„ბარსელონას“ თავდამსხმელმა რაფინიამ 2026 წლის ესპანეთის სუპერთასის ფინალში მადრიდის „რეალთან“ 3:2 გამარჯვებაზე ისაუბრა. „ჩემი საუკეთესო მომენტი ამ სეზონში? არასდროს ვიტყოდი ასე, რადგან მე ვარ ადამიანი, რომელიც ბევრს ითხოვს საკუთარი თავისგან! რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ ყოველთვის ვცდილობ, ყველაფერი გავიღო გუნდისთვის, დავეხმარო როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს… კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი აზროვნება...
ჭდე: რაფინია
ბარსამ ბილბაოს გადაუარა და მადრიდს ელის
„ბარსელონამ’’ ესპანეთის სუპერთასის ფინალისკენ გზა იოლად გაიკაფა, „ბილბაოს’’ 5:0 მოუგო. ეს საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში, „მეფე აბდულას სპორტულ ქალაქში’’ მოხდა. კატალონიელებმა ანგარიში 22-ე წუთზე გახსნეს, გოლი ფერან ტორესმა შეაგდო. მერე გოლი პირველის საგოლე პასის ავტორმა ფერმინ ლოპესმა 30-ზე შეაგდო. ოთხ წუთში ფერმინმა ისევ საგოლე პასი შეასრულა, შვედ რუნი ბარდგის გაატანინა, კიდევ ოთხ წუთში კი ბარდგიმ...
სიმეონე რაფინიათი აღფრთოვანებული დარჩა
„ბარსელონა’’ ჯერაც ბოლომდე დაუმთავრებელ „კამპ ნოუზე’’ „ატლეტიკოს’’ თავიდან ჩამორჩა, შემდეგ კი 3:1 მოუგო. ეს იყო ბლაუგრანას ზედიზედ მეხუთე გამარჯვება ლა ლიგაში. იმავდროულად იმავე ლიგაში ეს იყო მე-13 შეხვედრა წაგების გარეშე. ჰანსი ფლიკს კრიტიკოსები დაცვის ხაზის საკუთარი საჯარიმოდან მეტისმეტად შორს დაყენებას საყვედურობენ და სწორედ ეს იყო მე-19 წუთზე ალექს ბაენას გოლის მიზეზი. თავდაპირველად თანამსაჯმა ოფსაიდი აღნიშნა,...
პსჟ-სთან ჟოან გარსია და რაფინია ვერ ითამაშებენ
რაღა დარჩა ოთხშაბათამდე, როდესაც „მონჟუიკზე’’ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში „ბარსელონამ’’ „პარი სენჟერმენს’’ უნდა უმასპინძლოს. როგორც ესპანური ასევე ფრანგული პრესა ცდილობს მოახლოებულ შეხვედრასთან დაკავშირებით რაიმე სიახლე ყოველდღე მიაწოდოს გულშემატკივარს და აი, როგორც ცნობილი გახდა, „ბლაუგრანას’’ შეიძლება მეკარე ჟოან გარსია და რაფინია ვერ დაეხმარონ. 24 წლის გარსია პარასკევს ვარჯიშზე დაშავებულა. ჯერ ვერავინ ამბობს რამდენად მძიმეა ტრავმა,...
12 მილიონი რაფინიასთვის…
„ბარსელონას“ თავდამსხმელმა რაფინიამ, შესაძლოა, კლუბი მომავალ სეზონში დატოვოს. „ნიუკასლი“ 26 წლის ფეხბურთელის შეძენით დაინტერესდა. კაჭკაჭები მზად არიან ბრაზილიელს სეზონში ჯამაგირად 12 მილიონი ევრო შესთავაზონ (კვირაში 230 ათასი ევრო) პრემიერლიგაში მოსაზიდად. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრაზილიელით „ჩელსი“ და „არსენალიც“ არიან დაინტერესებული. რაფინია „ბარსელონას“ „ლიდსიდან“ 2022 წლის ზაფხულში შეუერთდა. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე 45 მატჩი ჩაატარა,...
