შემოდგომის ტესტების მოთავების შემდეგ საფრანგეთის მთავარ სარაგბო ლიგაში მე-11 ტური გაიმართა. ტოპ 14-ის მორიგი უიქ-ენდი 14 ქართველი მორაგბის მონაწილეობით წარიმართა და მართალია, ქულა არც ერთ მათგანს დაუგროვებია, მაგრამ სტატისტის როლით თითქმის არავინ შემოფარგლულა. ლიდერი „ტულუზისა“ და „ბრივის“ მატჩი კი გამორჩეულად საინტერესო გამოდგა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში სოსო ბეკოშვილი იყო და უნდა აღინიშნოს, რომ მთელი პირველი ნახევრის...
ჭდე: ოთარ გიორგაძე
ბონუსები
საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-6 ტურში მონაწილეობა 15-მა ქართველმა მიიღო და 8 თავისი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იყო. მთლიანობაში კი შეგვიძლია, ტური ბონუსების ტურად მოვნათლოთ. „ტულუზის“ დომინაცია ამჯერადაც გაგრძელდა. „პოსთან“ საშინაო მატჩის პირველი ტაიმის 0:7 დათმობის შემდეგ ქვეყნის 21-გზის ჩემპიონმა მეორენახევარში 5 ლელო დადო და ბონუსით, 38:10 მოიგო, რამაც მას უახლოეს მდევართან უპირატესობა 7 ქულამდე გაუზარდა –...
19 ქართველი და პაპიძის პირველი
ქართული ლელოს გარეშე არც ტოპ 14-ის მორიგ ტურს ჩაუვლია. „ლა როშელის“ ბურჯმა გურამ პაპიძემ „ბიარიცთან“ შეხვედრის 63-ე წუთზე თავისი გუნდის რიგით მე-6 ლელო გაიტანა, რომელიც პირადად მისთვის პირველი გახლდათ საფრანგეთის უმთავრეს სარაგბო ლიგაში. 24 წლის პაპიძე ჩემპიონთა თასის ფინალისტს ზაფხულში შეუერთდა, ფრანგული კარიერის დასაწყისში „ლიონის“, მომდევნო სამი წელი კი პრო დ2-ის „ნევერის“ ღირსებას იცავდა, რომლის...
ტოპ 14-იც ბასკეთში იწყება
ისევე, როგორც პრო დ2-ში, საფრანგეთის მთავარ სარაგბო ლიგა ტოპ-14-შიც რეგულარული სეზონი სტარტს ბასკეთში აიღებს. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ უმაღლეს დონეზე დაბრუნებული „ბიარიცი“ 4 სექტემბერს, თბილისის დროით 16 საათზე „ბორდოს“ შეერკინება და ეს იქნება 2021-2022 წლების სეზონის გახსნითი მატჩი. რახან „ბიარიცი“ ვახსენეთ, ბარემ ისიც ვთქვათ, რომ მის წლევანდელ განაცხადში ერთბაშად 6 ქართველი მორაგბეა, მათ შორის ორი მოქმედი...



