ჭდე: რაიო ვალეკანო

Home რაიო ვალეკანო
უსიამოვნო სანახაობა და უპატივცემულობა
ჩანაწერი

უსიამოვნო სანახაობა და უპატივცემულობა

„მანჩესტერ იუნაიტედმა” კრიშტიანუ რონალდუს უსაყვედურა, რომ ის, რაც მან „რაიო ვალეკანოსთან” ამხანაგური შეხვედრის დროს გააკეთა, ახალგაზრდებისთვის ცუდი მაგალითია — პირველი ტაიმის მერე შეცვლილმა პორტუგალიელმა თამაშის ბოლომდე არ დაიცადა და სტადიონი დატოვა. არადა, ერიკ ტენ ჰაგმა ბევრჯერ თქვა, რომ ახალი „იუნაიტედის” ქვაკუთხედი ფეხბურთელების ერთსულოვნება უნდა იყოს. მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელმა სტადიონი საფინალო სასტვენამდე ათი წუთით ადრე...

კრიშტიანუმ ლოყები დაიხოკა
ჩანაწერი

კრიშტიანუმ ლოყები დაიხოკა

კრიშტიანუ რონალდუს „მანჩესტერ იუნაიტედში” დაბრუნება ასეთი გამოვიდა: ის შესვენებისას შეცვალეს, ხოლო მის ნაცვლად შესულმა 20 წლის კოტ დ’ივუარელმა ადამ დიალომ სამ წუთში გოლი გაიტანა. „იუნაიტედისა” და „რაიო ვალეკანოს” ამხანაგური თამაში 1:1 დამთავრდა. 37 წლის ვარსკვლავი მთელი ზაფხულის განმავლობაში ცდილობდა სხვა კლუბში გადასულიყო, მანკუნიანელთა წვრთნებს კი ოჯახური პრობლემების მომიზეზებით აცდენდა. საბოლოოდ, მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელს დაბრუნება...

მადრიდში ვალენსია მამარდაშვილს ეყრდნობოდა
ჩანაწერი

მადრიდში ვალენსია მამარდაშვილს ეყრდნობოდა

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ მადრიდში „რაიო ვალეკანოსთან“ 1:1 ითამაშა. „ღამურები“ კარლოს სოლერის მიერ 57-ე წუთზე გატანილი გოლით 1:0-ს იგებდნენ, მაგრამ მასპინძელთა თავდამსხმელმა სერხიო გვარდიოლამ 83-ზე ანგარიში გაქვითა. მადრიდელები ფრეს ნამდვილად იმსახურებდნენ. ვალენსიელთა ქართველი მეკარე რომ არა, ისინი უეჭველად მოიგებდნენ. გიორგიმ სამ ეპიზოდში ჩინებული რეაქცია გამოავლინა, 90+2 წუთზე კი ის საჯარიმოში შევარდნილ რანდი ნტეკას ფეხებში ჩაუვარდა და...

სამეფო თასის ფინალში მამარდას მეტოქე ცნობილია
ჩანაწერი

სამეფო თასის ფინალში მამარდას მეტოქე ცნობილია

„რეალ ბეტისმა” დრამატულ შეხვედრაში, ბოლოწამს გაუთანაბრა „რაიო ვალეკანოს” და ესპანეთის სამეფო თასის ფინალში გავიდა, სადაც გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიას” შეხვდება. მანუელ პელეგრინის გუნდს პირველი შეხვედრა 2:1 ჰქონდა მოგებული, მაგრამ უპირატესობა კინაღამ ქარს გაატანა. „ბეტისმა” მე-80 წუთზე გაუშვა გოლი. ის ბებემ შორეული ლამაზი დარტყმით შეაგდო. „რაიოს” ფეხბურთელმა 35 მეტრიდან უწია მიზანს. ყველა ელოდა, რომ თამაში დამატებით დროში...

ეს იყო ნული!
ჩანაწერი

ეს იყო ნული!

„რეალის” კრიზისი გრძელდება. კვირას „თეთრებმა” თანაქალაქელ „რაიო ვალეკანოსთან” წააგეს 0:1. ამ გამარჯვებით „რაიომ” ლა ლიგაში დარჩენის თეორიული შანსი შეინარჩუნა, „რეალის” თავკაც ზინედინ ზიდანს კი  Movistar + თან ინტერვუში და მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე მწარე ლაპარაკი მოუხდა. „რაიოს” შესახებ: მათ ეს გამარჯვება სჭირდებოდათ და მიაღწიეს კიდეც. „რაიო ვალეკანომ” ის ფეხბურთი ითამაშა, რომელიც წესით ჩვენ უნდა გვეთამაშა. ჩვენ კი პირველიდან...