ჭდე: რეალი

Home რეალი
ბურთის ფლობა გამარჯვებას ნიშნავს?
ჩანაწერი

ბურთის ფლობა გამარჯვებას ნიშნავს?

სადაც “ბარსელონაა” ბურთის ფლობაზეც იქ მსჯელობენ.  ტიკი-ტაკამდე ვინ ითვლიდა ასეთი მონდომებით რომელი გუნდი სათამაშო დროის რამდენი პროცენტის განმავლობაში აკონტროლებდა ბურთს. ხვალინდელი “ელ კლასიკოს” წინ “ბარსას” თავკაც ერნესტო ვალვერდეს კვლავ ამ თემაზე ჩამოუგდეს სიტყვა. ვალვერდემ ასე უპასუხა: “ბურთის ფლობა გამარჯვების გარანტიას ვერ მოგცემს. ის მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ გუნდმა საგოლე მომენტები შექმნას; საშუალებაა და მეტი არაფერი....

“ელ კლასიკოზე” მივლინებული
ჩანაწერი

“ელ კლასიკოზე” მივლინებული

უნაი ემერის შაბათს “ელ კლასიკოზე” დასასწრებად შესანიშნავი მიზეზი აქვს — ჩემპიონთა ლიგაში “პარი სენ ჟერმენის” მომავალი მეტოქე უნდა დაზვეროს. საეჭვოა, “რეალის” თამაშში იყოს თუნდაც მცირე ნიუანსი, რომელიც პარიზელთა ესპანელმა მწვრთნელმა ზედმიწევნით არ იცოდეს, მაგრამ 23 დეკემბერს “სანტიაგო ბერნაბეუზე” ჯდომას რა სჯობს და თუკი ეს მივლინებადაც შეგიძლია გააფორმო, რატომ უნდა თქვა უარი. “შაბათს “ელ კლასიკოს” დავესწრები...

რა დიბალობას არ გაიგებ კაცი
ჩანაწერი

რა დიბალობას არ გაიგებ კაცი

თუ არგენტინელი პაულო დიბალას ძმას მარიანო დიბალას დაეჯერება, სატრანსფერო ბაზარზე დიდი ვაჭრობაა მოსალოდნელი. ცხელ-ცხელი ჭორი ასეთია: ნეიმარი “პარი სენ ჟერმენიდან” “რეალში” გადავა, ხოლო საფრანგეთის დედაქალაქში მის ადგილს დიბალა დაიკავებს. მოგეხსენებათ, პოლონური წარმოშობის არგენტინელი ჯერჯერობით “იუვენტუსში” თამაშობს. ეს ამბავი იტალიურმა “კორიერე დელო სპორტმა” გაავრცელა. რომაული გაზეთის ინფორმაციით, მარიანო დიბალა პარიზში იყო, სადაც ლიგა 1-ის ლიდერთა შეფებს...

ევროპული ცარცის წრე
ჩანაწერი

ევროპული ცარცის წრე

ჟოზე მოურინიუ ბრიტანეთის რეკორდის დამყარებას აპირებს — “მანჩესტერ იუნაიტედის” პორტუგალიელი თავკაცი მზადაა ბელგიელ ედენ აზარში “ჩელსის” 90 მილიონი გირვანქა სტერლინგი ანუ 101,7 მილიონი ევრო (305,6 მილიონი ლარი) გადაუხადოს. “განსაკუთრებულს” სწამს, რომ ვაჭრობაში “რეალსა” და “პარი სენ ჟერმენს” აჯობებს. 26 წლის აზარმა თავის ახლანდელ გუნდს უკვე უთხრა უარი კვირაში 300 000 გირვანქად ხელშეკრულების განახლებაზე. როგორც ჩანს,...

“ბარსელონა” “რეალს” ღირსების დერეფანს არ მოუწყობს!
ჩანაწერი

“ბარსელონა” “რეალს” ღირსების დერეფანს არ მოუწყობს!

შაბათს, 23 დეკემბერს, “ბარსელონა” “რეალს” ღირსების დერეფანს არ მოუწყობს — ასეთია კატალონიური კლუბის პრინციპული გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც მისმა ინსტიტუციურ ურთიერთობათა დირექტორმა, გილერმო ამორმა განაცხადა. შაბათს, მადრიდელებმა, მოგეხსენებათ, აბუ დაბიში კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონის წოდება მოიპოვეს. “ჩვენი კლუბი ღირსების დერეფანს ჩვეულებრივ მხოლოდ ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მომგებ გუნდებს უკეთებს… ეს ის შემთხვევა არ არის,” — განმარტა...

“რეალი” მსოფლიოს მწვერვალზე!
ჩანაწერი

“რეალი” მსოფლიოს მწვერვალზე!

