საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა არსებობის ისტორიაში მესამედ დაამარცხა ტიერ 1-ის წარმომადგენელი გუნდი. იაპონიის ქალაქ სენდაიში გამართულ ტესტ-მატჩში ბორჯღალოსნებმა „მამაც საკურებს“ ცხარე ბრძოლა გაუმართეს და 25:23 დაამარცხეს! იაპონიის ნაკრები ჩვენი ეროვნული გუნდისთვის ყოველთვის უხერხულ მეტოქედ მიიჩნეოდა. 2006 წლიდან მოყოლებული ქართულ-იაპონური რკენა 6-ჯერ შემდგარა და ბორჯღალოსნებმა ერთადერთხელ იმარჯვეს, ოღონდაც ყველა ძველი მატჩი იმ დროს შედგა, ვიდრე „მამაც საკურებს“...
ჭდე: რიჩარდ კოკერილი
მეშვიდედ – მამაც საკურებთან
შაბათს, 13 ივლისს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ზაფხულის სერიის მეორე ტესტ-მატჩს გამართავს. 14:05-ზე იაპონიის ქალაქ სენდაიში დაიწყება ბორჯღალოსნებისა და ადგილობრივი „მამაცი საკურების“ რიგით მე-7 შეხვედრა. უნდა ითქვას, რომ ფიჯის დარად იაპონიაც ერთ-ერთი უხერხული მეტოქეა ჩვენი გუნდისთვის. 2006 წლიდან მოყოლებული 2018-მდე ეს ნაკრებები ერთმანეთს 6-ჯერ დაპირისპირებიან და ბორჯღალოსნებმა ერთადერთხელ იმარჯვეს – 2014 წელს „მიხეილ მესხზე“ 35:24...
34 კაცით იაპონიასა და ავსტრალიაში
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების თავკაცმა რიჩარდ კოკერილმა 34-კაციანი სია გამოაქვეყნა. ეს იმ 34 მორაგბის ჩამონათვალია, ვინც იაპონიასა და ავსტრალიაში ტესტ-მატჩებისთვის მოემზადება. გაფართოებულ რაზმში სერიოზული სიახლეებია. კოკერილმა 6 ისეთ მორაგბეს უხმო, ვისაც ნაკრების ბორჯღალიანი კვართი არასდროს მოურგია. ესენი არიან ბურჯი ლუკა გოგინავა და ახალგაზრდების მთელი წყება – მეორეხაზელი გურამ ეფრემიძე, მესამეხაზელი იოანე იაშაღაშვილი, შუამარბი გიორგი შველიძე...
ფიჯელებმა ბათუმშიც გადაგვიფრინეს
სამწუხაროდ, ფიჯის ნაკრები საქართველოს ბორჯღალოსნებისთვის ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქედ ბათუმში გამართული ტესტ-მატჩის შემდეგაც დარჩა. რიჩარდ კოკერილის დამოძღვრილმა ქართველებმა „მფრინავ ფიჯელებს“ ურთიერთშეხვედრათა 8 მატჩიან ისტორიაში მე-6 გამარჯვება დაუთმეს – 12:21. უმცროსი ბორჯღალოსნების ირლანდიელებთან წინა დღის მარცხი და ბათუმში ეროვნული ნაკრების ფიჯისთან წაგება ერთიდაიგივე კატეგორიის იყო – უამრავი შესაძლებლობა, ეპიზოდების მთელ რიგში დომინაცია და შესაბამისად, ხილული უპირატესობაც,...
ფიჯისთან დებიუტანტით და ახალი კაპიტნით
პარასკევს, 5 ივლისს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ფიჯელებთან შეხვედრით ზაფხულის ტესტებს გახსნის. ეს უმნიშვნელოვანესი მატჩი ბათუმის სტადიონზე საღამოს 8 საათზე დაიწყება და ეს იქნება ბათუმში გამართული მეორე სარაგბო დაპირისპირება იტალიასთან 2022-ის ზაფხულში ეპოქალური გამარჯვების შემდეგ. „მფრინავი ფიჯელები“ ბორჯღალოსნებისთვის დღემდე ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქეებად მიიჩნევიან. 2012 წლიდან მოყოლებული ფიჯი და საქართველო ერთმანეთს 7-ჯერ დაუპირისპირდნენ და ბორჯღალოსნების...
