პიოტრ ჟელინსკი იტალიის მოქალაქე გახდა. „ნაპოლის” ნახევარმცველი აგერ უკვე ათ წელიწადზე მეტია, რაც bel paese-ში ანუ ლამაზ ქვეყანაში (იტალიაში) ცხოვრობს და მუშაობს (ფეხბურთის გულშემატკივართა ენაზე თამაშობს), რის შედეგადაც მას დაუგროვდა ყველა საკმარისი პირობა საიმისოდ, რათა ამ ქვეყნის პასპორტი მიიღოს.
იტალიის მოქალაქეობის მისაღებად ჟელინსკის კიდევ ერთი რამ, ენის ცოდნა მოეთხოვებოდა, რაც საერთოდ არ წარმოადგენდა პრობლემას, რადგან ნახევარმცველი ჯერ კიდევ „ემპოლიში” თამაშის დროიდან საქმეს სერიოზულად მიუდგა და დღეს იტალიურად თავისუფლად ლაპარაკობს.
პოლონელს პასპორტი გუშინ შუადღისას ნეაპოლის პრეფექტურაში პრეფექტმა კლაუდიო პალომბამ გადასცა. ცერემონიალს ფეხბურთელის ვექილი ნიკოლა ლეონეც ესწრებოდა. ამრიგად, ჟელინსკის ორი ქვეყნის პოლონეთისა და იტალიის მოქალაქეა. რასაკვირველია, მოქალაქეობის მიღება მას იტალიის ნაკრებში თამაშის უფლებას არ მისცემს. 29 წლის ჟელინსკის პოლონეთის ეროვნულ გუნდში 83 თამაშში 10 გოლი აქვს გატანილი.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 14:13რონალდ კუმანს მეუღლე გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 11:00რენი ჩივის – პარიზში თამაში არ უნდა
სიახლეები16/09/2026 | 08:49ტოპმიოლერი გააგდეს!
მთავარი ამბავი16/09/2026 | 07:26შერეული შთაბეჭდილება დატოვაო…
