საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს ახალი დროება დაუდგა. ამიერიდან ბორჯღალოსნები ივლისის ტრადიციული ტესტ-მატჩების ნაცვლად მონაწილეობას ახალ ტურნირში მიიღებენ, რომელსაც ეწოდება „მსოფლიო რაგბის ერთა თასი“. ცხადია, ქართველები ელიტაში არ დაუშვეს და ადგილი მსოფლიო რაგბის ძალით მეორე დუჟინში მიუჩინეს. ხსენებული ტურნირის პირველ ნაწილს დასავლეთ ნახევარსფერო უმასპინძლებს, შემოდგომის ნაწილი კი პლანეტის აღმოსალეთში შედგება, მათ შორის – საქართველოშიც. სიახლე ისიცაა, რომ...
ჭდე: ოთარ გიორგაძე
მეშვიდე სეზონური და მეორე ელიტური…
დავით ნინიაშვილმა საფრანგეთის მთავარი სარაგბო ლიგის მორიგ ტურში მეშვიდე სეზონური ლელო მიითვალა, ხოლო მეორე ელიტურ დივიზიონში ზედიზედ მეორე ტური ბადრი ალხაზაშვილის ლელოთი აღინიშნა. ტოპ 14 ამ ლიგაში ლიდერი უცვლელია – „სტად ფრანსემ“ „მონპელიეს“ გასვლით მატჩში უდიდეს ბრძოლაში 12:10 აჯობა და 63 ქულით სატურნირო ცხრილის ლიდერობა შეინარჩუნა. ამ გამარჯვებაში ცოტაოდენი წვლილი გიორგი მელიქიძემაც შეიტანა, რომელმაც გაძევებული...
ლომებთან 25-ე ჯახისთვის
17 თებერვალს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „რაგბი ევროპის“ 2024 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს გამართავს. „ავჭალაზე“, 16 საათზე ბორჯღალოსნებისა და ესპანელი „ლომების“ რიგით 25-ე მატჩი დაიწყება. წინა 24 მატჩიდან 20 ქართველთა გამარჯვებით დასრულდა, 3 თამაში ესპანეთის ნაკრებმა მოიგო და ერთიც ფრედ დასრულდა. ამ სტატისტიკიდან გამომდინარე იკვეთება, რომ ესპანეთი სულაც არაა სერიოზული მეტოქე, მაგრამ სინამდვილე სულ...
სახეცვლილი საქართველო და მრისხანე ფიჯი
შაბათს, 19:45 საათზე ბორჯღალოსნები გადამწყვეტ ბრძოლაში ჩაებმებიან. „სტად დე ბორდოზე“ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქე ფიჯი იქნება, რომელმაც პირველ ტურში უელსთან დასანანი მარცხის შემდეგ ავსტრალიის ნაკრები დაამარცხა. მსოფლიო თასზე იოლი მეტოქე რომ არ არსებობს, ეს გასულ შაბათსაც დადასტურდა, როცა ლევან მაისაშვილის რაზმმა პორტუგალიელებთან შეხვედრაში სენსაციური შედეგი დააფიქსირა. 18:18 და წაგებასთან მილიმეტრებში გავლა, რასაკვირველია, უარყოფითი შედეგია და...
3 ლელო და პრო 2დ
საფრანგეთის მეორე ელიტურ სარაგბო დივიზიონ პრო დ2-ის რეგულარული ჩემპიონატი ფინიშის სწორზე გავიდა – მის დასრულებამდე 3 ტურიღა დარჩა და სეზონის ამ მონაკვეთზე ქართველთა აქტიურობამაც მოიმატა. 27-ე ტურში 20-მა ჩვენებურმა იასპარეზა, რაც ბოლო პერიოდის საუკეთესო მაჩვენებელია. მაგრამ 3 ქართული ლელო ერთ ტურში ბოლოს როდის დაიდო, ამის გახსენება უფრო რთულია. „ორიაკმა“ ლიგაში დარჩენა პრაქტიკულად გაინაღდა, ვეღარც პლეი-ოფისკენ...
