ჭდე: პიოტრ ჟელინსკი

Home პიოტრ ჟელინსკი
იანვრის მოლოდინში
ჩანაწერი

იანვრის მოლოდინში

ორიოდ თვეში ახალი სატრანსფერო ბაზარი გაიხსნება. ზაფხულში, „ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა რამდენიმე ფეხბურთელი შეიძინა, რამდენიმეც გაყიდა, მაგრამ გულშემატკივრები უკმაყოფილონი დარჩნენ. ისინი შემადგენლობის გაძლიერებას ელოდნენ. დე ლაურენტისმა შესაძლოა ფანები ზამთარში გაახაროს, თუმცა არის საშიშროებაც: „პარტენოპეელთა” რამდენიმე წამყვან მოთამაშეზე ევროპის მდიდარი კლუბები ნადირობენ. „ნაპოლის” ყველა კაშკაშა ვარსკვლავები ნიგერიელი ვიქტორ ოსიმენი და ქართველი ხვიჩა კვარაცხელია არიან, თუმცა...

ჟელინსკის მოქალაქეობა
ჩანაწერი

ჟელინსკის მოქალაქეობა

პიოტრ ჟელინსკი იტალიის მოქალაქე გახდა. „ნაპოლის” ნახევარმცველი აგერ უკვე ათ წელიწადზე მეტია, რაც bel paese-ში ანუ ლამაზ ქვეყანაში (იტალიაში) ცხოვრობს და მუშაობს (ფეხბურთის გულშემატკივართა ენაზე თამაშობს), რის შედეგადაც მას დაუგროვდა ყველა საკმარისი პირობა საიმისოდ, რათა ამ ქვეყნის პასპორტი მიიღოს. იტალიის მოქალაქეობის მისაღებად ჟელინსკის კიდევ ერთი რამ, ენის ცოდნა მოეთხოვებოდა, რაც საერთოდ არ წარმოადგენდა პრობლემას, რადგან...

ჟელინსკიც კონტრაქტს ელოდება
ჩანაწერი

ჟელინსკიც კონტრაქტს ელოდება

მას „ნაპოლი” უნდოდა. არ დაგიდევდათ, რის ფასად. იმ კლუბისა და ქალაქისთვის, რომელიც ასე ძალიან უყვარს „ალ აჰლის” მილიონებზე თქვა უარი. ბევრ მილიონზე: სამი წლის განმავლობაში წელიწადში 12 მილიონ ევროზე. პიოტრმა გადაწყვიტა დარჩეს და კლუბთან ურთიერთობაში ბევრ სირთულეს წააწყდა. მისი კონტრაქტი 2024 წლამდეა ძალაში. იანვარში ის შეიძლება თავისუფალი აგენტი გახდეს, რაც კორპორატიული აზროვნებისთვის მიუღებელია. ამის გამო,...

ნაპოლიში შედიან და გადიან
ჩანაწერი

ნაპოლიში შედიან და გადიან

calciomercato-მ „ნაპოლიში” შექმნილი სიტუაცია მბრუნავ კარს შეადარა, რომელშიც ერთდროულად შედიან და გამოდიან. იტალიური პორტალი წერს, რომ სერია A-ს ჩემპიონმა ბაზარში ფეხს აუჩქარა. მან „სტად დე რეიმსისგან” იყიდა 23 წლის შვედი ნახევარმცველი იენს კაიუსტე და გაააქტიურა მუშაობა პიოტრ ჟელინსკის საუდის არაბეთში, კერძოდ „ალ აჰლიში” გაშვების მიმართულებით. არაბები ჟელინსკიში 24 მილიონ ევროს იძლევიან. პირადად პოლონელს სამი სეზონის...

არაბები ჟელინსკის ტვინს ურევენ
ჩანაწერი

არაბები ჟელინსკის ტვინს ურევენ

„გაძეტა დელო სპორტმა” „ნაპოლის” პოლონელი ნახევარმცველის პიოტრ ჟელინსკის შესახებ დაწერა, რომ საუდელთა კლუბის „ალ აჰლის” წარმომადგენლები იტალიაში ჩაფრინდნენ, რათა დაძლიონ ნეაპოლელთა წინააღმდეგობა და თავად ფეხბურთელს დიდძალი ფულით აურიონ თავგზა. აქამდე ცნობილი იყო, რომ ჟელინსკი „აძურისთან” ხელშეკრულების განახლებასა და, ოღონდ „მარადონაზე” ეთამაშა, წლიური ხელფასის (3,5 მილიონი ევრო) შემცირებაზეც კი იყო ყაბულს. მილანური გაზეთი წერს, რომ ნახევარმცველის...

