სარაგბო სპეციალისტი რიჩარდ კოკერილი თბილისშია. „მონპელიეს“ თავკაცის პოსტიდან ახლახან გათავისუფლებული 52 წლის ინგლისელი საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელის თანამდებობის დაკავების პრეტენდენტად აქამდეც მოიაზრებოდა სხვა რამდენიმე კანდიდატთან ერთად, მაგრამ „შავი ლომის“ თამაშზე დასასწრებად კოკერილის ჩამოსვლა გვაფიქრებინებს, რომ ის ამ ბრძოლაში რამდენადმე დაწინაურებულია. საქართველოს რაგბის კავშირში განგვიმარტეს, რომ კოკერილი თბილისში კონტრაქტის დეტალებზე სასაუბროდ ჩამოვიდა. რიჩარდ კოკერილსა და საქართველოს...
