნიშვნელოვანესი პერიოდი მიუნხენის „ბაიერნში“ გაატარა. მიუნხენურ გრანდთან ერთად 2013 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ხოლო რეკორდმაისტერის რიგებში ვერცხლის სასალათე 8-ჯერ აღმართა, რაც იმას ნიშნავს, რომ „ბაიერნში“ ყოფნის...
ბაიერნის ცრემლნარევი ჩემპიონობა
ესეც ზედიზედ მეშვიდე ჩემპიონობა. თანაც, ტიტული „ბაიერნმა“ ამჯერად ოფიციალურად გაიფორმა და ზეიმის მიზეზიც მეტი იყო. ზეიმი როგორ არ შედგა, მაგრამ ცრელიც ახლდა და მიუნხენელთა ფანებმა ისეთი პერფორმანსი მოაწყეს, ჩემპიონობაზე მეტს რომ ნიშნავდა. ბავარიელები ფრანკ რიბერის და არიენ რობენს დაემშვიდობნენ. რიბერიმ „ბაიერნში“ 12 წელი იბურთავა და შაბათს ჩემპიონის მეცხრე ტიტული მოიპოვა. ეს გერმანიის ყველა დროის რეკორდია...