ჟირონასთან თამაშის წინ
ჩანაწერი

ჟირონასთან თამაშის წინ

კასტელ დი სანგროში „ჟირონასთან” ამხანაგური შეხვედრის წინა დღეს „ნაპოლის” პოლონელ ნახევარმცველ პიოტრ ჟელინსკის მარჯვენა მუხლზე ბლომად ყინულის დადება მოუხდა. ის ვარჯიშის დროს შუა მოედანზე გაჩერდა, შემდეგ თანაგუნდელები დატოვა, სკამზე ჩამოჯდა და ბოლოს გასახდელისკენ გაეშურა. „ილ მატინო” წერს, რომ საგანგაშო არაფერია, მაგრამ ჟელინსკის მდგომარეობას დღეს კლუბის ექიმები მაინც შეისწავლიან. მეორე მხრივ ფაქტია, რომ რუდი გარსიას ფეხბურთელები...

ჟელინსკი გაგიჟდა?
ჩანაწერი

ჟელინსკი გაგიჟდა?

ბოლო ინფორმაციით, პიოტრ ჟელინსკი „ნაპოლიში” ნახევარ ხელფასზე რჩება. ეს ცნობა „გაძეტა დელო სპორტის” ფურცლებიდან მაურიციო ნიკიტამ გაავრცელა. ზემოთ თქმული ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა, მაგრამ ფაქტია — პოლონელს ისე სურს „აძურიში” დარჩენა, რომ საუდის არაბეთიდან და „ლაციოდან” მიღებულ სარფიან შეთავაზებებზე უარი თქვა. ჟელინსკის ახლანდელი კონტრაქტი 2024 წლის ივლისამდეა ძალაში. ჯერჯერობით მისი ხელფასი წელიწადში 4,5 მილიონი ევრო...

ჟელინსკი როგორ ჩანს დარჩება
ჩანაწერი

ჟელინსკი როგორ ჩანს დარჩება

ბოლო ცნობა „ნაპოლის” ბანაკიდან ის არის, რომ გუშინ ერთმანეთს პიოტრ ჟელინსკის აგენტი ბარტომეი ბოლეკი და კლუბის წარმომადგენლები შეხვდნენ. ეს ინფორმაცია დაინტერესებულ საზოგადოებას „სქაი სპორტის” ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ შეატყობინა. შეგახსენებთ, რომ პოლონელი ნახევარმცველისა და „აძურის” თანამშრომლობას ვადა ერთი წლის შემდეგ, 2024 წლის 30 ივნისს გაუდის. შესაბამისად, კლუბმა ფეხბურთელს ახლავე უნდა გაუხანგრძლივოს ხელშეკრულება, თორემ მისი ვადის...

ლაციომ ნაპოლის ოფიციალური წინადადებით მიმართა
ჩანაწერი

ლაციომ ნაპოლის ოფიციალური წინადადებით მიმართა

„ლაციოს” პრეზიდენტმა კლაუდიო ლოტიტომ გადაწყვიტა, რომ დროა „ნაპოლის” პიოტრ ჟელინსკის თაობაზე ოფიციალურად მიმართოს. მას მერე, რაც პოლონელმა და იტალიის ჩემპიონმა კონტრაქტის განახლებასთან დაკავშირებით საერთო ენა ვერ გამონახეს, გაირკვა, რომ ფეხბურთელი რამდენიმე კლუბის ინტერესის საგანი ყოფილა. ჟელინსკის შეძენა განსაკუთრებით „ლაციოს” მწვრთნელ მაურიციო სარის სურს. ის ნახევარმცველს საუდის არაბეთში, კერძოდ „ალ ჰილალში” წასული სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის შემცვლელად მოიაზრებს....

ჟელინსკი ნაპოლიდან მიდის
ჩანაწერი

ჟელინსკი ნაპოლიდან მიდის

პიოტრ ჟელინსკი და „ნაპოლი” ერთმანეთს ემშვიდობებიანო, წერს calciomercato. პოლონელი ნახევარმცველი „აძურიში” 2016 წლიდან თამაშობს. ის გახლდათ გუნდის ბოლო წლების უდიდეს მოვლენათა მონაწილე. მან „პარტენოპეელებთან” ერთად გადაიტანა 2018 წელს სკუდეტოს დაკარგვის და 2023 წელს მისი მოპოვების ემოციური მომენტები. და აი, სამი დღის წინ, ახალი მაისურის პრეზენტაციაზე, კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ვეტერანებს მკაფიოდ მოსთხოვა რაც შეიძლება...