ვინ შექმნა რაფინია?
„ბარსელონას” ახალი შენაძენი რაფინია კატალონიურ კლუბს 45 მილიონი ევრო დაუჯდა. არადა, სულ რაღაც ორი სეზონის წინ ბრაზილიელის წინა კლუბმა „ლიდს იუნაიტედმა” „რენს” მის სანაცვლოდ 16 მილიონი გადაუხადა. როგორც ირკვევა, 25 წლის მარჯვენა გარემარბისთვის სწორედ ეს ორი წელიწადი იყო უმნიშვნელოვანესი. რაფაელ დიას ბელოლის ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში მხოლოდ 9 მატჩი აქვს ნათამაშები. ამ შეხვედრებში მან სულ 3...
2:8 არავის უხსენებია
რობერტ ლევანდოვსკი „ბარსელონაში” გადასვლით კმაყოფილია, ჩავის როგორც მწვრთნელს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს და ამბობს, რომ 34 წლისა თავს გაცილებით ახალგაზრდად გრძნობს, ვიდრე პირადობის მოწმობაში უწერია. — თქვენთან ერთად „ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგის მოგების მეტი შანსი აქვს? — აქ იმიტომ გადმოვედი, რომ ტიტულები მოვიგო, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემპიონთა თასია, მაგრამ საქმეს ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა კეთება. — პირველი დღეების...
არა-ამხანაგური კლასიკო ბარსელონამ მოიგო
ლას ვეგასში გაიმართა „ელ კლასიკო”, რომელიც „ბარსელონამ” 1:0 მოიგო. თამაში ამხანაგურისთვის უჩვეულოდ დაძაბული გამოდგა. იყო გაწევ-გამოწევა, რაფინიას ლამაზი გოლი და შედეგი, რომელიც შეგვიძლია ჩავის განცხადებად ჩავთვალოთ: ახალ სეზონში გვიფრთხილდით! ამ არა-ამხანაგურ მატჩში შედგა რობერტ ლევანდოვსკის დებიუტი „ბლაუგრანას” შემადგენლობაში. რაც შეეხება მადრიდის გუნდს. ნევადაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ „რეალი” ბენზემას გარეშე სხვა გუნდია. გაიხსენეთ — ბოლოს,...
წეწვა-ღლეტა ლონდონში
„არსენალს” ეგონა თავი ქუდში ჰქონდა — „ლიდს იუნაიტედიდან” რაფინიას ყიდულობდა და შუა მოლაპარაკებებში გახლდათ გართული, როდესაც „ჩელსიმ” ჯიბეზე ხელი გაიკრა და 60 მილიონი გირვანქა გამოაჩინა. „მეთოფეთა” წინადადება კი 30 მილიონის ფარგლებში ტრიალებდა. ბრაზილიელის აგენტმა, წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა დეკუმაც მომენტი ხელიდან არ გაუშვა და ახლა გარემარბი უკვე „სტემფორდ ბრიჯის” კარზე აკაკუნებს. დასავლეთ ლონდონელებს შეტევის ხაზის გადახალისება...
დიდი რემონტიდან ოთხი წლის შემდეგ
დღეს, 1440 დღის შემდეგ, „პარი სენ ჟერმენი” ბრუნდება „კამპ ნოუზე” ანუ იქ, სადაც 50 წლიანი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე კოშმარული საღამო დაატყდა თავს. მაშინ, პარიზელები ბარსელონაში ამაყად ჩავიდნენ, შინ 4:0 ჰქონდათ მოგებული, მაგრამ… 1:6 წააგეს და გავარდნენ. ეს იყო ჩემპიონთა ლიგის 2016-17 წლების გათამაშების მერვედფინალი. ის შეხვედრა „ლა რემონტადას” ანუ დაბრუნების სახელით შევიდა ისტორიაში, თუმცა, შემდეგ,...









