„ლაციოს” პრეზიდენტმა კლაუდიო ლოტიტომ გადაწყვიტა, რომ დროა „ნაპოლის” პიოტრ ჟელინსკის თაობაზე ოფიციალურად მიმართოს. მას მერე, რაც პოლონელმა და იტალიის ჩემპიონმა კონტრაქტის განახლებასთან დაკავშირებით საერთო ენა ვერ გამონახეს, გაირკვა, რომ ფეხბურთელი რამდენიმე კლუბის ინტერესის საგანი ყოფილა. ჟელინსკის შეძენა განსაკუთრებით „ლაციოს” მწვრთნელ მაურიციო სარის სურს. ის ნახევარმცველს საუდის არაბეთში, კერძოდ „ალ ჰილალში” წასული სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის შემცვლელად მოიაზრებს. ჟელინსკის შეძენა უნდა საუდის არაბეთისავე „ალ აჰლის”, რომელიც პოლონელს გვარიან გასამრჯელოს სთავაზობს.
areanapoli წერს, რომ ყველაფრის მიუხედავად ნეაპოლურ კლუბს ჯერ კიდევ არ დაუკარგავს იმედი, რომ პოლონელს თავადაც გაუხანგრძლივებს ხელშეკრულებას. მოგეხსენებათ, ჟელინსკი „ნაპოლისთან” 2024 წლის ივლისამდეა დაკავშირებული, რის მერეც თავისუფალი აგენტი გახდება და შეუძლია „პარტენოპეელთა” დაუკითხავად სადაც სურს იქ გადავიდეს.
Lalaziosiamonoi-ს ინფორმაციით რომაელებმა ნეაპოლელებს 20 მილიონი ევრო შესთავაზეს. მადაზე მოსული დე ლაურენტისი ნახევარმხცელს 25 მილიონად აფასებს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 14:13რონალდ კუმანს მეუღლე გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 11:00რენი ჩივის – პარიზში თამაში არ უნდა
სიახლეები16/09/2026 | 08:49ტოპმიოლერი გააგდეს!
მთავარი ამბავი16/09/2026 | 07:26შერეული შთაბეჭდილება დატოვაო…