მადრიდის “რეალი” გახდა ფეხბურთის ისტორიაში პირველი კლუბი, რომელმაც ზედიზედ მეორედ მოიგო კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. ეს აბუ დაბიში მოხდა, სადაც კრიშტიანუ რონალდუს მიერ დარტყმული შედეგიანი საჯარიმო დარტყმის წყალობით “თეთრებმა” ბრაზილიური “გრემიო” დაამარცხეს. ზინედინ ზიდანის ფეხბურთელები მოედანზე თავიდანვე დომინირებდნენ, მაგრამ “გრემიოს” კარგად ორგანიზებული დაცვის გარღვევა უჭირდათ. საბოლოოდ მათ მაინც გაიმარჯვეს — როგორც მოგახსენეთ, მატჩის ერთადერთი გოლი...

ჯერ არ ჩათვალეს, მერე ჩათვალეს, მერე ისევ არ ჩათვალეს…
ჩანაწერი

ჯერ არ ჩათვალეს, მერე ჩათვალეს, მერე ისევ არ ჩათვალეს…

“მარკა” წერს, რომ აბუ დაბიში, კლუბთა მსოფლიო თასის ნახევარფინალში, ადგილობრივ “ალ ჯაზირასთან” შეხვედრის დროს, “რეალმა” ახლოს გაიცნო ის, რაც მომავალი სეზონიდან ლა ლიგაში ელის — ვიდეორეფერი. ერთ-ერთ ეპიზოდში ისკომ ბურთი საჯარიმოში ჩაკიდა. შორეულ ძელთან ყველაზე მაღლა კაზემირო ახტა და თავურით გაიტანა, მაგრამ მსაჯმა, სანდრო რიკიმ ოფსაიდის მიზეზით გოლი არ ჩათვალა. “რეალის” ფეხბურთელებმა ვიდეოსამსჯავრო მოითხოვეს. რიკიმ...

რეალს კეპა 25 მილიონად დაიცავს
ჩანაწერი

რეალს კეპა 25 მილიონად დაიცავს

„ბილბაოს“ მეკარე კეპა არისაბალაგა რევუელტა 1 იანვრიდან მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი გახდება. 23 წლის კეპაში, „მარკას“ ცნობით, მადრიდული კლუბი ბასკებს 25 მილიონ ევროს მიუთვლის, ხოლო მეკარეს ექვსწლიან კონტრაქტს გაუფორმებს –  2 500 000 ევრო  წლიურად. კეპა ბასკური კლუბის აღზრდილია. 2011 წლიდან „ბილბაოშია“. 2014-2016 წლებში განათხოვრებული იყო ჯერ „პონფერადინაში“, მერე კი „ვალიადოლიდში“. მისი კონტრაქტი „ბილბაოსთან“ მომავალ ივნისს...

კოვაჩიჩის ანალიზი და მოდრიჩის მოკლე კომენტარი
ჩანაწერი

კოვაჩიჩის ანალიზი და მოდრიჩის მოკლე კომენტარი

მოსკოვში ჩატარებულმა კენჭისყრამ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ხორვატიის ნაკრები D ჯგუფში, არგენტინასთან, ისლანდიასთან და ნიგერიასთან მოახვედრა. ხორვატმა ნახევარმცველმა მატეო კოვაჩიჩმა, რომელიც “რეალში” თამაშობს, თავი მოვალედ ჩათვალა კენჭისყრის შედეგისთვის კომენტარი მიეძღვნა და თავის “ინსტაგრამზე” დაწერა: “არგენტინას დიდებული გუნდი ჰყავს, არ უნდა დაგვავიწყდეს რა კარგად ითამაშა შესარჩევში ისლანდიამ, ხოლო აფრიკული გუნდებისგან ყოველთვის მოულოდნელობას უნდა ელოდე. მაგრამ ისევე...

ქართველთა ყოფილი სარდალი ლივერპულზე ესპანელთა შესევის შესახებ
ჩანაწერი

ქართველთა ყოფილი სარდალი ლივერპულზე ესპანელთა შესევის შესახებ

საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავკაცმა (2008-09) არგენტინელმა ექტორ რაულ კუპერმა, რომელიც ორი წელიწადია ეგვიპტის ნაკრებს უდგას სათავეში, “მარკას” ინფორმაციით, განაცხადა, რომ მან დანამდვილებით იცის: მადრიდის “რეალი” “ლივერპულის” ეგვიპტელი თავდამსხმელის, მოჰამედ სალაჰის ყიდვას ცდილობს. “დაზუსტებული ინფორმაცია მაქვს, რომ “რეალს” სალაჰის შეძენა უნდა. არადა ჩემი აზრით, მოჰამედი დღეს “ლივერპულში” ბრწყინვალედ გრძნობს თავს. ის შესანიშნავ გარემოშია”, — თქვა კუპერმა, რომელიც...