16-გზის საქართველო!
საქართველოს ბორჯღალოსნებმა საფრანგეთის დედაქალაქში ბეჭედი დაუსვეს იმ ამბავს, რომ ე.წ. სარაგბო ტიერ ორზე ბადალი არ ჰყავთ. 36:10 – ასეთი ანგარიშით დასრულდა „რაგბი ევროპის“ 2024 წლის ჩემპიონატის ფინალური მატჩი საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის. ცხადია, ქართველებმა მოიგეს და თავისი სტატუსი კიდევ ერთხელ დაადასტურეს – ამ დონეზე ჩვენს ბიჭებთან კონკურენციას ვერავინ ახერხებს და შარშან, მსოფლიო თასზე იგივე...
ლომებთან 25-ე ჯახისთვის
17 თებერვალს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „რაგბი ევროპის“ 2024 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს გამართავს. „ავჭალაზე“, 16 საათზე ბორჯღალოსნებისა და ესპანელი „ლომების“ რიგით 25-ე მატჩი დაიწყება. წინა 24 მატჩიდან 20 ქართველთა გამარჯვებით დასრულდა, 3 თამაში ესპანეთის ნაკრებმა მოიგო და ერთიც ფრედ დასრულდა. ამ სტატისტიკიდან გამომდინარე იკვეთება, რომ ესპანეთი სულაც არაა სერიოზული მეტოქე, მაგრამ სინამდვილე სულ...
კოკერილმა რაზმი ჩამოწერა
4 თებერვალს გერმანიის ქალაქ ბისაუში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „რაგბი ევროპის“ მორიგ ჩემპიონატს გერმანელებთან დაპირისპირებით დაიწყებს. მოგეხსენებათ, ჩვენს ნაკრებს ახალი თავკაცი ჰყავს – ინგლისელი რიჩარდ კოკერილი. ჰოდა, ამ კაცმა უკვე შეკრიბა რაზმი, რომელიც ქვეყნის ღირსებას ტურნირის ჯგუფის სამ მატჩში დაიცავს. საპლეიოფო შემადგენლობა მოგვიანებით, ჯგუფის დასრულების შემდეგ გამოცხადდება, დღეს კი იმ 35 კაცის ჩამონათვალს გთავაზობთ, რომლებიც ხსნებულ...
ახალი თავი 1+3
ბორჯღალოსნებსა და „შავ ლომს“ ახალი მწვრთნელი ჰყავთ. 53 წლის ინგლისელი რიჩარდ კოკერილი წარსულში ინგლისური „ლესტერ ტაიგერსში“, შოტლანდიური „ედინბურგის“ და საფრანგეთში „ტულონისა“ და „მონპელიეს“ თავკაცი იყო, ედი ჯონსის წასვლის შემდეგ რამდენიმე თვე ინგლისის ეროვნულ გუნდსაც კი ედგა სათავეში. სპორტსმენობისას იყო კვაჭი და ინგლისის ნაკრებთან ერთად მსოფლიო თასზე უთამაშია, ამდენად, არის შერკინების სპეციალისტი და სამწვრთნელო კარიერა სწორედ...
რიჩარდ კოკერილი ბორჯღალოსნებში
ქართული რაგბი ახალ ფაზაში შედის. როგორც გაირკვა, ინგლისელმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილმა საქართველოს რაგბის კავშირთან ურთიერთობა გაარკვია და მხარეები შემდეგ შეთანხმებამდე მისულან: ხელშეკრულება დაიდება მიმდინარე სეზონის ბოლომდე, რის შემდეგ მხარეები გადახედავენ რა და როგორაა, რასაც კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივება მოჰყვება, 2025 წლის ზაფხულში კი, თუ ყველაფერი ისე იქნა, როგორც ქართული რაგბის ინტერესებს მოეთხოვება, გაფორმდება მთავარი,...