ჯაიანი დაბრუნდა!
საფრანგეთის რანგით მეორე სარაგბო ლიგაში მორიგი, 24-ე ტური გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 13-მა ქართველმა მორაგბემ მიიღო. პრო დ2-ის რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე ლიგაში სატურნირო ვითარება უკიდურესად დაიძაბა და ეს როგორც ლიდერთა ჯგუფს ეხება, ისე გასავარდნი ზონის წარმომადგენლებს. ერთპიროვნულ ლიდერ „ოიონაქსს“ პირველობა ფაქტობრივად განაღდებული აქვს, რადგან დღეისთვის ეს გუნდი უახლოეს მდევარ „გრენობლს“ მთელი 19 ქულით...
ქართული ღერძი – ვასკა და თედო
გასული კვირის ბოლოს ევროპის უძლიერეს სარაგბო ლიგებში მორიგი ტურები გაიმართა. სამი ათეული ქართველი ლეგიონერის მონაგარი როგორც ყოველთვის, არაერთგვაროვანია და ქვეყნის პრესტიჟი ეროვნული ნაკრების ღერძმა დაიცვა. ვასილ ლობჟანიძემ მშვენიერი ლელო გაიტანა, რომელიც მისთვის მეორეა ტოპ 14-ის მიმდინარე ჩემპიონატში, ხოლო თედო აბჟანდაძემ ზუსტად ერთი ჯარიმა შეასრულა და პირადი ანგარიში პრო დ2-ის რეგულარული ჩემპიონატის ფარგლებში 24 ქულამდე გაზარდა....
21 ვერ იკმარეს
საფრანგეთის პრო დ2-ის მე-8 ტური ქართველი ლეგიონერებისთვის უჩვეულოდ შედეგიანი გამოდგა. უფრო ზუსტად რომ ითქვას, ეს შედეგიანობა ორ კაცზე მოდის. ორმა ქუთაისელმა, ორმა ბორჯღალოსანმა – ოთარ გიორგაძემ და თედო აბჟანდაძემ სეზონში საუკეთესო მატჩი ჩაატარეს, ჯამში თავის „მონტობანს“ 21 ქულა შესძინეს, მაგრამ გუნდმა „გრენობლთან“ საშინაო მატჩი მაინც დათმო – 33:34, მცირე სხვაობით მარცხისთვის სანუგეშო ბონუსი მიიღო და...
ბონუსები და გოგოლაძის ლელო
საფრანგეთის მეორე ელიტურ დივიზიონ პრო დ2-ის მესამე ტურის აბსოლუტურად ყველა მატჩში ერთ-ერთმა მისმა მონაწილემ ბონუს-ქულა მიითვალა და მხოლოდ ერთ შემთხვევაში ეს გამარჯვებულმა მხარემ შეძლო. ტურის პირველ მატჩში „ოიონაქსმა“ „გრენობლი“ 46:13 გაანადგურა და ალპელთა შორის პირველიდან ბოლო წუთამდე ლუკა გოგინავამ ითამაშა, თუ არ ჩავთვლით ქართველი ბურჯის გასინბინებას (27-37 წთ). ეს სწორედ ის ერთადერთი შემთხვევაა, როცა ბონუსი...
51-კაციანი ქართველობა
სულ რამდენიმე დღეში, 25 აგვისტოს გაიმართება მატჩი „ბიარიცსა“ და „ოიონაქსს“ შორის და ამით დასაბამი მიეცემა 2022-2023 წლების სარაგბო სეზონს. ტრადიციულად, საფრანგეთის მეორე ელიტური დივიზიონი პრო დ2 სხვა მნიშვნელოვან ტურნირებზე ოდნავ ადრე იწყება და რაგბის ქართველი ქომაგისთვის ეს უცხოური შეჯიბრება იმდენადაა საინტერესო, რამდენადაც მასში ყველაზე მეტი ქართველი ლეგიონერი მონაწილეობს. ესეც უკვე ერთგვარ ტრადიციად ჩამოყალიბდა. კარსმომდგარ სეზონში...









